თავი მეექვსე

58 10 15
                                    

მეორე დილით სასტუმრო ოთახში გვამები აღარ დამხვედრია, ხალიჩას სისხლის კვალიც არ ემჩნეოდა, ფანჯარაში კი ახალი მინები იყო ჩასმული. ნამჯუნმა მითხრა, რომ საჭირო ზომები მიიღო, მე კი მზად არ ვიყავი. რომ უფრო დაწვრილებით გამომეკითხა მისთვის ყველაფერი, ელისგან „მერსედესი” ვითხოვეთ და სასეირნოდ წავედით.

ქალაქის გარეუბნები უცნაურად შეცვლილი მომეჩვენა, ვერ გამეგო, რა აკლდა გარემოს, ან რა ჰქონდა მას ახალი და უჩვეულო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ამაზე ფიქრმა კვლავ თავი ამატკია, ამიტომაც გადავწყვიტე, ცოტა ხანს ტვინი არ მეჭყლიტა. მანქანას მე ვმართავდი, ნამჯუნი გვერდზე მეჯდა. კარგი იქნებოდა, ჩოსონში დავბრუნებულიყავით-მეთქი, ვუთხარი უეცრად და მის რეაქციას დავაკვირდი.

- ყოველთვის მაინტერესებდა, უბრალოდ შურისძიება გინდა, თუ სხვა ინტერესებიც გამოძრავებს? — კითხვითვე მომიგო მან.

ან უნდა მეპასუხა, ან გავჩუმებულიყავი. დუმილი საჭიროდ არ ჩავთვალე, ამიტომაც წინასწარ მომზადებული ფრაზა წარმოვთქვი:

- ამაზე ბევრი ვიფიქრე, იცი, რა გითხრა, არ ვიცი. - ის ჩემკენ შემოტრიალდა და შემომხედა (მანამდე
გვერდით ფანჯარაში იყურებოდა).

- დარწმუნებული ვარ, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც გასჩენია ამის ამბიცია. ყოველ შემთხვევაში, უოცნებია მაინც ამაზე. მეც ხშირად მიფიქრია, რომ ჩიტი ბდღვნად ღირს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვთქვი უარი ძალაუფლებაზე. ვიცი, გაინტერესებს, დაგეხმარები თუ არა. დამიჯერე, აუცილებლად დაგეხმარები. თუნდაც იმიტომ, რომ სხვებს გავუფუჭო საქმე.

ნამჯუნი დადუმდა. მერე კი მკითხა: - ელიზე რას ფიქრობ? რამეში გამოგვადგება?

- ძალიან მეეჭვება, – მივუგე მე, — როცა ძალთა თანაფარდობას გაარკვევს, შეიძლება შემოგვიერთდეს კიდეც, მანამდე კი ვერაფერს ვიტყვი.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now