15. Stay here one more time.

257 43 46
                                    

ჯიმინისთან ლაპარაკის შემდეგ ბევრი ნამდვილად აღარ უფიქრია იმაზე თუ რა იქნებოდა სწორი და რა არა. ეს უკვე ზუსტად იცოდა. იცოდა პაკთან ლაპარაკამდე და უფრო კარგად დარწმუნდა ამაში უფროსი ომეგისგან მიღებული რჩევის შემდეგ. შეიძლება ჯონგუკი სუსტი იყო ამ ცხოვრებისთვის, მაგრამ მომავლისათვის, სწორედ იმ მომავლისათვის, რომელშიც მეწყვილესთან ერთად იქნებოდა, ნამდვილად უღირდა გაძლიერება. ომეგები ისედაც სუსტი არსებები არიან და მათ ალფის მფარველობა სჭირდებათო, ეს შეიძლება სიმართლესთან მიახლოვებული ცნება ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი მხოლოდ ერთს მოწმობდა, განურჩევლად რანგისა, ნებისმიერ მათგანს შეეძლო ამ ცხოვრებაში საკუთარი ძალის გამოვლენა. სიძლიერე იყო სხვისი სიყვარული, სიძლიერე იყო საკუთარი თავის სიყვარულიც და სიძლიერე არ იყო კუნთში სხვაზე მეტი ძალის ქონა. ჯონგუკს კი ნამდვილად შეეძლო სიყვარული, თეჰიონის სიყვარული.

დრო ისეთივე ნელა მიიზლაზნებოდა, როგორ ძლიერადაც სურდა ჯონგუკს მისი სწრაფად გასვლა და გამოცდების მოახლოვება. როცა გვინდა დრო სწრაფად გავიდეს, ის თითქოს განზრახ ითრევს ფეხს. აბა, ჯონგუკს არ სდომოდა თეჰიონის მალე ნახვა, დრო ხომ ისე სწრაფად გაირბენდა, თვალის დახამხამებასაც ვერ შეძლებდა ომეგა. ესეც ამ ცხოვრების ერთი დიდი დაცინვა იყო და როგორ არ უნდა ეფიქრა ჯონგუკს, რომ მარიონეტი იყო ხელ-ფეხზე გამობმული თოკით, რისი ბოლოებიც ცხოვრების მტევნებში გამომწყვდეულიყო?!

კიმს მხოლოდ მაშინ ნახავდა, როცა ის უკან დაბრუნდებოდა საგამოცდოდ და ამ დროს ომეგას ის კი აღარ ადარდებდა, თვითონ რამდენად შეძლებდა ყველაფრის ათვისებას და გამოცდების ჩაბარებას. გონება გამუდმებით თეჰიონზე ფიქრებით ჰქონდა სავსე, ეს კი ყველაზე მეტად მეცადინეობის პროცესში უშლიდა ხელს და რაც არ უნდა ექნა, ამას ვერაფერს შველიდა. სასწაულებრივად შეძლო თანატოლებს წამოსწეოდა მასალაში და ახლა უკვე უფრო თავისუფლად აკეთებდა თითოეულ დავალებას, იუნგის დახმარებაც კი აღარ სჭირდებოდა და ეს ახარებდა. თუკი ყველა გამოცდას წარმატებით გაივლიდა, იქნებ სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზეც მოხვედრილიყო, მაგრამ აქ ისევ ჩნდებოდა ერთი მაგრამ. რა იქნებოდა მერე? თეჰიონს დაიბრუნებდა ჯონგუკი და შემდეგ მათი გზები ისევ გაიყოფოდა უნივერსიტეტების სიშორის გამო? ეს აშინებდა, მაგრამ ბოლოს, როცა წარმოიდგინა სიტუაცია ომეგამ, თავს პირობა მისცა, რომ მეორედ მსგავს რამეზე აღარ იფიქრებდა.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now