თავი III

4 1 2
                                    

-არაყის გარეშე ნებისმიერი. - კოქტეილის მზადება დაიწყო ჯინმა. ამაში ვერავინ შეეჯიბრებოდა მას.
-მაგარია შენი კოქტეილები! - მეორესაც სვამს და თავის ტკივილი ოდნავ უჩერდება. თითქოს თვალებში გამოიხედა.
-თვალებში გაგინათდა? - ეკითხება ჯინი.
-კი, რა შედარებაა.
-აბა, რა ხდება შენთან? - აკეთებს თან ორივესთვის სხვა მარწყვის სიროფის კოქტეილს.
-არაფერი ისეთი. მოკლედან გრძელზე და ერთზე გადავედი.
-ჰიუჯინი?
-ისევ და ისევ.
- ვერ შორდებით ერთმანეთს.
-ნეტა დავშორდეთ, მაგრამ ის მაინც... ჯიუტია მაგარი! - ამბობს და თავს ხელზე იდებს.
-აგტკივდა? - დაუქნია თავი.
-წამალს მოგცემ.
-არა, მერე  ვეღარ დავლევ. რამენაირად გადავიტან. - ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ამოწმებს. ჰიუჯინის მონაწერია ' სახლში არ მივსულვარ. დიდად თავს არ შეგაწყენ, 6 საათზე შეხვედრა არ დაგავიწყდეს. KS'
- ბოლო რა არის? - ეკითხება და ტელეფონს აბრუნებს და ჯინს აკითხებს.
-Kiss.
-კოცნა კარგია! - ამბობს იქსი - იმენა ვერ ვძღებით.
-ეგ კარგი არ არის.
-ვიცი, მაგ მომენტების შემდეგ ცოტა ცუდად ვარ ხოლმე.
- ხოდა არ შეიძლება, თავი უნდა შეიკაოთ.
-ადვილი არაა, მაგრამ ვცდილობთ. დღეს გავაფრთხილე და ხომ ხედავ არა?!
-გისმენს, ეს არის მთავარი! - ჭიქებს ერთმანეთზე არტყამენ და ცლიან  ერთ მოსმაზე.
-გვეყოს! - ჭიქას შორს წევს -არ მინდა მასზე საუბარი. დავიღალე, დასვენებაც მივიღე, მაგრამ ეს ყველაფერი არ ყოფნის. ნეტა მოვკვდე! თუმცა იცი რა არის მთავარი? - სხდებიან მდივანზე - ლაჩარი ვარ! აქამდე ხომ შემეძლო თავის მოკვლა. არა? კი! შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე.
-რატომ?
-კარგი შეკითხვაა. მეც ვერ გავიგე რატომ. ალბათ შედეგის გააზრების გამო. ან ჰიუჯინის გამო? ან შენი გამო, ან შენი ცოლის გამო, თუნდაც იმ პატარა ანგელოზის გამო, დღეს რომ ჩემს ხელებში ეძინა და ხმაც კი არ ამოუღია.
-არვიცი, მაგრამ... ამ... მე მადლობელი ვარ, რომ შენნაირი მეგობარი მყავს. შენ რომ არა, ჩვენ აქ არ ვისხდებოდით.
-მართალია, მე რომ არ დამენიშნა შეხვედრა თქვენს შორის, მე ნათლია არ ვიქნებოდი და ახლა ისევ კლუბში ვიქნებოდი.
-ყველაფერს თავისი მინუსი და პლიუსი აქვს.
-ვიცი ძმაო! - პაუზის შემდეგ ხმას ისევ იქსი იღებს - მომშივდა, საჭმელი არ მოგვეპოვება? - სამზარეულოში გადაინაცვლეს. 
შუა ჭამაში ეკითხება ჯინი იქსს.
-სიცოცხლეს დათმობდი ჩემ გამო?
-კი - დაუფიქრებლად უპასუხა მან.
-იზის გამო?
-კი.
-ბავშვების გამო?
