თავი II

4 1 0
                                    

       2 საათში მასაც დაურეკეს ტელეფონზე.
-გირეკავენ! - იცვამს თხელ მაღალყელიან მაისურს.
-პასუხი გაეცი! - პასუხობს იქსი აბაზანიდან.
იღებს ტელეფონს.
-იქს, გვჭირდები! - ლაპარაკობს სემი.
-გადავცემ სერ!
-ჰიუჯინ?
-დიახ.
-ხოდა შენც გვჭირდები!
- გასაგებია! - გაუთიშა თვითონ.
-სემი? -ეკითხება აბაზანიდან გამოსული. დაბლა კლასიკური შარვალი აცვია, ზემოთ კი პერანგს იცვამს.
-ჩანთაში ყველაფერი ჩააწყვე?
-კი - იქსის ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩაიდო.
-კარგია - ამბობს და ღილების შეკვრას ამთავრებს. იცვამს მოკლე მოსაცმელს, რომელსაც არ იკრავს.
-უცნაური სტილი გაქვს.
-თუ არ მოგწონს შეგიძლია არ შემომხედო! - ეუბნება სერიოზულად და ანიშნებს, რომ გავიდეს. მისი გასვლის შემდეგ შუქს აქრობს, ჩანთას იღებს, იარაღს ამოწმებს შარვლის ქვეშ კოჭთან და მეორეს მარცხენა მხარეს ქამრის შიგნით ნაწილში. გასაღებით კეტავს კარებს და დაბლა ჩადიან.  საბარგულში აწყობენ ჩანთებს. სხდებიან მანქანაში. ჰიუჯინი ორივე ტელეფონს დებს ბოთლის ჩასადებში, მათ შუაში.
მანქანას ძრავს იქსი და თან ესაუბრება ჰიუჯინს.
- ჩანთებს მე მივხედავ მისვლისას. შენს უკან კიდია მოსაცმელი, შეგიძლია მოიცვა.
-არ მცივა.
-თუ შეგცივდება, არ გაძალებ! - მაინც უკბინა ბელატრიქსმა.

