თავი მეოთხე

57 15 12
                                    

ჩემს თავს მშვენივრად ვცნობდი. დილით, კბილების ხეხვისას კარგად გავიხსენე საკუთარი სახე. ახლა კი სურათის შემხედვარეს მეგონა ისევ სარკეში ვიყურებოდი. ნახატზეც ისეთივე თვალები და ყავისფერი თმა მქონდა. შავი და ვერცხლისფერი სამოსი მეცვა. მხრებზე მოსხმულ ლაბადას თითქოს ქარი მიფრიალებდა. ჩემი ჩექმები ჯონგუკის ჩექმებივით შავი იყო. წელზე კი, მის ხმალზე უფრო მძიმე, თუმცა ნაკლებად გრძელი მახვილი მერტყა. ხელთათმანებიც ვერცხლისფერი მქონდა. ყელს, ვარდის ფორმის ვერცხლის შესაკრავი მიმშვენებდა.
ეს მე ვიყავი — ჯიმინი.

ისევ ჯონგუკს დავაკვირდი და მისი კარგად გახსენება ვცადე. ვიცოდი, რომ ის ჩემზე დიდი ტანის იყო, თუმცა ნაკლებად სწრაფი. მის ღონიერებაზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ არც მე ვიყავი სუსტი.

ყველა კარტს ხელახლა გადავავლე თვალი და გავაანალიზე, რომ ყველას ვიცნობდი. თანაც კარგად. მახსოვდა თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი წარმატებები და მარცხები.
იმიტომ, რომ ისინი ჩემი ძმები იყვნენ.

მაგიდიდან სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე. შემდეგ საზურგეს მივეყრდენი და შევეცადე, გამეაზრებინა ის, რაც გამახსენდა.

ესენი ჩემი ძმები არიან. ამ უცნაურ კოსტუმებში გამოწყობილი ეს ექვსი უცნაური მამაკაცი. ვიცოდი, რომ მათ სრული უფლება ჰქონდათ, ჩაეცვათ ისე, როგორც მოესურვებოდათ, ისევე, როგორც ვერც მე დამიშლიდა ვერავინ შავი და ვერცხლისფერი სამოსი მეტარებინა და არც ეს იყო გასაკვირი. უეცრად გამეცინა, რადგან გამახსენდა, რა ტანსაცმელი ვიყიდე ჰოსპიტალიდამ წამოსულმა პატარა ქალაქის მაღაზიაში.

ჩემ მიერ ნაყიდი შარვალი და ქურთუკი შავი, ხოლო პერანგები მორუხო-მოვერცხლისფრო იყო.

ისევ კარტს მივუბრუნდი და ხელში ელის სურათი შემრჩა. მას ზღვისფერი კაბა ეცვა. სწორედ ისეთი, წინა საღამოს რომ გამახსენდა. მომდევნო შავთმიანი, ცისფერთვალება გოგო იყო. თმა ხშირი და გრძელი ჰქონდა. შავ კაბაზე ვერცხლის ქამარი ერტყა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალზე ცრემლი მომადგა. ამ გოგოს დიედრა ერქვა. შემდეგ ფეის კარტი ამოვიდა. მას თეჰიონივით ქერა თმა, ჩემი თვალები და იუნგივით ღია ფერის კანი ჰქონდა. სურათის დანახვისთანავე სიძულვილი ვიგრძენი მის მიმართ. ფეის ლუი მოჰყვა. მისი თმის ფერი საოცრად ეხამებოდა ნეფრიტისფერ თვალებს. ის რუხ და მწვანე მკრთალ სამოსში იყო გამოწყობილი და ძალიან სევდიანად გამოიყურებოდა. ის არც ერთ ჩვენგანს არ ჰგავდა, მაგრამ ისიც ჩემი და იყო.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now