-უფრო კი!
-სემი და მეივის გამო.
-ნახევარი კი.
-საინტერესოა, ზოის გამო?
-კი ჯინ.
-ფელიქსის?
-კი.
-ჰიუჯინის გამო?
-რა თქმა უნდა, ჯინ! - ჯინს გაეცინა.
-რა გაცინებს ბრო? - ლუკმას ყლაპავს და სწორდება.
-ჰიუჯინის დაკარგვა არ გინდა.
-ვის უნდა მეგობრის დაკარგვა. ხომ იცი ცოტა რაღაცის მჯერა და მწამს, ამიტომ მეგობრებიც ნაკლები მყავს. ჰიუჯინთან ყველაზე დიდი და გრძელი ურთიერთობა მაკავშირებს, რაც მოქმედებს ჩვენზეც. როგორც მე და იზი, მე და შენ.
-ჩვენ დიდი ხანი არა, მაგრამ ახლა უკვე კი.
-უფრო რაც პირველივეჯერ დაგევასა იზი მაგის მერე გავხდით მეგობრები.
-ზუსტად!
-მაგარი იყო -ეცინება იქსს.
-რა გახსოვს ერთი!
-მახსოვს, ოღონდ კარგად არა. - ცოტა საჭმელს ტოვებს თეფშზე.
-რამდენს სვამ და საერთოდ არ ჭამ წესიერად.
-ხომ და ამას დამატებული მომატებული წონა. იმენა ცირკი ვარ!
-დაიკიდე, მშვენივრად ხარ.
-არც ისე -სუფრა აალაგეს - როცა დრო გამომიჩნდება უნდა ვივარჯიშო ისევ ჩემს ფიტნესში ან სახლში. - ისევ მისაღებში დაბრუნდნენ. -თუ არადა არ იქნება კარგი ამბავი.. - ღრმად ამოისუნთქა და ჩაჯდა ისევ დივანში.
-რა გჭირს? - მაგიდაზე ჩამოჯდა ჯინი.
-არაფერი. მმმმ.... 3 დღის წინ ექიმთან მივედი, ნუ მივედი რა... მიმიყვანეს.
-ვინ?
-აბა გამოიცანი!
-ჰიუჯინმა, განაგრძე!
-ყველანაირი ანალიზები გავაკეთე და ყველანაირად ვეცადეთ, რომ იმავე დღეს გაგვეგო პასუხები კითხვებზე.
ცხვირიდან სისხლის დენა - უბრალოდ სისხლდენა იყო, თხელია და გასკდა რა ცხვირის აპკი თუ რაღაც. ხომ მიხვდი? - თავს უქნევს ჯინი - ხო ეგ გავიგეთ და რაღაც ვიტამინების კომპლექსი მომცა.
-აი თურმე რატომ!
-დიახ, ამიტომ ვარ ასე აღზნებული და წონაში მომატებული. ამიტომ იმ წამალს ვანებებ თავს. მაგის დედაც რა!
-სხვა?
-სხვა რავი შაქარი ცოტა დაბალი მქონდა, მაგრამ არც ისეთი დაბალი. მიუხედავად ამისა მაინც მეუბნებიან, რომ კარგად ვიკვებო.  წამალი მაინც  დამინიშნეს.
-რომელსაც არ იღებ.
-არა!
-რატომ?
-ერთი მაგათი დედაც, ვის რაში აინტერესებს როგორ ხარ! თქვენს წინაშე კარგად მეპყრობიან, მაგრამ... - ვისზე იძახი? - ეკითხება ჯინი.
-ბევრი მალაპარაკე, მორჩა ამ თემაზე საუბარი!
-იქსს - წამოდგნენ ორივენი ფეხზე.
-არა, მორჩა. საღამოს გამოვივლი და წავიყვან იზის. ბავშვებს დაემშვიდობე ჩემ მაგივრად. წავედი და მადლობა! - სახლი დატოვა და ფეხით გაუყვა გზას. ბოლოს კი ცარიელი ავტობუსით იმგზავრა სახლამდე.