                    იზაბელა.
ჯინთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს მისულიყვნენ. ყველა წავიდოდა. 1 საათში გაემზადნენ და უნდა დაგენახათ, როგორ შეიცვალა იზი ამ ერთ საათში. საჭესთან მჯდარმა ჯინმაც კი შეაქო.
-შენი ეს მხარეს მომნატრებია! - რაზეც გაეღიმა იზის.
-მადლობა.
        ისევ ნაცნობი შენობა. იზიმ ხელი მოკიდა ჰიუნვუს. მძინარე ლილუ ჯინმა აიყვანა. მათ შუაში კი ჰაიონი იდგა. დააპირეს შესვლა, მაგრამ თავად სემი გამოვიდა შენობიდან. მალევე მას უკან მეივიც მოჰყვა.
ჰაიონი  და ჰიუნვუ მათკენ გაიქცნენ. ჩახუტებით გამოხატეს მონატრება.
-მობრძანდით! - გარე ეზო დაცარიელდა.
ბელატრიქსი.
მანქანა გააჩერა 0 სართულზე, სადაც ყველა "ესემში" მომუშავე აგენტი აჩერებს და უკანა კარით თავიანთი თვალის ანაბეჭდით შევიდნენ.
-აცივდა არა? - ეკითხება ჰიუჯინი.
-კი - ესალმებიან სხვა აგენტები და მომუშავე პერსონალი იქსს.
-ჰიუჯინ! - მხარში ხელს ჰკიდებს და თავია კაბინეტში შეჰყავს. კარებზე აკრავს და ეუბნება - კუთში ნუ დამსდევ! - ჩანთებს დაბლა დებს - ყველამ თავის საქმეს მიხედოს, კარგი?! - ოდნავ გაბრაზებით და სერიოზულად უთხრა იქსმა.
- კარგი! - ცოტახნით უყურეს ერთმანეთს. შემდეგ ბელატრიქსმა გარეთ გაიხედა და თქვა.
-არავინაა! - იმწუთასვე დაუგემოვნა ტუჩები ჰიუჯინმა. ცალყბად გაეღიმა ორივეა.
-მგონი სჯობს ჰორმონები დავიწყნაროთ! - ღრმად ჩაისუნთქეს და დაამშვიდეს სუნთქვა.
-ახლა გამომართვი ეს ჩანთა და მიუტანე ელის  - გამოვიდნენ კაბინეტიდან. თვითონ კი ზოისთან აიღო გეზი. დაკაკუნების შემდეგ კარები შეუღო.
-ფელიქს, ცოტახნით მოასვენე -  ეუბნება და კარებში გამოსულ ფელიქს თავზე ხელს უსვამს. ფელიქსი მეივისა და სემის შვილია.
-ძალიან მოვეწონე. რამ შეგაწუხა? - სკამიდან წამოდგა.
-აქ რამდენიმე ფაილებია და მათ შესახებ მინდა რაც შეიძლება ბევრი გამირკვია. მაინტერესებს თუ იქნება ეს საქმეები ჩვენს პრეზიდენტთან დაკავშირებული ან თუნდაც ნებისმიერ სხვა პრეზიდენტთან. არის?
-არის! ოღონდ ეხლა შეხვედრის ოთახში ავეწეპეთ! - კარები გამოკეტა და მეოთხე სართულზე ავიდნენ ლიფტით. მეოთხე სართულზე გამოსულებს მორბენალი ჰაიონი და ჰიუნვუ შეეჩეხათ თვალში.
-ორი პარაზიტი! - მისკენ მირბიან ბავშვები. იქსი დაიხადა და ორივეს თავზე აკოცა.
-დედა და მამა შიგნით არიან - ეუბნება ჰაიონი.
-კარგი, მადლობა სიხარულო. შემოხვალთ? - ჰიუნვუ აიყვანა, მეორეს კი ხელი ჩასჭიდა. პირველი შეხვედრის ოთახში ლანდი (ზოის მეტსახელია) შევიდა, შემდეგ კი თავად.
-იმედია არ დავაგვიანე! - ამბობს ხმამაღლა და გარკვევით, რასაც ბავშვების სიცილი მოჰყვა.
- ნუ იცინით, თორემ კბილები მოგძვრებათ - აშინებს რაზეც ორივენი წყვეტენ სიცილს.
-ნუ აშინებ ბავშვებს! - ახალი შემოსული ჰიუჯინი ბავშვებს ესალმება და ართმევს ბელატრიქსს.
ყველას ესალმება იქსი და ჯდება იზაბელას პირდაპირ. სემმა საუბარი დაიწყო.
-შეიძლება გეუცხოოთ, თუმცა ჩვენი ქუჩის გაყოლებაზე და მის მოპირდაპირე ქუჩებზე სულ 4 პოლიციის განყოფილებაა და 1 თვის განმავლობაში თითოეული განყოფილების ოფიცერი კვდება. ამას ემთხვევა უთანხმოება პრეზიდენტისა და პარლამენტს შორის. ეს ამბავი ჩაჩუმდა და ეჭვია, რომ რომელიმე მხარე იტყუება. ახლა კი პრეზიდენტი მუქარის წერილებს იღებს, რომ სიცოცხლეს გამოასალმებენ.
-როგორც ჩანს მიზეზს არ ეუბნებიან?
-კი, არ ეუბნებიან. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენი პრეზიდენტის უსაფრთხოება გვავალია.
-მხოლოდ ჩვენ? -ისევ კითხულობს იქსი.
- არა, დღეს  6 საათზე ყველა მზად იყავით. შეხვედრა გვექნება პრეზიდენტთან.
-საინტერესოა -ამბობს იქსი და ესაუბრება ზოის. მეივი კი იზის და ჯინს ეკითხება.
-რას იტყვით?
- იმის მიუხედავად, რომ ეს სახიფათოა. მე თანახმა ვარ ყველანაირად იზი ისევ დაუბრუნდეს თავის საყვარელ საქმიანობას. ოღონდ მთელი და ჯანმრთელი დამიბრუნეთ ჩემი ცოლი. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ - გაეღიმა ყველას ზოის და იქსის გარდა.
-როგორც ჩანს შემიძლია დავბრუნდე! - ამბობს ღიმილით იზი.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ბანდაში ისევ! - თქვა თუ არა თვალი გააყოლა ბელატრიქსს, რომელიც დაუკითხავად გავიდა ოთახიდან.
-რას ფიქრობ მართლა შეიძლება ცოცხალი იყოს მისი და? - ეკითხება ზოი იქსს.
-არვიცი. რთული დასაჯერებელია, მაგრამ არაფერია შეუძლებელი. - პასუხობს და ზოის კაბინეტისკენ მიაბიჯებენ.
-შენ იმ საბუთებს მიხედე რაც მოგეცი - თვითონაც მიუჯდა კომპიუტერს და თითოეული მოკლული ოფიცერის საქმეებს ჩაუჯდა.

SM is still in a businessWhere stories live. Discover now