VII თავი

156 14 10
                                    

ადამიანის სიკვდილის შემდეგ, უმრავლესობა წუხს, დარდობს და ოჯახის დანაკარგს განიცდის. მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოპათი განიცდის სიამოვნების. ის სიამოვნებას იღებს მსხვერპლის ტანჯვის ყურებით. მათზე ბავშვობაში ძალადობდნენ, ძირითადად ოჯახის წევრები. დღეს კი ისინი უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ ხოცავენ. მათთვის სულერთია ოჯახის წევრი იქნება თუ მისთვის სრულიად უცნობი პიროვნება. ისინი გარეგნულად ნაზი და თბილები არიან, მაგრამ სინამდვილეში სასტიკები და ცივსისხლიანი მკვლელები.

დილაა, მზიანი ამინდი. ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, მერცხლები გასაფრენად ემზადებიან. გარეთ თბილა, ყვითლად შეფერადებულ ხეებს თბილი სიო არხევს. ცაზე თეთრი ღრუბლები დინჯად მიცურავენ, ირგვლივ სიმშვიდეა. ოჯახები ემზადებიან გარეთ გასასვლელად. ზოგი სამუშაოდ მიდის, ზოგიც სახლში რჩება, რომ ბავშვებს მიხედოს და მოსიყვარულე მეუღლეს დილით ლანჩი გაუმზადოს სამსახურში წასაღებად, საღამოს კი გემრიელი ვახშამი მოუმზადოს. განსხვავებული სიტუაციაა პაკების ოჯახში. მკვლელმა ოჯახს ქმარი და მამა მოუკლა. დარჩნენ მხოლოდ ჰევონი და სანი, ჯინიონგის გარეშე. ის ადამიანი აღარ ჰყავთ გვერდით რომელიც მათ დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ჰევონზე ძალადობდა, მაინც უყვარდა მას, მთელი გულით უყვარდა და ბოლომდე ქმრის ერთგული იყო.

-სანი მოდი, საუზმე მზად არის- უხმობს დედა შვილს. სანიც აღარ აყოვნებს და სამზარეულოში გადის, დედის გვერდით იკავებს ადგილს

-დედა...სადმე მივდივართ?

-განყოფილებაში. მამას დაკრძალვის შემდეგ ბებიასთან გადავალთ საცხოვრებლად- ეუბნება ჰევონი

-სამუდამოდ?- ეკითხება სანი

-სავარაუდოდ კი

-მამა მენატრება- თავს ქვემოთ ხრის ბიჭი

-მეც მენატრება, მოდი ჩემთან- გულში იკრავს შვილს ჰევონი- მას არ მოეწონებოდა მოწყენილი, რომ ენახე

Bleeding LoveWhere stories live. Discover now