თავი V

0 0 0
                                    

-მასთან საუბარი დაგვჭირდება - თავისთავს ესაუბრება იქსი და ინიშნავს. ანტონიოს დასაძახებლად მთავარ მდივანს გზავნის ტელეფონით.
- გისმენ! - შემოდის და ჯდება სკამზე.
- შეიძლება თუ არა, რომ ადამიანის, რომელიც მოკვდა ავტოკატასტროფაში, ნათესავი ან თუნდაც ძმა დაბრუნდეს შურის საძიებლად. ამისთვის კი მოკლას ოფიცრები და გააგზავნოს მუქარის წერილები პრეზიდენტთან, რომელმაც დაღუპული ადამიანის მკვლელის წლები შეუმცირა და ამით თავიდან აირიდა უთანხმოება და შიდა არეულობა?! - კითხვასავუთ არც გაჟღერებულა ეს ყველაფერი კაბინეტში.
-ეს მოთხრობა საიდან შეთხზი. საკმაოდ ჩახლართულია, თუმცა ახლო თქვენს გამოძიებასთან.
-მომისმინე! - წინ უჯდება და სერიოზულად ესაუბრება - შეიძლება ახლოს ვართ, მაგრამ საფლავის ამოთხვრის ორდერისთვის რა გვჭირდება? ანუ რამდენი ფაქტი?
-ყოველშემთხვევისთვის საკმაოდ დამაჯერებელი და ლოგიკაში ჩამჯდარი. სწორი და მართალი ფაქტი, რათა რეალობაში დაამტკიცო შემდეგ მიცვალებულის ამ ქვეყნად არსებობა ან არარსებობა. ხომ მიხვდი?
-კი, კარგი! მადლობა ტონიო - მისი გასვლის შემდეგ კომპიუტერში ყველაფერს წერს.
       '1. ჯიჰუნისა და მამამისის ჩვენება.
       2. დანატოვარი თმის დეენემის  შედარება და ვინაობის დამთხვევა.
       3. ფაქტების მოძიება, რათა ამოვთხაროთ ჰიუჯინის დის - ჯისუს  საფლავი.
- სამი რამე და ამის გარდა. ღმერთო ჩემო! - გახსნა ზოის მიერ ჩაგდებული შედარებული დეენემი. ურეკავს მას.
-აქამდე ეს პოლიციამ ვერ შეამჩნია?
-არვიცი, მხოლოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ თმა მსხვერპლზე. ეტყობა თვალებში აკლიათ!
-ჰიუჯინის დის დეენემისას დაემთხვა, რა ვქნა. ყველა მიცვალებულისას შევადარე ბოლო 20 წლისას და მისას დაემთხვა.
-ცოცხალია, ამაზე მეტი ფაქტი რაღა სჭირდება ორდერისთვის ტონიოს.
-არაფერი, ამით შეგვიძლია გავხსნათ საფლავი და გავიგოთ, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ...
-ზოი ეს დამთხვევა არ იქნება, არანაირად!
-ხო ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ იქნება. ჰიუჯინს არ მინდა კიდევ ერთხელ ეტკინოს გული.
-ყველა გადავიტანთ ყველაფერს, ნუ ხარ "დრამა ქვინი".
-მეც ვის ვესაუბრები რა?! ჩემგან რამე გინდა? ხომ იცი პრეზიდენტის სახლს ვდარაჯობ ონლაინ და დაკავებული ვარ.
-შენგან მხოლოდ წერილები მჭირდება. მათი ნახვა და შინაარსის გამოტანა. რა ქნეს, პრეზიდენტის კომპიუტერიდან მოიტანეს ინფო?
-კი, კი. შევამოწმე არც ვინმემ დაჰაკა და არც არაფერი. ყველანაირად სუფთაა და უკვე გამოგიგზავნე წერილები. ისე რას ფიქრობ ჰიუჯინი როგორ შეხვდება, ვთქვათ და მკვლელი დის დაჭერას?
-ჰმმ... საინტერესო კითხვაა - კომპიუტერის ეკრანზე წერილები ერთად და სხვადასხვა ადგილას გამოჩნდა მოულოდნელად - მადლობა ზოი და... ამ... ზოი ?
-გისმენ?
-ჰიუჯინი ვერ გადაიტანს კიდევ ერთხელ დის საკარგვას. მხოლოდ ამას გეტყვი.
-მეც მასე ვფიქრობ, თუ მან საღი ჭკუა და გონება შეინრაჩუნა... ვაღიარებ, ძლიერი ყოფილა.
-კარგი, კარგი. საქმეს დაუბრუნდი, შემოგივლით მე და ანტონიო ალბათ დღეს.
-გელით, დამირეკე და ყავას დაგახვედრებთ.
