ნაწილი 3

17 2 0
                                    

სუფრას შემოვუსხედით. ნინის თქმით ეს დღე უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მომავალ წლამდე არ დაგვვიწყებოდა. მივხვდი, რომ ჩვენ დღეს ვიყავით პლანეტები, რომლებიც ნინის ორბიტაზე იმოძრავებდა. თავიდან როგორც წესია იუბილარი ვადღეგრძელეთ. შემდეგ უკვე ნიკამ თავისი ამბების მოყოლა დაიწყო. იმდენი ხანია არ მინახია. ნიკაც ჩემი კურსელია. ჩვენ პირველი დღიდან საოცრად დავმეგობრდით. სულ ერთად ვისხედით ხოლმე ლექციებზე, კაფეტერიაში, ბიბლიოთეკაში, ყველგან. შემდეგ ნიკა მაგისტრატურის გასაგრძელებლად გერმანიაში წავიდა. მას შემდეგ არ მინახია. ყველას ძალიან მონატრებული გვყავდა და ძალიან გაგავახარა. თავისი ამბები რომ დაასრულა, ჩვენის მოკითხვაზე გადავიდა. ყველამ მოვუყევით რაღაც-რაღაცეები. ცოტა რომ შევთვერით ნამდვილი გართობა მაშინ დაიწყო. ნინიმ სიმღერები მთელ ხმაზე ჩართო და თვითონაც ამღერდა. ჩვენც აგვიყოლია. გოგოებს ხელი მოგვკიდა და საცეკვაოდ აგვაყენა. იმდენი ვიცინეთ და ისე გავერთეთ, ხტუნაობისგან და სიცილისგან ერთნაირად მტკივა კუნთები. მხიარულების პარალელურად ლოთობაც არ მივივიწყეთ და ბევრი ჩვენგანი დათვრა. იუბილარიც აპირებდა მათ შორის ყოფნას, მაგრამ გადაიფიქრა. მე ისედაც მსმელების კლანში ვერ დავიკვეხნი თავს. ამ ყოველივეს პარალელურად ალ ქარიმსაც ვაქცევდი ყურადღებას. ვსაუბრობდით, მართალია ის არ სვამდა, მაგრამ მგონი კარგად გაერთო. ბიჭებიც ცოტას სვამდნენ, ბოლო ბოლო ვინმეს ხომ უნდა მივეყვანეთ სახლში. მართლა კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, დავლიეთ და გავერთეთ. ვითამაშეთ კიდევაც. მოსაღამოვებული იყო და ალბათ მალევე დავიშლებოდით, როცა ალ ქარიმს ტელეფონმა დაურეკა და საუბრის დამთავრების შემდეგ სახეზე ისეთი ფერი ედო მეგონა, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ჩემს გვერდით უხმოდ ჩამოჯდა და გაჩუმდა. ყველა მას ვუყურებდით. მართლა მაშინებს.

მე: ალ ქარიმ რა სახე გაქვს, მშვიდობაა?

ის: საელჩოდან დამირეკეს. მითხრეს, რომ ეგვიპტეში უნდა დავბრუნდე და შემდეგ ფარაფრაში.

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (წიგნი 2)Onde histórias criam vida. Descubra agora