5

648 41 0
                                    

მირას პოვ ..

ბოლოს ჩემი ისსფერი თვალევის დანახვა მაშინ შეეძლოთ როდესქც მშობლებს ვუყურებდი .. დიახ იისფერი თვალები მაშინ მიხდება როდესაც საყვარელ ადამიანს ვუყურებ .. უკვე ერთი თვე გავიდა ლი მინჰოს დაკავებიდან .. ჯერ ვერ წავალ .. შემოწმებებს გავდივარ სხვადასხვა ექიმებთან , მეცნიერებთან რავიცი ალბად ვისთანაც კი შეიძლება ყველასთან .. ერთადერთი რასაც ვცდილობ თვალების ფერის კონტროლია .. გაკვეთილებს მიტარებენ 1 თვეში ჩემი შესაძლებლობებით შევძელი და მეთერთმეტე კლასის დამამთავრებელი გამოცდები ჩავაბარე .. ეხლა ალბად 1 კვირაში  სკოლის დიპლომი მექნება .. აქედან რომ გავალ კი რაიმე პროფესიას ავირჩევ.. ზუსტად არ ვიცი რას სამწუხაროდ .. ჯონგუკი ყოველ საღამოს მაკითხავს გარეთ გასასვლელად თუმცა ერთი თვეა თავს ვარიდებ .. როცა ჩემი გრძნობებისა და ემოციების გაკონტროლებას ისე შევძლებ რომ თვალის ფერი აღარ შემეცვლება მერე ვნახავ .. ვფიქრობ დიდი ხანი ვეღარ მოვიტყუები ..  ის ყოველთვის თვალის ფერზე მეკოთხება თუ რას ნიშნავს იისფერი .. აღარ ძემიძლია მისი მოტყუება .. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ .. და აი ახლაც ამ საღამოსაც არ ნებდება და ისევ მოვიდა ..

- მირა .. არ გინდა გავისეირნოთ ??.
- ბატონო ჯეონ ჩემი თვალები რა ფერია ??
- მმ .. ლურჯი ...
- კარგია , ამ ფერის დატოვება მინდოდა..
- რას გულისხმობ ?? ვვარჯიშობდი ემოციების და გრძნობების კონტროლზე რომ თვალის ფერი არ შემცვლოდა ..
- გამოხვალ სასეირნოდ ??
- დიახ ..

გარეთ გავედით .. სკამზე ჩამოვჯექით .. ისევ ღამის შესანიშნავ ცას შევყურებდით ..

ჯონგუკ ფიქრები აკონტროლე ! როგორ ვაკონტროლო ფიქრები როდესაც მას ვხედავ.. მისი ტუჩები  ხომ ....  ჯანდაბა ჯანდაბა 1..2..3..4...

მესმოდა მისი ფიქრები ... მესმოდა როგორ ცდილობდა დათვლას რომ არაფერზე ეფიქრა ..

- ჩემს ტუჩებს რას ერჩით ?? 
- ჰაა.. შეგიძლია ჩემს ფიქრებს ყურადღება არ მიაქციო და არ შემარცხვინო ?? რადგან მართლა რთულია ფიქრების გაკონტროლება ..

კუდიანი თუ ანგელოზი ? 🔞 ( დასრულებული ) Where stories live. Discover now