-შემცვლელიც გყავს?
-კი, აბა აქ მართლა კი არ გავათენებ ღამეებს. ხან მე ხან ფელიქსი.
-ბავშვი არ დამიტვირთო!
-მიდიოდი შენ მგონი - ეცინება ზოის.
-წავე! - უთიშავს და წერილებს კითხულობს. მუქარის წერილებია, თუმცა არ არის ნახსენები წელის შემცირება. ერთ-ერთ პოლიციელს ჰიუჯინის მშობლების შესახებ ინფოს მოძებნა დაავალა.
-შეიძლება უბრალოდ თავის არ გამჟღავნებისთვისაა უინფორმაციოდ გამოგზავნილი. შემთხვევის ადგილზე არაფერია, არანაირად არაფერი. ამიტომ შეიძლება მან დახმარება შესთავაზა პოლიციელს, რადგან უმეტესობა ისეთ ადგილებშია მოკლული, სადაც ვიდეო კამერებია არ არის. ამას მივაწერთ მის სიჭკვიანეზე. აქ გაზრდილია და ყოველი ქუჩა საკმაოდ კარგად იცის.
-ჩემი აზრით მარტო არ მოქმედებს! - ეუბნება კაბინეტში შემოსული ჰიუჯინი და მაგიდაზე ფაილებს უდებს.
-მიკვირს, რომ ვერ შეგამჩნიე.
-არაუშავს, მე არ ვმუშაობ ამ საქმეზე. თუ რამე აქ ვარ.
-მადლობთ, მაგრამ ყავა უნდა მოგეტანა - დახმარებაში ჩაგეთვლებოდა.
-მოიტანენ, ვუთხარი უკვე.
-კარგი ახლა მაცადე. მარტო არ მუშაობს რადგან პოლიცია ისე არ გაყვება, თუ მეორე მოძალადე არ არის. ანუ ვიღაც მეორე ხომ უნდა იყოს მოძალადე ან დამნაშავე? მკვლელი კი მსხვერპლი. - მზერა გაუსწორა ჰიუჯინს - დაჯექი ტვინიკოს, მეტკინა კისერი! - დაჯდა ხმაურიანად.
-როგორც ჩანს მკვლელი ქალია!
-კი, ქალია. 90 %ით კი ვფიქრობ, რომ მეწყვილე კაცია. - ამბობს იქსი და წერას რჩება. ყველაფერს ვერ იმახსოვრებს, ამიტომ თავის აზრებს აყალიბებს, წერს და შემდეგ ბეჭდავს. ამით იქმნება თან საქმის ამონახსნი.
- ამის დედაც შევეცი! - ხელზე საათი შეიმოწმა, რომელიც მის პულსს, შაქარს და წნევას აჩვენებს.
-რა მოხდა? - ჩაფიქრებული ჰიუჯინი გამოფხიზლდა - ისევ დაგეწყო?
-არა, შაქარი დამივარდა. ჩემი დაბადების დღე ამოვარდებოდეს, ბედნიერი არ ვიარსებებდი - დგება და ჩანთიდან იღებს გლუკოზას. იღებს და თავს სკამზე დებს.
-20 წუთი ხო?
-კი! - 20 წუთი უნდა დაისვენოს, რათა შაქარმა აუწიოს და მომჯობინდეს. მისი ჯანმრთელობის გამო მასშტაბიან სპეცოპერაციაზე ან ღონისძიებაზე იგი არ ესწრება. ცუდია, თუმცა ახლა გამონაკლისების დრო არ არის და ამიტომ... არ იცის როდის გაძვრება სული.
- ჰეი! -ეუბნება იქსი ჰიუჯინს.
-დღეს ღამე ტონიოსთან მე არ ვარ მორიგე, ყველაფრის გარეშე. მინდა შენთან ერთად დილით გაღვიძება.
- ყველაფრის გარეშე? - გაუკვირდა ჰიუჯინს.
-ხო, ცოტა უცნაურია შემგან მაგრამ... - ღრმად ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის შემდეგ განაგრძო - უბრალოდ დავიღალე!
-Okay! As u wish mrs. X.
-okay - მისი მშობლების ფაილებს ვერ გადახედა მისი თანდასწრებით, ამიტომ ჩანთაში ჩაიდო. ვეღარაფრის დაწერა ვეღარ შეძლო. ტვინს მუშაობა
შეეწყვიტა, ამიტომ დაღლილი სახლში წავიდა.
- ერთ რამეს გეტყვი - უკვე სახლში ჩაწყნარებულად მსხდრებიდან იქსმა ამოიღო ხმა. ორივეს ცოტა ვისკით შევსებული ჭიქა ეჭირა.
