თავი მეშვიდე

57 8 9
                                    

უკანა ბორბლები ნახევრამდე მიწაში ჩაფლულიყო და სანამ გამოსავალზე ვფიქრობდი, ნამჯუნმა დამიძახა:-ყველაფერი რიგზეა. წინიდან კარგი ხელმოსაკიდი აქვს, შენ უკანა ბამპერს ჩაეჭიდე და გზაზე გავათრიოთ. ოღონდ მარჯვნივ კი არა, მარცხნივ დავდგათ. - აშკარად არ ხუმრობდა.

მართალია, წეღან მცირე გრავიტაციაზე მეუბნებოდა რაღაცას, მაგრამ ამ სხვაობას თითქმის ვერ ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ ღონიერი ვიყავი, მაგრამ „მერსედესის" აწევას რანაირად შევძლებდი?

მეორე მხრივ, სხვა გზა არ მქონდა, უნდა მეცადა. რადგან ნამჯუნი სწორედ ამას ელოდა ჩემგან და არ მინდოდა ჩემს მეხსიერებაში გაჩენილი ხარვეზების შესახებ რაიმე შეეტყო. დავიხარე, ბამპერს ჩავებღაუჭე და ფეხების გაშლა ვცადე.

უკანა ბორბლები ტალახიდან ამოხტა და რამდენიმე წამში მანქანა მიწიდან თითქმის ერთ მეტრ სიმაღლეზე მეჭირა! მძიმე იყო, ძალიან მძიმე! მაგრამ მაინც მეჭირა! ფეხები ღრმად გვეფლობოდა ტალახში, მაგრამ ტვირთს მაინც მივათრევდით.
„მერსედესი" გზაზე გადავდგით და ისიც ოდნავ შექანდა ამორტიზატორებზე. შემდეგ ფეხსაცმელი გავიხადე და ბალახით გავწმინდე. წინდები მაგრად გავწურე და ფეხსაცმელთან ერთად მანქანის უკანა სავარძელზე მივყარე. შარვლის ტოტები ავიკაპიწე და საჭეს ფეხშიშველა მივუჯექი.

ნამჯუნი გვერდით მომიჯდა, კარი დახურა და მითხრა: - მისმინე, კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოგიხადო...

– კარგი, გეყოფა! უკვე აღარც მახსოვდა.

– კი, მაგრამ არ მინდა, გულში წყენა ჩაიდო.

— არანაირი წყენა არა მაქვს, – ვუთხარი მე. – უბრალოდ მომავალში თავი შეიკავე ჩემი თანდასწრებით ხალხის ხოცვისგან.

- შევთანხმდით.

– მაშ, წავედით.

დავქოქე და გზა განვაგრძეთ.

კლდოვანი კანიონი გავიარეთ და აღმოვჩნდით ქალაქში, რომლის მაღალი შენობებიც თითქოსდა მთლიანად შუშისგან, ან შუშის მსგავსი მყიფე მასალისგან იყო აგებული. ადამიანებიც ცოტათი გამჭვირვალეები იყვნენ. ვარდისფერი მზის შუქი ისე აღწევდა მათში, რომ მათ შიგნეულობასა და ვახშმის ნარჩენებს დაინახავდი. ყველა გაშტერებული მოგვჩერებოდა და ქუჩაზე გადასვლას ვერავინ ბედავდა.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now