     გამოფიტული იყო. მთლიანად გამოფიტული. არც ჰორმონები აქუხებდა და არც არაფერი. დაძინების კი ეშინოდა ღამის ორიდან ოთხ საათამდე, ამიტომ ყველა ღამეს ათენებს. მას ფოკალური ეპილეფსია- გულყრებით დაუდგინდა ზუსტად 2 იდან 4 საათამდე ღამე მიმდინარეობს შეტევა. წამალს არ სვავს და ეს არც არავინმა იცის, გარდა სემის და მეივისა. სემი გაბრაზდა და მის გაშვებაზეც იფიქრა. თუმცა მეივის ხმაც არ ამოუღია და არც დალაპარაკებია წესიერად მასთან.
      იქსს გადაეწყვეტა მხოლოდ ამ ჯერზე წასულიყო სხვასთან, უკითხავად. თავის სახლში არ უნდოდა ამ ყველაფერს ბუდე დაედო. თუმცა გადაიფიქრა შემდეგ და სასტუმროს წინ, გაჩერებაზე ჩამოვიდა. სასტუმრობს ნაცრისფერი ფერი დაჰკრავდა. ყვავილებით გალამაზებული. შევიდა და ერთი ნომერი აიღო. ამჯერად კი პირიქით, ყველაზე ნათელი ნომერი შეარჩია. ოთახი მოათვალიერა - მზის სხივები საწოლზე, თეთრ თეთრეულზე ლამაზად ლივლივებდა. ოთახი თითქოს პრწყინავდა, თუმცა იქსისთვის ეს ყველაფერი მალევე ჩაბნელდა. საწოლზე დაჯდა და წამალი ამოიღო ზურგჩანთიდან.
-ჯანდაბა! - ჩვეულებრივად წარმოსთქვა და ვერ გაეგო რა ექნა. ახლა გაიაზრა, რომ მეივის არანაირად არ დაურეკავს მისთვის.
ცალყბად გაეღიმა.
-აბა რა გეგონა, დაგირეკავდნენ და მოგიკითხავდნენ - თავის თავთან საუბარი გააბა - მათ ხომ მხოლოდ საქმეზე უნდა გაესაუბრო. თუმცა შენთან ამაზეც უარა ამბობენ - ბოლო ორი სიტყვა მიაყარა სწრაფად და პირზე ხელის აფარებით საპირფარეშოში შევიდა. აღებინა.
      დეპრესია - უსაშინლესია. თუმცა კატასტროფაა, როდესაც მარტო უმკლავდები ამ ყველაფერს. სეულიად მარტო და უფრო უარესია თუ ამას სხვა სიმპტომები ახასიათებს. მაგალითად: ღებინება, თავის ტკივილი, ხელის კანკალი, უცბათ ჩაძინება, ოფლიანობა ძილის პროცესში და სიცხეც კი.
     ფოკალური ეპილეფსია კიდევ არაფერი, მაგრამ იზის წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მათ შორის ურთიერთობებიც.
     პირი მოიბანა იქსსმა და გამოკეტა საპირფარეშოს კარი. დამშვიდდა, მაგრამ უკვე გული ერეოდა საძინებლის ინტერიერსა და სინათლეზე. არანაირად არ უნდოდა დაბლა ჩასულიყო და ეყიდა წამალი. ფულის დახარჯვა არ უნდოდა, რადგან არც ისეთი ბევრი ჰქონდა. სასტუმროს ფასიც ხომ მან გადაიხადა, არა?!
ტელეფონი ამოიღო.
-გისმენ!
-რაღაც უნდა გთხოვო...

____________
შეცდომებზე არ გამაკრიტიკოთ. უბრალოდ შინაურულად დაწერი ისტორიაა. მართალია ზოგისთვის მოსაწყენი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ყველა განსხვავებული გემოვნებისაა. მადლობა♡

SM is still in a businessWhere stories live. Discover now