ნაწილი 1

21 1 1
                                    

ელი

ახლა ჩემს თავს სრული საოცრება ხდება. ამდენი ემოციებისგან სულ ამებნა თავგზა. მე ახლა ავტომობილში ალ ქარიმთან ერთად ვზივარ და ჩემს წინ არსებულ საცობს ისეთი სახით გავცქერი, თითქოს საოცარი მირაჟი გადამშლოდეს წინ. ისეთი დაბნეული ვარ, მართლა არ ვიცი რა ხდება, რატომ ხდება და ხდება თუ არა რეალობაში. ჩემი ძაფის გორგალივით აბურდული ფიქრებიდან ჩემი ძმის ხმა მაფხიზლებს.

ის: სად მივდივართ ელე?

მე: არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მოდი ჩვენ მისი სასტუმროს წინ ჩამოგვსვი. მერე მოვიფიქრებ რა ვქნა.

ის: ანუ ჩვენთან არ რჩება? გადაწყვიტე შენ დარჩე?

მე: არა, არც ის რჩება ჩვენთან და არც მე მასთან. უბრალოდ ჯავშნის აღდგენა მოუწევს.

ის: ელე ჩვენ ხომ გვაქვს თავისუფალი ოთახი, თუ ერთად დარჩენას არ აპირებთ, იქ დაბინავდეს, ცოტა ხნით მაინც. ამდენი ხარჯი რა საჭიროა.

მე: არვიცი.

დაბნეულობისგან ამოვიოხრე და თავი სავარძელზე დავასვენე. არადა თითქოს მხოლოდ ბედნიერება უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დადებითი ემოციები, მაგრამ ახლა ჩემს თავში იმდენი კითხვა ტრიალებს. გეგონება ვიღაცას ფეხბურთის თამაში გადაუწყვეტია, ჩემი ფიქრებისგან დიდი ბურთი გაუკეთებია და ახლა ხან ერთ ხვეულზე შემეჯახება და ხან მეორეზე. კითხვები, უამრავი კითხვები ჩაბუდდნენ ჩემს თავში და იმდენად მავიწროვებენ მიჭირს ჩემი ბედნიერების შესისიხლხორცება. სარკიდან მწველი მზერა დავლანდე და კითხვაც  გაისმა.

ჩემი ძმა: დაიღალე ელე?

მე: ძალიან. დღეს ემოციებით დახუნძლული დღე მაქვს.

თითქოს ალ ქარიმს გაეგო რაც ვთქვი და მაჯაზე ჩამკიდა ხელი. უცებ, ყველა ფიქრი გაქრა და მხოლოდ მისი სიახლოვე დარჩა. ტუჩები ღიმილმა გამიპო და ჩემი თითები მისაში ავხლართე.  თვითონაც ღიმილით გამისწორა მზერა და ხელის ზურგზე მაკოცა, ძალიან ფრთხილად. მალევე მივაღწიეთ ჩვენს დანიშნულებას და ჩემი ძმა ღიმილით ჩამოგვცილდა. მისი ამჟამინდელი სამყოფლის წინ ვიდექით.

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (წიგნი 2)Where stories live. Discover now