11. ლეკვი

541 70 96
                                    

მთელი ორი დღე ჯონგუკი საერთოდ არ ჩნდება თეჰიონის გარშემო. ჯონს ზედმეტად აკვირვებს მისი ეს სიმშვიდე. როცა ხედავს, რომ კიმი ოთახში შემოდის, თავად გადის, ან პირიქით. თეჰიონი კი ხმას არ იღებს, ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.

- რამეს ხომ არ დალევ?- კითხულობს ხმადაბლა ჯიმინი, თეჰიონი უარის ნიშნად თავს აქნევს. ჯინი როგორც ყოველთვის სახლში არ არის, აი პაკს კი ძალიან აინტერესებს სად დადის ეს ბიჭი მთელი ღამე.

თეჰიონი უბრალოდ მშვიდ მუსიკას ისმენს ტელევიზორიდან, დივანზე წევს სიგრძეზე, ფეხები სახელურზე შემოელაგებინა. სიმშვიდეს საერთოდ არავინ ურღვევს, თვით ჯონგუკიც კი, სახლში არ არის როგორც ჩანს ვაჟბატონი.

თეჰიონის მყუდროება მაშინ ირღვევა, როცა შემისასვლელი კარები იღება და ოთახში ჯონგუკის სურნელი იფანტება. კიმი საერთოდ არ მოძრაობს, მეტიც, თვალებსაც კი ხუჭავს. ესმის როგორ მოიწევს მისკენ, მაგრამ არ ეხება, ალბათ დივნის თავზე დგას გაშეშებული.

- რას აკეთებ?- ჯიმინის ხმა ესმის და ისიც კრთება, მზერა მძინარე თეჰიონიდან მასზე გადააქვს. თავს აქნევს და ოთახისკენ მიიწევს,- რამე დაგიშავა?

- არა, თავი მოვაჩვენე თითქოს მეძინა,- სუსტად იღიმის და ხმადაბლა ჰპასუხობს,- იუნგისა და ჰოსოკის გარეშე მოსაწყენია, არა?

- ცოტათი კი, მომენატრა ჰოსოკის სულელური ხუმრობები,- ეღიმება თავისდაუნებურად ჯიმინს,- მგონი მალე უნდა ჩამოვიდნენ, დაახლოებით ორ დღეში.

- ხო, მეც ეგრე მახსოვს,- სწორდება თეჰიონი,- ჯინს არ დაურეკავს?

- არა და სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებს სად იკარგება ეს ბიჭი,- ქვედა ტუჩს აგდებს ჯიმინი.

- არც მე ვიცი, მაგრამ იქნებ პირადულია, თუ რამე იქნება, ალბათ გვეტყვის,- მხრებს იჩეჩს თეჰიონი.

- შენ რას აპირებ?

- რას გულისხმობ?

- ასე კატა - თაგვობანა უნდა ითამაშოთ შენ და ჯონგუკმა?- წარბებს კრავს ჯიმინი.

NightfallTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang