🥲

289 24 18
                                    

ბოდიში, რომ ამის წაკითხვა მოგიწევთ, უბრალოდ განადგურებული ვარ და თან თავი ვალდებულად ჩავთვალე, თქვენ გამეფრთხილებინეთ.

დღეს ვაგზალზე მეტროში ვიღაც ნაძირალა ყლემ ტელეფონი ამომაცალა ჯიბიდან. ორი თვეა რაც ეგ ტელეფონი განვადებით გამოვიტანე და შესაბამისად განვადებაც დასაფარია ისევ. პოლიციაში განცხადება დაკარგვის თაობაზე დამაწერინეს, ზუსტად არ იცი, ამოგაცალეს თუ სადმე დაგივარდაო. (ამათ აშკარად ეზარებათ ზედმეტი საქმე და ასე ნაგვურად მიმაგდეს.) ყველაფერი ორ წუთში მოხდა. ნათესავს ვწერდი, სულ ორი წამით ჩავიდე ჯიბეში ტელეფონი ვაგონში შესასვლელად, იმდენი ხალხი იყო, გარეთ დავრჩი და ტელეფონი მოვიქექე ჯიბეში, მაგრამ უკვე აღარ მქონდა. 

საშინლად გაღიზიანებული, დასტრესილი და საკუთარი დაუდევრობით იმედგაცრუებული მე გატყობინებთ, რომ წერას ვწყვეტ იმ დრომდე, სანამ ტელეფონის საქმეს არ მოვაგვარებ. (პოვნის იმედი არ მაქვს) თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, მაგრამ ისეთი რთულია ასე უმოქმედოდ ყოფნა, შეშლილივით მივშტერებივარ კედელს და იმაზე ვფიქრობ, რა იქნება, დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს. აქ ოჯახი არაა და ეს უფრო მიმატებს საფიქრალს. ისედაც ჩაშხამებული ახალიწელი ამწელი კიდევ უფრო მომძულდა. რასაც დავაკვირდი, ახალ წელს კარგი არაფერი მოაქვს. დამწვარი ვარ.🥲ვდგავარ და სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ. ვერ ვუშველი მე ვეღარაფერს, მაგრამ ჩემი ოჯახია ცოდო. სხვის პატიოსნად ნაშოვნს ასე ვერაგულად რომ იგდებ ხელში, გულისამრევი ხარ და მეტი არაფერი.  ადამიანობა დაკარგულ არარაობებს ვიმედოვნებ საკადრისი მიეზღვევათ.

თქვენ მაინც გაფრთხილდით რაა. ვინ რას იკადრებს, ვერც კი წარმოიდგენთ. თურმე იმდღეს მამაოს უცდია გაქურდვა და ვერ გამოუვიდა. 

რანაირად და როგორც შევძლებ, ახალ თავს დავდებ.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now