პროლოგი

128 14 12
                                    

თავქუდმოგლეჯილი და იმის იმედად დარჩენილი, რომ მარშუტმა არ გაასწრო, გაჩერებამდე გულამოვარდნით მირბოდა ლიკა და ყველანაირად ცდილოვდა თავი დაემშვიდებინა, რომ სამსახურში არ დააგვიანდებოდა და უცებ, რომ შენიშნა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში, მწვანე გრძელი მარშუტი, როგორ გაჩერდა ეგრევე იმ მარშუტში ავარდა, ისიც არ დაუნახია, რომელ ნომერში ჩაჯდა, ან საერთოდ რატომ ჩაჯდა აქ. უცებ ჩამოჯდა, ბარათით ფული გადაიხადა და გული დაიმშვიდა, მერე კი მის პირდაპირ მჯდარ ბიჭს გახედა, ასევე გულამოვარდნილი, რომ იყო და როგორც ჩანს მასაც ბევრი ჰქონდა ნარბენი, გაეღიმა და გზას გახედა, რომელიც სულ არ ეცნო, ანერვიულდა და ერთიანად აღელდა, ახლა რა უნდა ექნა, წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდიოდა, ან საერთოდ რას იზამდა, ახლა ისიც ცხვენოდა გააჩერეთო დაეძახა, როცა ახალი ამოსული იყო მარშუტში და პირველი რაც მოადგა თავში ის გააკეთა, მის პირდაპირ მჯდარ ბიჭს მოულოდნელად კითხა:
-ეს მარშუტი სად მიდის?
-უკაცრავად?
დაიბნა ბიჭი და გაოცებულმა შეხედა, მაგრამ გოგონას სილამაზემ წამში მოჭრა თვალი,
-სად მიდის, ხომ არ იცით?
-ლისზე, ბოლო გაჩერება მარდალეიშვილის კლინიკასთანაა, რამე მოხდა?
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა...
-რამით შემიძლია დახმარება?
-გზა ამებნა...
-რა?
ვერ მიხვდა ბიჭი, წამით ისიც იფიქრა ეს გოგო მეღადავებაო, მაგრამ წამში უარყო ეს აზრი,
-სამსახურში მეჩქარებოდა და შეცდომით ჩავჯექი ამ მარშუტში...
მერე უცებ საათს დახედა გოგომ,
-აზრი აღარც აქვს...დამაგვიანდა...
ამოიჩურჩულა,
-გააჩერებინეთ მერე მარშუტი, რა პრობლემაა...
-მცხვენია...
ბიჭმა თვალები აატრიალა და მძღოლს უცებ უთხრა გამიჩერეთო, გოგოს ხელზე ხელი ჩაკიდა და უცებ ჩაიყვანა მარშუტიდან, გოგო ისე დაიბნა ვერაფერი გაიგო, ბოლოს კი მხოლოდ ბიჭის სასიამოვნო მამაკაცური სურნელი იგრძნო და უნებურად გაეღიმა,
-ესეც თქვენი პრობლემა, მოგვარდა...
-თქვენ?
-მე რამეს ვიზამ...
გაუღიმა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა.
-სახელი?
-და აუცილებელია გაგება?
გაიცინა ბიჭმა.
-თუ წინააღმდეგი ხართ იყოს...
-დათო...
ხელი გაუწოდა ბიჭმა, გოგომ ნაზად გაუღიმა, ჩამოართვა და უთხრა,
-ლიკა...
-ლამაზი სახელია...
-კარგით, წავედი მეჩქარება...
-შენობით ვიყოთ, მოდი?
-კარგი, წავედი...
გაუღიმა დაბნეულმა, გოგომ და გზაზე გადაირბინა, ბიჭი ისე დაიბნა ვეღარაფერი გაიგო, იქვე შეტრიალდა და გაიღიმა, უცებ კი გაახსენდა ამ გოგოს სახელის გარდა არაფერი, რომ იცოდა არც ნომერი გამოართვა, არც გვარი კითხა, არც მისამართი, არაფერი უკითხავს ნუთუ ასეთი სიშტერე ოდესმე დამართნია, შუბლში ხელი შემოირტყა და იმ იმედით, რომ გოგო ჯერ კიდევ არ იქნებოდა წასული შეტრიალდა, მაგრამ ლიკა აღარსად ჩანდა, ბიჭმა ნერვიულად გააქნია თავი და ამოიოხრა,
-შტერი ვარ...
თქვა და ტექსი გააჩერა.
ლიკა უკვე საპირისპირო მხარეს წასულიყო, ტაქსით და იქღა გაახსენდა იმ იდუმალ ბიჭზე არაფერი, რომ იცოდა სახელის მეტი, ისე დაემშვიდობა თითქოს მასზე ყველაფერი იცოდა და ერთმანეთს ისევ შეხვდებოდნენ, მაგრამ რომ გაიაზრა ლიკამ ეს ვეღარ მოხდებოდა, მისი წინდაუხედავი საქციელის გამო იმის გამო, რომ ნომერიც კი არ გამოართვა, მოიღუშა და აღმოხდა,
-შტერი ვარ...

ჩემი გოგო ხარ!💗Où les histoires vivent. Découvrez maintenant