<8>

3K 231 49
                                    

Jungkook's pov:

ზუსტად საღამოს 7 საათი იყო, როდესაც შ/ს ჩემს დანიშნულ ადგილას მოვიდა. სახეზე იმხელა უკმაყოფილება ეხატა, რომ ჩაცინებისაგან თავი ვერ შევიკავე, როდესაც მიახლოვდებოდა

- რა ჯანდაბა გაცინებს? - მკვახე ტონით მითხრა და შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადაიწია. უცებ მომინდა, რომ მის მაგივრად ეს მე გამეკეთებინა.

- ჯერ არ მოსულხარ და უკვე მეუხეშები მწარე შოკოლადო? - კაფის კარი შევუღე, როცა თვალები აატრიალა და შიგნით შევიდა.

თავს ძალა დავატანე მისი უკანალისთვის არ შემეხედა, მაგრამ რათქმაუნდა არ გამომივიდა. ტუჩზე მწარედ ვიკბინე, რომ რამე არ მეთქვა

- ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ შენი კაბის სიგრძე, უკვე ჭკუის უკუპროპორციულად მოქმედებს - მაგრამ, მაინც ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი

- ეს იმიტომ, რომ შენს ხარბ მზერას და ბინძურ გონებას ვერ აკონტროლებ - წარბაწეული გამომხედა და სკამი გამოსწია

- გინდა იცოდე, კიდევ რას ვერ ვაკონტროლებ? - მის პირადპირ დავჯექი და ქურთუკი მოვიძვრე

- გულისამრევი ხარ.. სწრაფად მითხარი რა გინდა, შენთან დასაკარგი დრო არ მაქვს!

- დაგავიწყდა, რომ პაემანი გვაქვს? გინდა თუ არა, მოგიწევს იმდენი ხანი დარჩე, რამდენსაც მოვისურვებ - ტონი გამიმკაცრდა, რადგან ამდენ თავხედობას ვეღარ ვითმენდი

- მანიპულატორი ნაბიჭვარი ხარ - ძალიან გაბრაზდა, მაგრამ იმის გამო, რომ გარშემო ხალხი იყო, თავი შეიკავა.

გამეცინა და მისი სახის დათვალიერებას ახლოდან შევუდექი. ძალიან ლამაზია.

შემეძლო დაუსრულებლად მეყურებინა მისი ტუჩებისთვის და არ მეკოცნა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვითმენდი, მით უფრო მეტად მსიამოვნებდა მათი ყურება და კოცნის სურვილი მკლავდა.

ყველაზე დიდ სიგიჟეს პირველ კოცნამდე რამოდენიმე წამით ადრე განიცდი. ამ დროს გული ისე გიცემს, გგონია, რომ შენს წინ მყოფსაც კი ესმის. თითები ნერვიულად ავათამაშე და პირდაპირ შევხედე. თვალებში არ მიყურებდა, მზერას მარიდებდა.

შენ ჩემი გახდები || J.J.K Where stories live. Discover now