Untitled Part 6

15 0 0
                                    

ელი

ასე ტკბილად მართლა დიდი ხანია არ მძინებია. გასულ კვირას ხომ რამოდენიმე საათი ძილიც სანატრელი იყო ჩემთვის. ახლა კი მზის სხივები რომ არა, ალბათ შუადღემდე მეძინებოდა. ზლაზვნით წამოვჯექი თბილი ლოგინიდან და მიმოვიხედე. ალ ქარიმს კარადა გამოეღო და ბარგს უყურებდა.

მე: ამოლაგება გეზარება?

ქარიმი: უი გაიღვიძე? მე ხო არ გაგაღვიძე?

მე: არა.. ამ დრომდე ბოლოს დიდი ხნის წინ მეძინა.

ქარიმი: გამიხარდა... ხო მეზარება ცოტა.

მე: მეც დაგეხმარები... ოღონდ ჯერ ყავა დავლით რა?

ქარიმი: ხო, ახლა დავრეკავ და მოგვიტანენ. ერთად ვისაუზმოთ..

მე: კაი.. მე საპირფარეშოში შევალ მაშინ.

მალევე მოვწესრიგდი და ისევ ოთახში დავბრუნდი.

ქარიმი: ყავა მოიტანეს... მოდი აივანზე გავიდეთ, ისეთი კარგი ამინდია.

მე: ხო... მალე აქ ისე დაცხება, ნამდვილად უნდა დავეშუროთ კარგ ამინდებს.

აივანზე მდგარ მრგვალ მაგიდას მივუსხედით. ლამაზი იყო თბილისი, დილის შემდეგ ბევრი მანქანაც აღარ დაქროდა და სიმშვიდე იყო. ჩვენც ვტკბებოდით ამ სიჩუმით. ფიქრებში წავედი, რომელმაც რატმღაც შალვამდე მიმიყვანა. ნეტავ სულ ჩამოვიდა? იქნებ მალე ბრუნდება? ყოველ შემთხვევაში მისი თბილისში ყოფნა სიმშვიდეს მაკარგვინებს. ის არ მომასვენებს, ყველანაირად მომწამვლავს და რისიც ძალიან მეშინია, ჩვენ ორს შორის ჩადგება. მე სულაც არ მინდა ალ ქარიმის ამ ლაბირინთში შემოყვანა. ღრმა ფქრებიდან ჯერ ესემესის მერე კი ქარიმის ხმამ გამომიყვანა.

ქაერიმი: ელი რაზე ფიქრობ? მესიჯი მოგივიდა და შენ მგონი ვერც გაიგე.

მე: უი ხო...

უცხო მაგრამ ნაცნობმა ნომერმა მთლიანად ამაფორიაქა და ოხვრის ფონზე გავხსენი მესიჯი. სადაც სულ ორი წინადადება ეწერა. ''აქ შემხვდი'' და მისამართი. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა ვნახო შალვა და ერთხელ და სამუდამო ვაიძულო ჩემი ცხოვრებიდან წასვლა. ის არ მიმსახურებს. დროა წერტილი დავსვა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 16 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (წიგნი 2)Where stories live. Discover now