I თავი

447 20 4
                                    

თრეილერი 👆👆👆
////////////////////////////////////////////////////////////////

სექტემბრის პირველი რიცხვია. შემოდგომა დადგა. ჯიმინისთვის საყვარელი დღეა. ამ დროს ხომ მისი საუკეთესო მეგობარი დაიბადა. დიდი სიამოვნებით მივიდოდა მასთან და პირადად მიულოცავდა, მაგრამ ის დაიკარგა, როდესაც ჯიმინი 16 წლის იყო. ერთად პარკში იყვნენ წასულები სასეირნოდ. ჯიმინი ბამბის ნაყინის საყიდლად წავიდა, ჯონქუქი კი სულ რამოდენიმე წუთით დატოვა მარტო, როდესაც უკან დაბრუნდა იქ აღარ იყო. თავიდან ჯიმინმა იფიქრა, რომ ატრაქციონებზე წავიდა, ჯონქუქს ხომ ასე ძალიან უყვარდა ატრაქციონებზე ჯდომა. მაგრამ მალევე ჯიმინმა მისი მოძებნა გადაწყვიტა. მთელი პარკი შემოიარა, ჯონქუქი კი ვერსად იპოვა. მაშინ ჯიმინი აგონიაში იყო, საკუთარ თავს ადანაშაულებდა. გული სტკიოდა, რომ მეგობარი დაკარგა. ჯონქუქი მასზე ერთი წლით უფროსი იყო. ერთმანეთი იმ პარკში გაიცნეს, სადაც ჯიმინმა დაკარგა ჯონქუქი. როდესაც რომელიმე უპატრონო გვამს აღმოაჩენდნენ ჯიმინი იმდენჯერ კვდებოდა. ეშინოდა, საშინლად ეშინოდა, რომ ის ჯონქუქი ყოფილიყო. ჯონქუქმა მას ცხოვრება ასწავლა, მიტოვებული ჯიმინი მან დააყენა ფეხზე. ჯიმინისთვის საყრდენი იყო, რომელიც ერთ დღეს გამოაცალეს, მაგრამ თავისი ძმისთვის, ჯიჰუნისთვის დადგა ისევ ფეხზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლები გარდაეცვალა. ჯიჰუნისთვის დედაც იყო, მამაც, ძმაც და მეგობარიც. ბედნიერი იყო, როდესაც ჯიჰუნის ღიმილს ხედავდა, გული სტკიოდა, როდესაც მის ცრემლებით სავსე თვალებს ხედავდა.

ჯიმინი დღემდე დამნაშავედ გრძნობს თავს, რომ მეგობარი ვერსად იპოვა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. პოლიციამ ჯონქუქი დაკარგულად გამოაცხადა და საქმე დახურეს. ჯიმინს კი ჯიუტად სჯეროდა, რომ ვისი მეგობარი ცოცხალია.

Bleeding LoveWhere stories live. Discover now