-რაც არ უნდა მოხდეს.. - ღრმად შეისუნთქა - არ შემიძულო! ბევრი მიზეზი რის გამოც შეიძლება მომავალში შეგძულდე, მაგრამ ჩვენს მეგობრობას, როგორც ეძახით, ნუ ჩამოანგრევ.  - ისევ ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა მოსვა - თუ კი მიზეზი მოგეცემა, შევეცდები მაქსიმალურად შენზე... ამ.. როგორ ვთქვა... I will heal you mentally, if u let me of course. I am good at it, but not like we were doing it. - მთლიანად სვავს და გადის საძინებელში. ლოგინში წვება და ეგრევე ითიშება. მაიკითა და თხელი პიჟამას შარვლით ცალკე სქელ საბანში ეხვევა ჰიუჯინი, ისიც ითიშება. მეორე დღეს კი ორივეს საკმაოდ გვიან ეღვიძება. ორივე სამსახურში ცხადდება. იქსი კი ზოის ურეკავს.
-გუშინ ვეღარ შემოგიარეთ. ძალიან დაღლილი ვიყავი და ეგრევე სახლში წავედი. გათიშულს დამეძინა.
-მივხვდი საყვარელო, ნუ ღელავ.
-აქ რა ხდება?! - ამბობს და ტელეფონს უთიშავს ზოის. ხედავს სასწრაფო დახმარების მანქანას და სწრაფადვე შიგნით შედის. ეუბნებიან, რომ მათი ერთ-ერთი დაცვა დაჭრეს.
-პოლიციის განყოფილებაში ვის ჭრიან ხალხნო! - ამბობს გაბრაზებით და გზიდან ეცლება სასწრაფო დახმარების ექიმებს.
-ვინ იყო ალბათ არ იცით?! - ეკითხება მათ იქსი.
-არა, დღეს ყველამ დავაგვიანეთ სამსახურში.
-ყველამ? ტონიო სად არის?
-თავის კაბინეტში! - პასუხობს თანამშრომელი.
-კარგი - ტონიოს კაბინეტში შედის დაკაკუნებით.
-ჰეი - სკამზე უჯდება, ანტონიოს კი მზერა მისკენ გადააქვს.
-რა მოხდა?
-არვიცი, არაფერი არვიცი.
-როგორ არა რაღაცა რიგზე არ არის.. - ეუბნება იქსი და ატყობს თუ როგორ ისვამს სახეზე ხელებს. ტონიო დგება და იქსს წინ უჯდება.
- გუშინ ვიღაცამ ჩემს კარებთან ტორტი დატოვა, რომელიც სამსახურში მოვიტანე. ვიფიქრე შეეშალათ, მაგრამ ტორტი მაინც მექნებოდა. მიყვარს ტკბილეული. ყველამ ჭამა. შენ, ჰიუჯინმა და მე არა. ყველამ დააგვიანა. ჩემს გარდა. თქვენ არვიცი, თუმცა ეს რაღაც დამთხვევა არ არის. ღმერთო როგორი უყურადღებო ვარ!
-მაგაში გეთანხმები! - სკამის საზურგეს მიეყრდნო - კარგი, მომისმინე. კამერის ჩანაწერები არაფერი?
-არა, ფოსტის მოიტანეს და ის კაციც კომპანიაც არანაირად არაფერი საეჭვო. ის კაციც ვიპოვეთ ვინც შეუკვეთა, მაგრამ არაფერი. ჩვეულებრივი წყნარი მოქალაქეა.
-დაკითხვაზეც არაფერი ესეიგი.
-ზუსტად! - ეუბნება და თავს ხელებში იდებს.
-ანტონიო სტრესში ხარ იცი? - ეუბნება იქსი - მაგარ სტრესში ხარ თან. ვეღარ აზროვნებს შენი ტვინი, იმის მიუხედავად, რომ ამაზე მძიმე საქმეებზე გიმუშავია. სიცოცხლის ან შენს გარშემო ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის შიში ყველაზე დედისმკვლელია. წამალს გამოგიწერ - შარვლის უკანა ჯიბიდან თხელ შეკვრა თეთრ პატარა ფურცლებს იღებს და ზედ სახელსა და დოზას უწერს.
-ეს მიიღე, ოღონდ არავის უთხრა. არ მინდა მკვლელების ყურამდე მივიდეს ეს ყველაფერი. კარგი?
-კარგი, მადლობა!
-არაფრის. თუ გინდა ჩემს კაბინეტში გადმოდი.
- ჯერ მარტო ყოფნა მირჩევნია.
-კარგი - კაბინეტიდან გამოდის იქსი და თავის კაბინეტში შედის.
-ღმერთო - თმებს უკან იწევს და  დამამშვიდებელს იღებს.
     ჰიუჯინის მშობლების საქმის გადახედვას დაუთმო დრო, თუმცა საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.
