IV თავი

189 17 0
                                    

იმედი, ეს ის სიტყვაა, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ. ყოველთვის ადამიანს აქვს იმედი, რომ ვინმე გვერდში დაუდგება, თუნდაც მშობელი, ან მეგობარი. მისი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, ან თუნდაც რამის მიღწევაში. როდესაც იმედები უცრუვდება გულგატეხილი რჩება, მარტოდმარტო. ერთ დროს როდესაც ეგონა, რომ დაეხმარებოდნენ, ახლა მარტო დარჩა. ბოლოს ყველა საკუთარი თავის იმედზე რჩება, რომ თავი გადაირჩინოს.

ჯიმინისთვის კიდევ იცით რატომ არის ჯონქუქი მნიშვნელოვანი? ისინი მთელი დროის მანძილზე ერთმანეთის იმედზე იყვნენ. იმედებს ამყარებდნენ ერთმანეთზე და გვერდში უდგებოდნენ. ჯონქუქის დაკარგვის შემდეგ ჯიმინს ყველაფერზე იმედი ჰქონდა გადაწურული, მაგრამ როგორც მიზნად დაისახა ჯონქუქის მოძებნა იმედი გაუჩნდა და ეს იმედი მასში ჯერაც არ ჩამკვდარა. ჯიმინი და ჯონქუქი ერთმანეთს პარკში ხვდებოდნენ, სადაც ერთმანეთის პრობლემებზე საუბრობდნენ. მართალია ისინი პირველად სკოლაში შეხვდნენ, მაგრამ მათ პარკში გაიცნეს, აქ ჰყვებოდნენ თავიანთ გასაჭირს.

თავიდან ჯიმინს ჯონქუქთან გახსნა უჭირდა. ის უცხო ადამიანებთან ურთიერთობას რთულად ამყარებდა. ჯონქუქი კი მანამდე არ მოეშვა, სანამ ბოლომდე არ გახდა გულწრფელი ჯიმინი, მის მიმართ. სკოლის შემდეგ ზუსტად, რომ პარკში წაიყვანა...

12 წლის წინ:

შავგვრემანი ბამბის ნაყინით ხელში ქერას გვერდით ჯდება. უღიმის და ნაყინს აძლევს.

-რატომ არ მელაპარაკები? არ მოგწონვარ?- ეკითხება ჯონი

-ასე არ არის...- ჩურჩულებს პაკი

-არ გინდა შენზე რამე მომიყვე?

ქერა ერთხანს დუმს, ჯონს უყურებს, მის თითოეულ ნაკვთს სწავლობს

-კარგი- ამბობს ჯონი და პაკთან ახლოს იწევა- ჯიმინ შენი ჰობი რა არის?

-ვცეკვავ- პასუხობს ქერა

-მართლა? მე არ მასწავლი?- ეკითხება შავგვრემანი და იღიმის, პაკსაც ეღიმება- დარწმუნებული ვარ მშვენიერი მასწავლებელი იქნები. აბა მასწავლი?

Bleeding LoveWhere stories live. Discover now