<7>

3.6K 228 106
                                    


კორეაში ცხოვრება თანდათან უფრო მიყვარდებოდა. მამას გვერდით ყოფნა და მისი ყოველდღე დანახვა, ჩემთვის იშვიათი მოვლენა იყო და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მიხაროდა, რომ ის ჩემს გვერდით იყო, თუმცა დედაც მენატრებოდა.

მართალია, რომ გარდა ამისა, ტოქსიკური ადამიანების გარემოცვაში მიწევდა ყოფნა, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთან ერთადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

რამოდენიმე კვირის უკან ეკონომიკის ლექციებზე გავიცანი ერთი ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ჰანა, რომელთანაც მალევე დავმეგობრდი.

ერთად დროის გატარება დავიწყეთ და ბევრი საერთო ინეტერსებიც აღმოგვაჩნდა.

მხოლოდ ერთი უარყოფითი მხარე ჰქონდა - მას ჯონგუკი მოსწონდა.

ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მისნაირ კეთილ, სათუთ და საყვარელ გოგოს ჯონგუკისნაირი ნაძირალა და ნაგავი ბიჭი მოსწონებოდა. ალბათ მისი გარეგნობა იზიდავს, მაგრამ თუ ჯონგუკის პიროვნულობა მოსწონს, ეს გოგო ნამდვილად მაზოხისტია.

მოკლედ, ჩვენ ვმეგობრობდით და რაც მთავარია, პატარა სამეგობრო წრეში მესამე წევრიც გვყავდა, ჯიჰუ, რომელიც ასევე ძალიან კარგი და საყვარელია.

***

საღამო იყო, ჩემს ოთახში ვიჯექი და ისტორიის დავალებას ვაკეთებდი. უცებ ძალიან მომინდა მეხალისა, ამიტომ გადავწყვიტე ინსტაგრამზე რაიმე გამომწვევი ამეტვირთა და ტელეფონი ავიღე. გალერეაში შევედი და მოვძებნე ფოტო, რომელიც შესაბამისი იყო და თან ჯერ ანატვირთიც არ მქონია.

Y/N posted a new photo:

Y/N posted a new photo:

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
შენ ჩემი გახდები || J.J.K Where stories live. Discover now