17. Smile is free happiness.

462 44 80
                                    

ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ ჩევნს ბედბიერებას ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო განაპირობებს. მაგრამ რეალურად ესეც ის დიდი ილუზიაა, რომლითაც თავს ვიტყუებთ და მხოლოდ ამ უკანასკნელს ვერ შევაწმენდთ ჩვენს კარგდღეობას ან პირიქით, უბედურებას. ჩვენი სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული დამოკიდებულია ჩვენს გონებრივ მოწყობაზე, იმაზე თუ რას ვფიქრობთ ჩვენ თვითონ საკუთარ მდგომარეობაზე და არა იმაზე, თუ სად ვცხოვრობთ, როგორა ჩვენი ადგილი საზოგადოებაში. დიდი დრო დასჭირდა ომეგას ამ ყველაფრის გასააზრებლად, დიდი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ გარემო, რომელშიც ყოველ დღე იღვიძებდა, სულაც არ უზრუნველყოფდა მის ბედნიერება/უბედურებას, მაგრამ საკუთარ აზრს, საკუთარი გონების მოწყობას მართლა ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. სჭამდნენ ის ჭიები, გამუდმებით მის გონებაში რომ დაძრწოდნენ, მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ და ჯონგუკს უკვე მართლა ეგონა, თუკი ამ ჭიების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, ისინი საბოლოოდ მოუღებდნენ ბოლოს. ფიქრები მუქი ღრუბლის აჩრდილივით შემორყმოდნენ მას და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა, რომ ყველაფერისათვის სხვა თვალით შეეხედა?! ჯონგუკი ლამაზი ომეგა იყო, ჯონგუკი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ჯონგუკი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მშვენიერი ომეგა. უამრავ არასაჭირო ფიქრს, აზრს უთმობდა დროს, საკუთარ გონებას აჭმევინებდა მათ და ბოლოს ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, რომ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი კანის წვის შეგრძნებას უჩენდა. გარბოდა, სწრაფად გარბოდა, მაგრამ წინ ისევ ის აზრები ხვდებოდა დიდ, გადაულახავ დაბრკოლებად, რომელთაც არასდროს არაფერი მოუტანია ომეგისათვის, გარდა იმ დაძაბულობისა, გამუდმებით თან რომ ახლდა. თუკი სულ ფიქრობდა, რომ საკმარისად კარგი არ იყო, რადგან ომეგად დაიბადა, რადგან მშობლების სასურველი ალფა ვერასდროს გახდებოდა, რადგან სუსტი იყო იმ კავშირისთვის, რომელმაც ერთ მომენტში თითქოს ყველაფერი უფრო მარტივადაც დაანახა ბიჭს, მაშინ გამოდიოდა რომ საკმარისად კარგი ვერ გახდა ამ ცხოვრებისთვის. მუდამ ჰქონდა დანაკლისის შეგრძნება, რაც არ უნდა გაეკეთებინა, რაღაც შინაგანი ყოველთვის ახსენებდა, რომ სრულყოფილი არ იყო. ეს ყველა ის ფიქრი გახლდათ, რომელთაც თავის დროზე საკუთარ გონებაზე გაბატონების საშუალება მისცა, მაგრამ მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ უკეთესი ვერ გახდებოდა, უკეთესები არ ხდებიან საკითარი პიროვნების დაკნინებით, ამას მხოლოდ თავის სიყვარულით, პატივისცემით აღწევენ და სწორედ ეს აკლდა ბიჭს. ნელა, თუმცა მაინც მივიდა ომეგა იმ აზრამდე, რომ პირველი ნაბიჯი ამ ჭიებისგან განთავისუფლება უნდა ყოფილიყო, გონების გაწმენდა და შემდეგ, თავისუფალი, საღი აზრით რომ შეხედა საკუთარ ცხოვრებას, მიხვდა, რომ ასე მეტად დიდ სიმშვიდეს გრძნობდა. დრო გავიდა, საკმაოდ დიდი დრო და ჯონგუკმა უკან, წარსულისკენ რომ გაიხედა, იქ ზუსტად ის სუსტი, მხრებში მობუზული, ლამაზი ომეგა დაინახა, რომლისგანაც ახლა მხოლოდ გარეგნობა დარჩენილიყო. წარსულის ჯონგუკის გვერდით იყვნენ მშობლები, იყო თეჰიონო, მაგრამ იმ ჯონგუკს გონება არეული ჰქონდა და მაინც არ ჰქონდა ბედნიერება. წარსულის ჯონგუკს უთეჰიონობის პერიოდიც ჰქონდა, იყო მომენტები, არც მშობლები ჰყავდა გვერდით, არც მეგობარი და ისევ არეული ჰქონდა გონება, ისევ არ იყო ბედნიერი. ახლა როგორ არის ბიჭი? ახლა ბედნიერია! ახლა სიმშვიდეს გრძნობს, ახლა გვერდით ჰყავს ყველა ის ადამიანი, ვინც საჭიროა და ახლა ომეგის გონება აღარაა გახვეული იმ ავი ქსელით, ადრე რომ ართმევდა ბიჭს ყველაფერ კარგს. აღარ აწუხებს აზრები, რომ სუსტია, უღირსი ომეგაა თეჰიონისთვის და ცუდი მშობელი იქნებოდა არდაბადებული პატარისათვის.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now