XIV თავი

117 12 5
                                    

ციხეში ნესტის სუნი დგას, მიუხედავად დამლაგებლის ყოველდღიური შრომისა, ზოგ ადგილას მაინც შეხვდებით მტვერს. პაკის ნაბიჯები სიჩუმეში ექოსავით ისმის. აქ მოსვლა მარტო არ უნდა, მაგრამ სხვასთან ერთად მინჰო არაფერს ეტყვის. ჰოსოკი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ აქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავდა, ასეც იყო. ამ ციხეში ყველაზე სასტიკი ხალხი იყო, ბორკილების და ჩაკეტილი საკნების გარეშე კი ჩვეულებრივად შეეძლოთ პოლიციელსაც კი დასხმოდნენ თავს.

ჯიმინს სიმართლედ მიაჩნია ქაის აზრი. მასაც ჰგონია, რომ ერთ-ერთი მათგანი მინჰოსთვის მუშაობს. ქაი მართალია, ის ადამიანი რომელიც იმ ბავშვებისთვის, ვინც მოიტაცა მამასავით იყო. მისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ჯონქუქიც კი.

პაკი მნახველების ოთახში, არსებულ მაგიდასთან ჯდება. მინჰოს მოუთმენლად ელის, უნდა ის უკანასკნელი ინფორმაცია მიაწოდოს პაკს, რაც აქამდე არ უთქვამს. ჯიმინი აქ მყოფ დაცვას ყოველთვის ენდობოდა, ახლა კი თითქოს მას შიში იპყრობს. თითოეული მათგანში უკვე ეჭვი შეაქვს, მათში ერთ-ერთი აუცილებლად აწყობს გეგმებს მინჰოსთან დაკავშირებით.

ჩაფიქრებულს კარების გაღების ხმა აფხიზლებს. მინჰო შემოჰყავთ, ჯიმინს უღიმის, მის მოპირდაპირე არსებულ სკამზე იკავებს ადგილს

-ადრე საერთოდ არ გაინტერესებდით დეტექტივო, ახლა კი თითქმის ყოველდღე მაკითხავთ. ალბათ ისევ საქმეს უკავშირდება, არა? ჯერ ვერ დაიჭირეთ მკვლელი?

-მკვლელი რომ დამეჭირა შენთან აღარ მოვიდოდი- პასუხობს ჯიმინი- იცით ძალიან მაინტერესებს ბატონო მინჰო თქვენ ჩაუდეთ ტვინში ჯონქუქს, რომ მშობლები დაეხოცა? საკუთარი მშობლების დახოცვა აიძულე?

-მე არაფერი დამიძალებია, არავის არაფერს ვაძალებდი.

-მართლა?- კითხულობს პაკი- დარწმუნებული ვარ თაღლითი პედოფილი ხარ, რომელიც ბავშვებით იყო შეპყრობილი და მათ დასამორჩილებლად ყველაფერს გააკეთებს. მათზე ძალადობდი, ხომ ასეა?

Bleeding LoveWhere stories live. Discover now