თავი მესამე

74 17 19
                                    

ელიმ მითხრა, რომ სანამ მისი სტუმარი ვიქნებოდი ჯონგუკი თავს დამანებებდა. ბევრი რამ იყო დასაფიქრებელი. ერთი ის, რომ ბრმად ნდობა არ შეიძლებოდა და გამუდმებით ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი. ამიტომაც სანამ მეხსიერებას სრულად აღვიდგენდი, იქნებ ჯობდა კიდეც რომ დროებით აქაურობას მოვშორებოდი.
მაგრამ გულის სიღრმეში  რაღაც მაჩქარებდა. შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ სასწრაფოდ უნდა გავრკვეულიყავი საქმის ვითარებაში და შესაბამისად მემოქმედა. ვგრძნობდი, რომ დრო ძვირი, ძალიან ძვირი ღირდა. და მართალია, რომ ყველაფრის გახსენების სანაცვლოდ, ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. სხვა გზა არ იყო, აქ უნდა დავრჩენილიყავი.

- მახსოვს, - თქვა ელიმ და მე ახლა მივხვდი, რომ თურმე რაღაცას მეუბნებოდა, მე კი არ ვუსმენდი. შეიძლება იმიტომ რომ ჩემთვის უინტერესო რამეზე მელაპარაკებოდა, ან გონება გამეფანტა, რადგან მოგონებებში ჩავიკარგე.

- კარგად მახსოვს ის დღე, როცა იუნგი მის საყვარელ ასპარეზობაზე დაამარცხე, მან კი ღვინით სავსე ჭიქა გესროლა და გაგინა. მაგრამ ჯილდო მაინც შენ გერგო. მაშინ იუნგის ძალიან შეეშინდა, რომ თავს ზედმეტის უფლება მისცა. შენ კი გაგეცინა და მასთან ერთად ღვინოც კი დალიე. დარწმუნებული ვარ, დღემდე ნანობს, რომ გრძნობები ვერ მოთოკა. ის ხომ ყოველთვის თავშეკავებულია და მუდამ ცივი მზერით დადის. იმ დღეს კი ძალიან შეშურდა შენი. გახსოვს? მგონი მაგ დღის შემდეგ იუნგი ყველაფერში შენ გბაძავს. მაგრამ მე კვლავაც მძულს ის და ვიმედოვნებ ერთ დღეს კისერს მოიტეხს. ეს ალბათ მალე მოხდება..

იუნგი, იუნგი, იუნგი... თან მახსოვდა, თან არა. ბუნდოვნად გამახსენდა ჯილდოსთვის ბრძოლა და ის, რომ ჩემს მეტოქეს ნერვებმა უმტყუნა. მაგრამ საქმის დეტალებზე მართლა არ მქონდა წარმოდგენა. ხომ გეუბნებით, მაგიჟებს ეს ამნეზია!

- გახსოვს თეჰიონს რა უქენი? მას კვლავაც სძულხარ, ხომ იცი.. - როგორც მივხვდი, ცოტა ვინმეს ვუყვარდი. თეჰიონიც მეცნობოდა, თან ძალიან. ჯონგუკი, იუნგი, თეჰიონი, ჯიმინი. სახელები ტვინში ერთმანეთს ენაცვლებოდა და თავი მისკდებოდა.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now