სურპრიზი❤️

267 19 3
                                    

*ნინი*

სახლში მივდიოდით როდესაც დაჩიმ სხვაგან  გადაუხვია

ნინი: სახლში არ მივდივართ?

დაჩი: არა, ერთ მშვენიერ ადგილას

ნინი: რა მოიფიქრე?

დაჩი: არაფერი ორი სურპრიზი მაქვს

ნინი: ორი?

დაჩი: კიი აი ცოტაც და მოვედით

15-20 წუთში სასწაულ ბუნებაში აღმოვჩნდით სადაც სამკუთხედი კოტეჯები იდგა იქ რომ მივედით ანი, იოანე და ვიღაც ბიჭი დაგვხდნენ

ნინი: ანი რა ხდება?

ანი: არაფერი სურპრიზია

ნინი: გამარჯობა

დაჩი: ხო გაიცანი ჩემი ბავშობის ძმაკაცი ლუკა

ლუკა: სასიამოვნოა რძალო

დაჩი: არ იყო საჭირო პირდაპირ მიხლა

ნინი: კარგი რა სურპრიზია?

დაჩი: თვალები დახუჭე

ნინი: პატარა ბავშვები ხომ არ ვართ

იოანე: ნუ ჩააშხამებ შენი ჭირიმე რამდენი იწვალა

ნინი: კარგი ხო!

თვალები დავხუჭე სამამდა დაითვალეს თვალებს ვახელ და ვერ ვიჯერებ ცრემლები თავისით მოდიან არ მჯერა რომ რეალობაა

ნინი: ლიზიი! არ მჯერაა!

ჩემი ძველი მეგობარი რომელიც 7 წელია რაც არ მინახია და ამდენიხნის შემდეგ ვიგრძენი მისი სურნელი

ლიზი: როგორ მომენატრეე

ნინი: ახლა აღარსად არ გაგიშვებ!

ვერ ვჩერდები ცრემლები არ წყდება დაჩი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა მე კიდევ უფრო ავტირდი

დაჩი: კარგი დამშვიდი თორე ვეტყვი ლიზის და ისევ იქ დაბრუნდება

ნინი: ნუ დამცინიხარ შენ!

დაჩი: კარგი შიგნით შევიდეთ ცოტახანში მეორე სურპრიზის დროა

ნინი: უუუ რა კაი დღე მაქვს

ერთ კოტეჯში შევედით მუსიკები ჩავრთედ ალკოჰოლი და სნექები გავამზადეთ და გართობას შევუდექით უკვე ცოტა არ იყოს უკვე ყველანი დავთვერით მე ლიზის და ანის არ ვშორდებოდი  დაჩი ისე დათვრა რო სკამზე ავიდა

ნინი: რას აკეთებ?! არ ჩამოვარდე ნორმალური ხარ?

ლუკა: ვაიი დავრჩით სიძის გარეშე

დაჩი: მაცადეთ რაღაც უნდა ვთქვა

ლუკა: ოე ტომ კრუზ რო აყირავდები მერე თქვი ეგ რაღაც

დაჩი: ბიჭოო

ნინი: მიდი გისმენთ

დაჩი: მოკლედ მე ვარ ბედნიერი რომ ასე გიყურებთ ერთად რო ვართ მართალია ბევრი მეგობარი გვერდით არ გვყავს მარა მალე იქნებიან ეხლა მე ერთი რამის იმედი მაქ ჩემო ლუკა და ჩემო ლიზი

ლუკა: შენ შიგ ხო არ გაქვს რეებს ბოდავ?

ლიზი: დაჩი მგონი ბევრი მოგივიდა

დაჩი: მაცალა! ხო და რას ვამბობდი ჩემო ლუკა და ჩემო ლიზი  მიიხედეთ ირგვლივ მე და ნინი ერთმანეთს ვერ ვიტანდით და ერთად ვართ, იოანე და ანა დიდიხნის მეგობრები იყვნენ და ერთად არიან ხო დაა ეს წყვილები ახლა ველით ახალი წყვილის შექმნას ლუკასი და ლიზისი ნახეთ თან ორივეს სახელი *ლ*-ზე იწყება და ორივესი *სი*-თი მთავრდება

ლუკა: გამასწარი შე ვირო

დაჩი: შე ვირის ჩოჩორო ვის რას ეუბნები?

ერთმანეთს დასდევდნენ კატა და თაგვივით

ნინი: გეყოფათ!

დაჩი: კარგი.... გვეყო!

ლუკა: აი ეგრე

დაჩი: კარგი ნინი დღის მთავარი გეგმა მაქვს შესასრულებელი შეგიძლია რომ მოხვიდე ჩემთან?

მე ვდგები და დაჩის წინ ვდგები

დაჩი: ხომ იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! ხომ იცი რომ თავსაც გავწირავ შენს გამო

ნინი: ვიცი...

დაჩი: ხო და...

დაჩიმ უეცრად ჯიბისკენ წაიღო  ხელი წითელი ბეჭდის ყუთი ამოიღო გახსნა და დაიჩოქა ორ რამეზე ავტირდი პირველი არ მჯეროდა რომ მე და დაჩი ცოლ-ქმარნი ვიქნებოდით მეორე კი ის იყო რომ ჩემი გემოვნება ისე ახსოვდა რომ ბეჭედზეც ეტყობოდა

დაჩი: ნინ დიდიხანია ამის გაკეთება მინდოდა და მინდოდა მეთქვა შენთვის რომ... ცოლად გამომყვები?

არ ვიცი რა დამემართა სიხარულისგან ჩემსთავს ვერ ვცნობდი და თან ეს ცრემლებიც

სიტყვის თქმა არ შემეძლო ამიტომ თავი დავუქნიე და ხელი გავუწოდე ფეხზე წამოდგა ბეჭედი გამიკეთა და დამაბზრლიალა

სიცოცხლეზე მეტად (დასრულებული)Where stories live. Discover now