ნაწილი 2

11 0 0
                                    

ელი

ნინის წასვლის შემდეგ მთელი დღე ერთად გავატარეთ. ბევრი ვისეირნეთ და გამრიელადაც დავნაყრდით. ბოლოს კი თითქმის მოსაღამოვებულს კინოში წავედით. ის ასეთ ადგილას პირველადაა. ჩაბნელებულ ოთახში რომ შევედით, შევნიშნე როგორი აღტაცებით აკვირდებოდა ინტერიერს და მარინისტულ ტალღებს კედლებზე. ფილმი მალევე დაიწყო. ალბათ იმის დაკონკრეტება არ დამჭირდება, რომ ეს ფილმი ინგლისურ ენაზე იყო. კომედიური ჟანრის შემოქმედებაზე ორივემ ბევრი ვიცინეთ. ქარიმს მგონი ყველაზე მეტად პოპკორნი მოეწონა. ისეთი აღტაცებული იყო. ზუსტად ვიცი რამდენი კითხვა უტრიალებს თავში და ისიც, რომ ამ კითხვების დაკმაყოფილება უნდა მოვახერხო. დაახლოვებით საათ ნახევრიანი სეანსის შემდეგ უკვე შებინდებული იყო შენობა რომ დავტოვეთ და მახლობელ სკვერში ჩამოვსხედით. კითხვითი ინტონაცია, რომ ჩამესმა სიცილი ძლივს შევიკავე.

ის: ელი ეს რაღაც როგორ კეთდება? პოპკორნი ძალიან გემრიელია.

მე: მართლა პირველად გასინჯე? სპეციალური სიმინდის სახეობიდან ამზადებენ, ტკბილიც არსებობს და მლაშეც. კიდევ ბევრი ვერსია გამოვიდა ბოლო წლებში.

ის: ძალიან გემრიელია. მართლა.

მე: ფარაფრაში მაღაზიები არ გაქვთ? ანდაც კაიროში, კინოში არ ყოფილხარ?

ის: ოაზისში მხოლოდ ძალიან პატარა მაღაზიებია და ადგილობრივი პროდუქტები იყიდება. კაიროში ბევრჯერ არ ვარ ნამყოფი. ბავშვობაში ვიყავი ერთხელ და ძალიან მომეწონა. ბოლო წლებში სანამ იმ საბედისწერო მოგზაურობას წამოვიწყებდი რამოდენიმეჯერ ვესტუმრე, მაგრამ კარგად არასდროს დამითვალიერებია.

მე: მოიცა ანუ დიდ სავაჭრო ქსელში არ ხარ ნამყოფი?

ის: არა.

მე: მეც კარგი სულელი ვარ, პირდაპირ ჩვენს კულტურას რომ მივახტი, ჯერ მსოფლიოთი დამეწყო.

ის: ანუ?

მე: ანუ ალ ქარიმ მე და შენ ეხლა მოლების და სუპერმარკეტების დასალაშქრად მივდივართ. ხომ გინდა?

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (წიგნი 2)Where stories live. Discover now