34. საბოლოოდ

1K 68 109
                                    

იუნგის დენიზი თავის საყვარელ ადგილას მიჰყავს, რომელიც ზედმეტად მშვიდია. აქ ხშირად მოდის ხოლმე, უკრავს, ფიქრობს, მღერის. დენიზი მონდომებით ათვალიერებს გარემოს და იქვე პატარა ტბის ნაპირას არსებულ სკამზე იკავებს ადგილს.

- რითი დავიწყოთ?- კითხულობს იუნგი და ტუჩის კუთხეს ტეხავს მისი შემხედვარე, გოგოს კი გიტარას აწვდის.

- შენ უნდა მასწავლო, ასე რომ, შენ გადაწყვიტე.

- კარგი,- ეცინება და ჩასადებს აძრობს, შემდეგ კი თავის საყვარელ შავ გიტარას იღებს, რომელიც თეჰიონმა აჩუქა.

- მგონი ჩვენი გიტარები ერთნაირია,- სიცილით იღებს თავისას და იუნგისას ადარებს. ორივე ერთნაირია,- ძალიან კარგი.

- დენიზ,- აპაუზებს იუნგი და გოგოს აჩერდება,- რამე დამიკარი.

- რა?- წარბებს კრავს გოგო.

- ვიცი, რომ დაკვრა იცი. რამე დამიკარი, მაინტერესებს როგორ უკრავ,- დენიზი ტუჩებს კუმავს. როცა საჭირო არ არის თავს ისე იკატუნებს, რომ თავადაც სჯერა ხოლმე, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ზედმეტად იდიოტურად გამოსდის, ისევე, როგორც თეჰიონს.

- კარგი, გამომიჭირე,- ბუზღუნებს და გიტარას იმარჯვებს,- იცოდე რომ მეორე ხარ, ვისაც რაღაცას ვუკრავ.

- გასაგებია, პატივია ჩემთვის,- ხითხითებს იუნგი და მზერა მისი სახიდან გრძელ თითებზე გადააქვს, სიმებს რომ ეთამაშება. დენიზი იუნგისთვის ძალიან კარგად ნაცნობ სიმღერას უკრავს, ხვდება, რომ გოგომ იმაზე კარგად იცის ყველაფერი, ვიდრე მინი მოელოდა. არ აყოვნებს და თავადაც უწყობს მელოდიას.

- რადგან იცი, რომ დაკვრა შემიძლია, აღარ მამეცადინებ?- წარბებს კრავს და ქვედა ტუჩს აგდებს ვითომ ნაწყენი.

- რეალურად ეს ყველაფერი იმისთვის არ მოგიგონებია, რომ დაკვრა გესაწავლა, ეს ასეა, არა?

- სწორედ მიხვდი?- ოხრავს გოგო,- უბრალოდ ჩემში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვიე და მინდოდა შენთან დაახლოება იმ გზით მეცადა, რომელითაც თავად ხარ დაინტერესებული.

NightfallWhere stories live. Discover now