-ყველაფერი რიგზეა. მშობლები - ჩვეულებრივი მოქალაქეები. თუმცა დავიჯერო არანაირად არ ჰქონდა ჯისუს მშობლებთან უთანხმოება? - თავის თავთან საუბარს მაშინ მორჩა, როდესაც კომპიუტერში ჯისუს მამასთან დაკავშირებული ინფორმაცია ამოუგდო.
- აი რამ გამოიწვია  შურისძიების წყურვილი - პაუზის შემდეგ ეკითხება თავის თავს - იქნებ ვცდები?! - 5 წუთის შემდეგ პასუხობს თავისივე დასმულ კითხვას - "გაქვს ნიჭი, რომელიც უნდა გამოიყენო. რაც არ უნდა მოხდეს - შენ თავში არასდროს შეგეპაროს ეჭვი" - ახსენდება მამამისის სიტყვები.
-ფაქტები ცხადია, ამიტომ დროა საფლავი ამოვთხაროთ! - ანტონიოს უთხრა და დამტკიცებული ორდერის ფურცელი აიღო. ორ პოლიციელთან და ანტონიოსთან ერთად საფლავზე წავიდა. ამოთხარეს და სასახლე მიწაზე დადეს.
- ჰუჰ!... - მხარზე ხელს ადებს ტონიო.
-ნუ ნერვიულობ - ხელს ხელზე ადებს, იშორებს, ტონიო კი ხელს კიდებს და მისკენ წევს იქსს.
- ხდიან! - მოხდეს თავი და შიგნით გვამიც აღმოჩნდა.
-რა? - გაოგნდა ტონიო. ჩაეცინა იქსს. გვამთან მივიდა და ერთჯერადი ხელთათმანი გაიკეთა. ჩაიმუხლა და დააკვირდა.
-მგონი სჯობს უკან დავაბრუნოთ! -ამბობს ის ადამიანი ვინც გადახადა სასახლეს თავი.
-დამშვიდდი! - გააჩუმა კულტურულად და დაკვირდა გვამს.
-ეს არ არის ქალის გვამი და კიდევ ასეთ მოკლე დროში ვერ გაიღრწნებოდა გვამი - დგება და ექსპერტებსაც უშვებს გვამთან.
-მართლია, ეს არ არის ქალის გვამი!
- ხომ გითხარი! - იხდის ხელთათმანს და მასთან მიდის - მენდე! - მხარზე ხელს ადებს და მანქანისკენ მიდის.
ანტონიომ კი მათ ოფიცრებს დაავალა თვალყური ედევნებინათ გვამისთვის, რომელსაც ხელხლა მორგში გადაიტანდნენ და მის ვინაობას დაადგენდნენ. ძლივს ჩაჯდა მანქანაში ანტონიო.
-დალიე წამალი? - ეკითხება და მანქანას ძრავს.
-არა
-და რატომ? ტყუილად დავხარჯეთ დრო წამოსვლისას?! - მანქანას მოფარებულში აჩერებს.
-ცოლი და შეყვარეული არ გყავს. მხოლოდ და გყავს ხომ?
-კი - დასამშვიდებელს სვავს და ბოთლს თავის ადგილზე დებს.
-მაშინ... - თავს მისკენ აბრუნებდს და ყბაში ხელს კიდებს. მისკენ უხეშად და სწრაფად მიიზიდა და უხეშადვე აკოცა. თავიდან გაკვირვებული იყო ანტონიო, გააზრების შემდეგ კი თვითონაც აყვა იქსს. იქამდე არ მოშორდნენ ერთმანეთს სანამ ჰაერი არ გამოეცალათ.
-სუნთქვა დაიწყნარე! - ეუბნება იქსი და ზედაპირულად აკოცა - თავი ხელში აიყვანე - ორივე ხელი კეფაზე მოკიდა - პოლიციელი ხარ და თან განყოფილების უფროსი!
-კარგი - თავს უქნევს. იქსი კი მანქანას ძრავს. იქსი განყოფილებაში დატოვა და უთხრა, რომ 2 საათში დაბრუნდებოდა. სახლში წავიდა და შესვლის თანავე ბარისკენ გაემართა. ხელის კანკალით ჩამოისხა დიდი რაოდენობის ვისკი და ერთ მოსმაზე დალია.
- ააააააა!!..... - დაიყვირა ბოხ, რაც შეიძლება ხმამაღალ ხმაზე და ჭიქა მოისროლა მთელი ძალით. პირდაპირ ბოთლი აიღო და იქიდან სმას შეუდგა, თუმცა ნახევარი რომ დალია - შეჩერდა. ღრმა სუნთქვა შეანელა...

SM is still in a businessWhere stories live. Discover now