7. ჭრილობა

459 64 19
                                    

ჯიმინის ყურს მცირედი ხმაური სწვდება, რაც ნამდვილად საკმარისია მის გამოსაფხიზლებლად. მთქნარებით იწევა, თეჰიონს გაჰყურებს, რომელსაც ბალიში მიეხუტებინა და მშვიდად თვლემს. პიჟამოების ამარა გადის და ჯერ კიბის თავში მდგარ იუნგის უყურებს, რომელიც ტელეფონზე საუბრობს. არა, უფრო ყვირის, რადგან ვიღაც მშვიდად ახსნილს ვერ იგებს. ჯინი კი სამზარეულოშია და ჰოსოკთან ერთად, რაღაც მისთვის უცნობს აკეთებს.

- გაგაღვიძეთ? ბოდიში,- კეფას იქექავს ჯინი.

- არა, არაფერია,- ხელს იქნევს და იქვე მაგიდასთან იკავებს ადგილს.

- თეჰიონს სძინავს, არა?

- ხო, არ მინდა გავაღვიძო,- მხრებს იჩეჩს და სწორედ მაშინ ამჩნევს კართან მდგარ იუნგის.

- შენ ალბათ ახალი ხარ, რადგან წინაზე როცა თეჰიონს შევხვდით გვერდით არ ახლდი,- ჩაფიქრებული ამოთქვამს ჰოსოკი, თან ქვედა ტუჩს აწვალებს.

- სწორედ მაგ შემთხვევის შემდეგ ამიყვანეს მე.

- თეჰიონმა აგირჩია?

- კი, ცოტათი უცნაურიც კი იყო ეგ ყველაფერი,- მხრებს იჩეჩს ჯიმინი და ჯინის გამოწვდილ ჩაის წინ იდგამს.

- ალბათ მისი ტოლი ხარ, რატომ მუშაობ?- იუნგის უცნაურ კითხვაზე ჯიმინი იბნევა და შეკრული წარბებით აჰყურებდ ქვემოდან,- ვგულისხმობ მთელ დღეებს მასთან ატარებ, არ სწავლობ?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არა,- დამწუხრებული ამოთქვამს. აღარც ეძიებიან მიზეზს თუ რატომ.

- თეჰიონსაც ყოველთვის სურდა ესწავლა, უფროსწორედ უნდოდა უნივერსიტეტში ევლო, რამდენიმე კურსი წინასწარ ჰქონდა არჩეული, მაგრამ სამწუხაროდ...- სიტყვა უწყდება ჯინს.

- არ ფიქრობ, რომ შეიძლება იყოს რამე საშუალება მისი გამოჯანმრთელების?- ეჭრება ჰოსოკი.

- ოპერაცია,- ახლის პირდაპირ,- მაგრამ მას არ სურს.

- მაგრამ რატომ?...

NightfallWhere stories live. Discover now