თავი I

11 2 0
                                    

                      იზაბელა
     ზამთრის ცივ პერიოდში, თითქმის ყველა ოჯახი სახლშია, თბილად,  ტკბილად, ბავშვებით და მათი ღიმილიანი სახის დანახვით ბედნიერდებიან და ორმაგად უყვარდებათ ისინი.
         ეს საზოგადოდ, მაგრამ ერთ-ერთი ადგილი, რომელიც სულ მუშაობს და არასდროს წყვეტს მუშაობას, ასევე ნაკლებად ააქვს შეხება ბავშვებთან არის "კომპანია SM" (SM Company).                   კომპანია, რომელიც იკვლევს იმ საქმეებს, რომელსაც ყურადღებას არ აქცევს ზოგიერთი პოლიციის განყოფილება. უფრო ადვილად, რომ ვთქვათ გაუხსნელ რთულ საქმეებს. კომპანიას შეუძლია მიიღოს კონკრეტული საქმის და მკვლელობის გამოძიების დაწყების ნებართვა, თუ კი არსებობს საკმარისი ფაქტები. არსებობს სხვადასხვა რთული და განსხვავებული საქმეების მიღების ბევრი შემთხვევაც.
        კომპანიას ჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ჭკვიანი და მოხერხებული აგენტი სახელად  იზაბელა, მეტსახელად იზი, რომელმაც დატოვა კომპანია მაშინ, როდესაც შეეძინა პირველი შვილი. ეს  ჭკვიანური, მაგრამ ამავდროულად ძნელი გადაწყვეტილება იყო. რატომ? ყველაზე რთულ მომენტში, მაშინ როდესაც მშობლებმა გამოაგდეს სახლისად, სწორედ ამ კომპანიის დირექტორმა შეიფარა, სწორ გზაზე დააყენა და უნივერსიტეტშიც მიაღებინა განათლება. სემი (კომპანიის დირექტორი) უზომოდ გახარებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ იზის იურიდიულზე უნდოდა ჩაბარება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სემმა მას ყველანაირი განათლება და პრაქტიკა გამოუმუშავა იზის, რათა იგი მოხერხებული აგენტი გამხდარიყო, ამისთვის კი მან ერთი წელი ჯარშიც კი დაჰყო. სემი "კომპანიის მამა" გახლავთ, თუმცა იზისთვის მაინც მეტად მნიშვნელოვანი. იზის ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა სემის ცოლთან  - მეივისთან. უფრო ადვილად, რომ ვთქვათ სემი და მეივი იზის მშობლები იყვნენ. მშობლების დატოვება რთულია, თუმცა იზიმ საკუთარი ქმარ-შვილი აირჩია. ასეთ სარისკო სამსახურს შეიძლება თავისი ოჯახის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დაეყენებინა.
       ახლა იზი, ვუ-ჯინთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს 2 სართულიან საშუალო ზომის სახლში, თავისივე ეზოთი. ჯინი თავის სარეკლამო კომპანიას უძღვება, რომელიც მამამ დაუტოვა. იზი კი ბავშვების გამო ვერ ახერხებს მათ მარტო დატოვებას, ამიტომ ჯერჯერობით უმუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ჯინმა ბევრჯერ შესთავზა სამსახურის დაწყების აზრი, იზიმ შვილებთან დარჩენა არჩია მანამ, სანამ უფროსი გოგონა 14 წლის არ გახდებოდა. ამის შემდეგ, მას აღარ ექნებოდა ბერკეტი იმისა , რომ სახლში დარჩენილიყო.
მას ექნებოდა შესაძლებლობა მუშაობის.
         ზამთრის პერიოდში ჯინმა ოჯახთან დროის გატარება ამჯობინა, ამიტომ შესვენება აიღო.
-იზიი! - ეძახის ჯინი მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გასულს.
-მოვდივარ! - მალე ბავშვის საჭმლით ბრუნდება და მაგიდაზე დებს.
-მადლობა, რომ მეხმარები.
-შესვენება ტყუილად არ ავიღე! - პასუხობს ღიმილით და ლილუს საჭმელს აჭმევს.
-მადლობა - სიტყვა გააგრძელა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. იქაურობა მოაწესრიგა და ბავშვებს შეხედა, მეორე სართულზე. ისევ თავიანთ ოთახებში იყვნენ და ეძინათ. მათ შემხედვარეს კი ჩაეღიმა. ჰაიონი 14-ის ხდებოდა 30 დეკემბერს, ჰიუნვუნ- შუათანა ცხრა წლიისაა, ხოლო ყველაზე პატარა - ლილუ, ერთი წლის გახდებოდა პირველ იანვარს.
