6. ჩემი ადგილი

550 62 19
                                    

ცხოვრება ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს.

ასე ფიქრობს თეჰიონი, ოღონდ ცოტათი შელამაზებულად. ცხოვრების რამდენიმე წელმა ისე ჩაუფრინა, საერთოდ თვალიც არ მოუკრავს. როგორც გადატანით, ისე პირდაპირი მნიშვნელობითაც. ამას ხშირად კიმი შავ იუმორს უწოდებს და თავადაც ეცინება ხოლმე მსგავსს ხუმრობებზე, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ღამით მწარე ცრემლებს ღვრის და სახეს იხოკავს, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ბრალი არ არის ის, რომ ბრმაა.

- არ სჯობს წავიდეთ?- ბუზღუნებს არაფრის კეთებისგან დაღლილი ჯიმინი და ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რატომ ზის მაგიდასთან და რატომ უდევს გადაშლილი წიგნი წინ.

- ცოტახანიც და კი,- ოხრავს და ხელებს გამაგრებულ ფურცლებს უსვამს, ჯიმინი შორიდან აკვირდება მის მოქმედებებს. უჭირს გაგება. მაგრამ მაინც ცდილობს მიხვდეს, რას აკეთებს ამით თეჰიონი.

- კარგი, რახან ასეა,- თავად ისევ ძვირიან კომპიუტერს უბრუნდება, რომელიც აქ მოსვლის დღიდან დაიპყრო. თეჰიონი ხშირად დასცინის, რადგან ჯიმინი დიდი მონდომებით ალაგებს საკუთარ ფერმას, აზრს თეჰიონსაც კი ეკითხება. როგორც ჩანს კიმის თქმისა არ იყოს, სერიოზულადაა ამ თამაშის მიმართ განწყობილი. თეჰიონი კი მუდამ დასცინის.

" მეგონა ხალხის მოკვლას ან რამე მანქანის ტარების მსგავს თამაშს გადმოწერდი. ფერმა? სერიოზულად, ჯიმინ?"

იტყვის ხოლმე და პაკიც გაბუტული ზის შემდეგ მთელი დღე კომპიუტერთან და მიუხედავად დაცინვისა, ფერმაში თამაშს განაგრძობს.

- დავასრულე,- სიჩუმეში მისი ხმა დენის დარტყმასავით ხვდება ჯიმინს და მაუსს შიშისგან ხელიდან აგდებს,- ბოდიში, შეგაშინე?

- ცოტათი,- წინ წამოსულ თეჰიონს ეგებება და მისაღებისკენ იღებენ გეზს.- სად წავიდეთ?

- ამჯერად, მოდი რამე ვჭამოთ,- ჯიმინი ცოტა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან რაც აქ მოვიდა მას შემდეგ ხედავს, რომ თეჰიონი მუდამ სახლში მომზადებულ და სპეციალურად მისთვის გამზადებულ საკვებს მიირთმევს, არც კი იცის რაღაცის გარეთ ჭამა კარგი იდეაა თუ არა.

NightfallWhere stories live. Discover now