14. Runaway from the past.

281 43 50
                                    

ყველასა და ყველაფრისგან შეეძლო გაქცევა, გარდა საკუთარი გონებისა. გამუდმებით თან სდევდა მუქ, საშიშ ჩრდილად და ფიქრები, რომლებიც ასე აუტანლად ჩნდებოდნენ ომეგის გონებაში ნებისმიერ წუთს, ვერაფრით მოიშორა. წარმოუდგენელი ძალა სჭირდებოდა ყველაფრის გასააზრებლად. თავდაპირველი დღეები თეჰიონზე ბრაზში გალია. როგორ შეეძლო ალფას საკუთარი ომეგის მიტოვება? თეჰიონს ის აღარ სჭირდებოდა? იყო ეს უარყოფა, თუ ალფა მართლა დაბრუნდებოდა? ჯონგუკის განგაშის ზარი წამდაუწუმ რეკდა და ალფის ქცევით წარმოქმნილ ბრაზს მხოლოდ იმიტომ აწმენდდა საკუთარ ხელებს, პირადი დანაშაული რომ არ გამოსჩენოდა. ხო, ხვდებოდა, რომ დააშავა, იქნებ თეჰიონზე მეტადაც კი, მაგრამ ამის გააზრების ეშინოდა, რადგან ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკუთარი თავის შეძულებისკენ. სუსტი, შეუმდგარი ომეგა იყო და ის ასეთი არავის სჭირდებოდა, საკუთარ ალფასაც კი. ცხოვრება ნამდვილად უწყობდა განსაცდელს, თუმცა გამოცდა სწორად ერთხელაც ვერ ჩააბარა პატარა ომეგამ. ახლა კი, როცა უკვე ორ კვირაზე მეტი გასულიყო თეჰიონის წასვლიდან, საბოლოოდ მივიდა იმ აზრამდე, რომ დრო იყო, გაზრდილიყო. ახლა ნანობდა ყვწლა იმ უსუსრი ომეგის სიტყვას თუ ქმედებას, მაგრამ, ალბათ, დრო რომ დაბრუნებულიყო ისევ ისე მოიქცეოდა, ისევ ისეთ დისტანციაზე იქნებოდა ალფასთან, რადგან თვითონ იყო ასეთი სუსტი და უსუსური, რომ საკუთარი თავის დანაშაულს ვერ აღიარებდა. იცოდა, რამხელა კედელს ქმნიდა ასე უნებლიეთ, გაუმიზნავად მასსა და თეჰიონს შორის, მაგრამ მაშინ ამის კონტროლი არ შეეძლო და ეს ისევ ომეგის სისუსტეზე მიანიშნებდა, თუმცა ისიც ისეთივე მოკვდავი იყო ყველა დანარჩენის მსგავსად და მასაც ჰქონდა უფლება, ემოცია თავისებურად გამოეხატა. კიმი მისი ალფა გახლდათ და ჯონგუკმა ზუსტად იცოდა, თეჰიონის გრძნობები მათ ურთირთობაში ყველაზე სანდო და გულწრფელი რამ იყო. ეს მაშინაც იცოდა, ნაყოფი რომ დაკარგა, მაგრამ იმ მომენტში ტკივილი, რომელიც ინციდენტს მოჰყვა, იმდენად მტკივნეულად მოედო ბიჭის მთლიან არსს, მას აღარც კი უფიქრია თეჰიონის გრძნობებზე. თავადაც უყვარდა ალფა, უყვარდა გააზრებულად, მაგრამ არა ისე ძლიერ, ალბათ, როგორც თეჰიონს. თუკი ალფამ შეძლო და ის მხოლოდ ომეგის კეთილდღეობისთვის დატოვა, მაშინ ჯონგუკს რისი გაკეთება შეეძლო თეჰიონისთვის?! ჯეონი ის ომეგა არ იყო, დაბრკოლებებს მამაცად დახვედროდა წინ, საკუთარ თავს გაჯიბრებოდა, საკუთარ ძალებს მინდობოდა, მაგრამ ეს უნდა ექნა, უნდა გაზრდილიყო. იმ ერთ შემთხვევას უფლებას აღარ მისცემდა, კიდევ უფრო მეტად შეესრუტა მისი ცხოვრება, ცხოვრება თეჰიონთან ერთად და არა მის გარეშე.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now