თავი მეორე

58 17 25
                                    

დილის რვა საათი იქნებოდა, როცა ტაქსიმ უახლოესი ქალაქის რომელიღაც ქუჩის კუთხეში ჩამომსვა. მძღოლს ფული გადავუხადე და დაახლოებით ოცი წუთი ფეხით ვიარე. შემდეგ სასადილოში შევედი და წვენი, ორი კვერცხი, ბეკონი და სამი ფინჯანი ყავა შევუკვეთე. არ იდარდოთ, გული არ დამარტყამდა.

საუზმის შემდეგ ტანსაცმლის მაღაზიას მივაშურე. ცხრის ნახევარზე იღებოდა და მცირე ხანს მოცდა მომიწია. ქვედა საცვალი, სამი შარვალი, ორი პერანგი და ფეხსაცმელები ვიყიდე. არც პირადი ნივთების ყიდვა დამვიწყებია.

ამის შემდეგ სადგურს მივადექი და სეულის ავტობუსში ჩავჯექი.
ავტობუსის ფანჯრიდან შემოდგომის ცივი ცის ქვეშ გაშლილ, აჭრელებულ ბუნებას გავცქეროდი და ვცდილობდი თავი მომეყარა ყველაფრისთვის, რაც ჩემს შესახებ ვიცოდი.

ჰოსპიტალში ჩემმა დამ, პაკ ელიმ, პაკ ჯიმინის სახელით მომათვსა. ეს დაახლოებით ორი კვირის წინ, ავტოკატასტროფის შემდეგ მოხდა. ავარიის დროს ორივე ფეხი მოვიტეხე, მაგრამ ახლა ტრავმა აღარ მაწუხებდა. ჩემს დას, ელის, საერთოდ ვერ ვიხსენებდი. ჰოსპიტალის პერსონალი ვიღაცის დავალებით მაბრუებდა და უმწეო მდგომარეობაში მამყოფებდა. ისინი ამას, როგორც ჩანს, კანონის დარღვევით აკეთებდნენ, რადგან აშკარად დაფრთხდნენ, როცა ხელიდან დავუსხლტდი და სასამართლოთი დავემუქრე. მაშ ასე, ეტყობოდა, ვიღაცას ჩემი ეშინოდა.

კვლავ გამალებით დავიწყე ავარიის დეტალების გახსენება და იმდენი ვიფიქრე, რომ თავი ამტკივდა. ეს რომ უბედური შემთხვევა არ იყო, ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, თუმცა ვერ ამეხსნა — რატომ. არა უშავს, ყველაფერს გავარკვევ და ვანანებ, ვისაც საჭიროა. მწარედ ვანანებ. მრისხანებამ შემიპყრო, ვიღაცას ჩემთვის რაღაცის დაშავება უნდოდა. ვფიქრობ იცის რაშიც გაყო თავი და ვისთანაც დაიჭირა საქმე. ამ ადამიანის მოკვლის სურვილმა შემიპყრო. უეცრად მივხვდი რომ ასეთი სურვილი უწინაც გამჩენია და დამიკმაყოფილებია კიდეც. თანაც არაერთხელ.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now