ნაწილი 4

13 2 0
                                    


ცოტა ხანს აეროპორტში გავჩერდი, რომ დავწყნარდი შემდეგ სახლში წავედი. ლოგინიდან არც ავმდგარვარ მისვლის შემდეგ. მთელი ღამე ვერ დავიძინე. მეორე დილით ჩამეძინა როგორც იქნა და შუადღემდე მეძინა. კარგია, რომ შაბათ კვირას დაემთხვა ეს დრო. ორშაბათამდე როგორმე აზრზე მოვალ. მთელი დღე ხან ტელევიზორის წინ ვიჯექი, ხან ვკითხულობდი, არაფრის ხასიათი არ მქონდა. ყველაფერი მალე მბეზრდებოდა. იმ დღეს არსად არ გავსულვარ, არადა სანამ ამ ამბავს გავიგებდი როგორ ველოდებოდი შაბათის მოსვლას. მასთან ერთად დროის გატარებას, ახლა კი ვზივარ სახლში უქმად და უმიზნოდ. ათასჯერ გავუმეორე საკუთარ თავს, რომ არ შეიძლებოდა ასე მალე მასთან ამ დონის დაახლოება და მიჯაჭვა, მაგრამ მაინც ვერ გავართვი თავი. ისე დამაკლდა თითქოს სამუდამოდ წასულიყოს. ასე არ შეიძლება, ბოლო ბოლო ერთი თვეა ერთი საუკუნე ხომ არა. ამოვიოხრე და ჩემს თავს შევპირდი, რომ ხვალიდან ასე აღარ მოვიქცევი. ცხადია მომენატრება, მაგრამ ამ გრძნობას ვერ მივცემ უფლებას ცუდად გამხადოს. დავპირდი რომ კარგად ვიქნები. ჰოდა ასეც უნდა იყოს. იქნება კიდეც. მეორე დღით კარგად გამოვიძინე და გარეთ გავედი სასეირნოდ. ჩავუარე იმ სასტუმროს და წარმოვიდგინე, რომ ალ ქარიმი იქ იდგა და მაცილებდა. არადა ვთქვი კარგად ვიქნები თქო. ნინის შევხვდი, ცოტა გამართო და გამხიარულდა. ბევრი ვიბოდიალეთ. საბოლოოდ რომ დანებდა ჩემთვის ხასიათის გამოსწორებაში დამხმარე ძალა გამოიძახა და მაშველი გოგოებიც კაფეში გაჩნდნენ. მაღი მიზანი კი ჩემი გართობა იყო. აზრიც არ მკითხეს ისე წამათრიეს ჯერ მაღაზიებში, ანკას ახალი ფეხსაცმელი ჰქონდა საყიდი, შემდეგ ისევ კაფეში, შემდეგ სალონში და გავიდა მთელი დღე. ვაღიარებ მათმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო კარგადაც გამართეს , გამალამაზეს და შემდეგ ყველანი ჩემთან წავედით კარგი ფილმის სანახავად. ჩემი ძმა თავის ოთახში გავამწესეთ და მთელს მისაღებსა და სამზარეულოს ოკუპაცია გავუკეთეთ. ნინიმ ბატიბუტი, ჩიფსები მოიმარაგა და დივანზე და იატაკზე გადავნაწილდით. ბევრი ბუზღუნის შემდეგ ფილმიც ავარჩიეთ და საინტერესო სეანსი მოვიწყვეთ. ათი საათი იქნებოდა და ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ბნელი, რომ ავიშალეთ და უნდა გამეცილებინა, მაგრამ ნინიმ უცნაურად გამომხედა გოგონებს რაღაც ანიშნა და ყველამ ერთად დაიწყეს საუბარი. ნახევარ საათიანი წუწუნის, ბუზღუნისა და გაპრანჭვის შემდეგ ერთ-ერთ ბარში ამოვყავით თავი. სადაც განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. გოგონები დალევას მაძალებდნენ- გიშველისო. მეც მათ ავყევი და მართლა კარგი დრო გავატარეთ. ვიცეკვეთ კიდეც- ხო ნუ ჩემი აცეკვება ეგეთი მარტივი საქმე სულაც არაა. კარგა ხანს ვერთობოდით, შემდეგ კი დავიშალეთ. მთელი ეს დრო საკმაოდ ნორმალურად გავატარე, მაგრამ ქარიმი ძალიან მენატრებოდა. ხანდახან მქონდა ეს მოწენილობებიც, მაგრამ სეზონი მალე მთავრდებოდა და ოფისში ყველას საქმე თავზე გვეყარა. ამან ცოტა ყურადღება გადამატანინა და ისე ძალიან აღარ გამჭირვებია. სამი კვირს თავზე ოფიციალურად დავხურეთ სამუშაო სეზონი და მეც მეტი დრო მქონდა ფიქრისთვის. ამან ცოტა ცუდად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რაც სხვა დროს ძალიან ცუდად გამხდიდა და ახლაც იმოქმედა უარესად, მაგრამ ჩემი წარსულის დაბრუნებამ ცოტათი შემიცვალა ყურადღების სფერო. მისი გამოჩენა იყო მოულოდნელი, დაუგეგმავი და შოკის მომგვრელი. ერთხელაც ნინისთან ერთად კაფეში როცა ვიჯექი და მშვიდად მივირთმევდი ცივ ყავას, კარი მან შემოაღო. მან რომელიც მეგონა, რომ დავივიწყე, სამუდამოდ წავშალე, მაგრამ თურმე სად შევმცდარვარ. დავინახე თუ არა, სუნთქვა შემეკრა, ცუდად გავხდი. მგონი ფერიც კი დავკარგე. თვითონაც შეგვნიშნა და ისეთი წრფელი სახით გაიღიმა, მუცელში ღებინების გრძნობა მომაწვა. ჩვენთან სიცილით მოვიდა და საკოცნელად დაიხარა, სახე რომ შევაბრუნე და ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი კაცის ტუჩები ლოყაზე მომეკრა. ზიზღის გრძნობა გამიმძაფრდა და სახე წამშივე გავატრიალე მის მოსაშორებლად. ჩემს მეგობარსაც ისე უტიფრად გადაეხვია ლამის ტირილი წამსკდა. ყველაზე მეტად კი უსუსურად თავი მაშინ ვიგრძენი ნინიმაც გულწრფელი სიხარულით რომ გადაკოცნა. რატომ? ნეტავ რატომ არ შემიძლია სიმართლის თქმა? არ ვიცი... გვერძე ჩამოგვიჯდა და ღიმილი ერთი წამითაც არ გაჰქრობია. ფუუ.. გული მერევა.

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე (წიგნი 2)Where stories live. Discover now