      მისაღებში გავიდა და ჯინის ოდნავ მოშორებით დაჯდა, რათა არ შეეშალა ხელი.
-შენ, რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.
-არც არაფერი - ოდნავ სმირკი ეპარება სახეზე ჯინს.
-ჰმმ.. - თავი მდივნის საზურგეზე გადადო იზიმ და ჩასთვლიმა.
-ჯერ ნუ დაიძინებ რა - წამოაღვიძა ჯინმა - ვიცი გუშინ ღამე გაგაწვალა ლილუმ, მაგრამ ცოტახნით დამეხმარე და მერე წაუძინე. - თავი წამოყო იზიმ.
-რაში? - ბავშვზე მიანიშნა ჯინმა.
-მომიყვანე - ადგა და ბავშვის დაძინებას შეუდგა. ბავშვმა მალე დაიძინა, რაც სასწაული იყო.
ჯინმა სამზარეულოში გაიტანა ბავშვის საჭმელი და თავიანთვის საჭმლის მომზადება დაიწყო.
ბავშვს აწვენს პატარა საწოლში, რომელიც მისაღებშიც უდგამთ და თავიანთ საძინებელშიც.
-რას ამზადებ? - ძალაგამოცლილი ეკითხება ჯინს და ბართან ჯდება.
-ტოკი-ბოკის, არ გინდა? - შემოტრიალდა და ლოყაზე მოეფერა.
-შენს გაკეთებულს ყველაფერს ვჭამ, ხომ იცი არა? -ეუბნება და ჯინის მიტრიალების შემდეგ, თავს მაგიდაზე ადებს. თვალები ეხუჭება.
       ხუთი საათის შემდეგ ნელა წამოდგა ლოგინიდან. ხელ-პირი დაიბანა და კბილიც გაიხეხა. საწოლის ალაგების და ტელეფონის აღების შემდეგ ოთახი დატოვა. ოთახებში, რომ შეიხედა დალაგებული დახვდა. ბოლოს სამზარეულომდეც მივიდა, რომელიც უკვე პირველ სართულზე არის.
კედელს მიეყუდა და ღიმილით უმზერდა მათ. ჰაიონი მამასთან ლაპარაკობდა, ჯინი კი ამავდროულად ლილუს აჭმევდა. ჰიუნვუ კი ტელევიზორში მიკი-მაუსს უყურებდა, თუმცა ხანდახან მამასთან მივიდოდა და რაღაცას ჩაუჩურჩულებდა, ამაზე კი ჯინს სიცილი სკდებოდა და ბავშვს ან პასუხს დაუბრუნებდა ან შუბლზე კოცნიდა. დედა ტელეფონის ზარდა გამოაშკარავა. მისკენ გადაიტანეს ყურადღება. იზიმ დახედვის შემდეგ, ტელეფონს ხმა ჩაუწია და შეაბიჯა სამზარეულოში. ბავშვების მისალმების შემდეგ, თავზე აკოცა ოთხივეს.
-მეც თავზე? - ეწუწუნება ჯინი.
-შენ მერეც გეყოფა. - თმებზე გადაუსვა ხელი. ისევ ტელეფონის ზუზუნი.
-უპასუხე, ვინ არის? - თვალი არ მიუშორებია ლილუსთვის ჯინს.
-დედაჩემია, კომპანიის ნომრით მირეკავს. იმედია მშვიდობაა. ვუპასუხებ! - მისაღებში გადის და პასუხობს.
-გისმენ მეივი!
-გამარჯობა ჩემო გოგო, როგორ ხარ?
-კარგად, შენ? სემი როგორ არის? ხომ ყველაფერი კარგადაა?
-კი, კი. ყველაფერი რიგზეა, ნუ... ძველებურად.
-ეგ რა თქმა უნდა.
-არ უნდა გაწუხებდეთ, მაგრამ მაინც ვამჯობინეთ დაგვერეკა.  გვჭირდები!
"გვჭირდები" მარტო სიტყვა არ იყო მათთვის. ეს იყო გაფრთხილება, რომ ახალი საქმეა და უნდა მიხვიდე კომპანიაში.
- თუ არ მოხვალ მართლა გაგიგებთ. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.
-არვიცი -სიჩუმის შემდეგ განაგრძო - მადლობა მეივი.
-არაფრის ჩემო გოგო. ყველა ხომ კარგადაა?
-კი, კი. ყველა კარგადაა.
-კარგი, დაგემშვიდობები. თავს გაუფრთხილდი.
-თქვენც. -გათიშა და მდივანზე დაჯდა. დიდი ხანია მისთვის ამ თემაზე არ დაურეკავთ. დიდი ხანია თავისი საყვრელი საქმიანობა არ უკეთებია. თავისი ოჯახისთვის, მხოლოდ და მხოლოდ. ახლა ისეთი დაღლილია, არანაირი სურვილი არ აქვს, თუმცა გულის სადღაც ერთ ნაწილს მაინც უნდა დაუბრუნდეს ძველ საქმიანობას. მისთვის ძველი ცხოვრება, ყველაზე კარგ პერიოდადაა ჩარჩენილი მის გონებაში. საუკეთესო წლები საუკეთესო პარტნიორებთან ერთად.

SM is still in a businessWhere stories live. Discover now