16. feelings deep within them.

264 41 34
                                    

პირველი დღე უჯონგუკოდ კოშმარი იყო, პირველი კვირა კიდევ უფრო გაუსაძლისი, მაგრამ შეგუებადი და მხოლოდ ერთი ფაქტი აძლებინებდა ალფას, ეს ისევ მათთვის იყო. ზუსტად არ იცოდა, რამდენად შედეგიანი იქნებოდა მათი განშორება, მაგრამ სჯეროდა, რომ მთვარის ქალღმერთი ასე არ გასწირავდა ამ კავშირს, კავშირს, რომლითაც ბევრი დაკარგა, უფრო მეტი, შეუფასებელი კი ომეგის სახით იპოვა და მის გაშვებას არ აპირებდა.

მშობელი დედის გვერდით დროის გატარებამ ერთი რამ გააზრებინა, ეს უფრო ხშირადაც უნდა ეკეთებინა. ბავშვობიდან აქეთ-იქით სიარულში იყო. მშობლები რომ დაშორდნენ, თეჰიონი მეტწილად დედასთან რჩებოდა ხოლმე, არდადეგებზე თუ სტუმრობდა მამას და მის ახალ ცოლს, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ისე ჩანდა, თითქოს არცერთი მშობელი აკლებდა რამეს. ერთმანეთის ჯიბრით აკეთებდა ყველაფერს შვილისთვის ყოფილი ცოლ-ქმარი, რეალური კი არცერთს ახსოვდა. პატარა ალფა ყოველთვის ხვდებოდა, რაც არ უნდა მიეღო მშობლებისგან, რაღაც მუდამ ეკლდა. ეს უფრო იმ ვალდებულებას, ან ჯიბრს ჰგავდა, ზემოთ რომ ვახსენე და არა სიყვარულს, რაც თეჰიონისთვის ბევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე დიდი სათამაშოები და ბრენდული ტანსაცმელია. ეს არ იყო საკმარისი, რაოდენ ძვირიანიც არ უნდა ყოფილიყო საჩუქარი, კიმისთვის ფასი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგან მათში მუდამ სანთლის შუქით ჰქონდა საძებნი ის სიყვარული, მშობლებისგან რომ უნდა მიეღო. შეიძლება უფროსები ამას ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ ამას რა აზრი ჰქონდა? თეჰიონი მაინც რჩებოდა უსიყვარულოდ და შემდეგ ეს გრძნობა იმ ახალგაზრდა ბიძისგან მიიღო, სიკვდილის შემდეგაც რომ გრძნობდა კაცის გვერდით ყოფნას. თეჰიონი არ იყო უბედური, თეჰიონს არ ჰქონია სატანჯველი ცხოვრება, მაგრამ მას არც მშობლების რეალური, გულიდან წამოსული სიყვარული უგრძვნია. ბიძის გარდაცვალების შემდეგ კიმი დედასთან, დეგუში აღარ დაბრუნებულა, იშვიათად, ორი-სამი დღით თუ მიდიოდა და ეს დრო საკმარისი არ იყო იმისთვის, მარტოხელა, საკუთარ საქმეში წარმატებულ ქალს რომ ეგრძნობებინებინა დედობა, თუმცა ეს ამ ომეგას მანამდეც უნდა ექნა. უკანასკნელი ორი თვე კი, რომელიც თეჰიონმა დედის სახლში გაატარა, არ ყოფილა ისეთივე ცივი და არაფრისმომცემი, როგორც უწინ. ამჯერად მართლა იგრძნო, როგორია, როცა მშობლის კალთას აფარებ თავს სევდის პირას და მის ნაზ, დამამშვიდებელ გულისცემას ისმენ ძილის წინ საკუთარი ყურით.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now