2 ნაწილი

71 11 9
                                    

ლიკა მალე დაბრუნდა კომპანიში, და თემო ეგრევე მივარდა.
-სად იყავი გოგო, ამდენხანს?!
-არ მკითხო თემუშ!
-რა მოხდა?!
-ელენე სად არის?!
ბიჭმა თვალები აატრიალა.
-სადმე აქვე იქნება, უფ...
ნაგლურად თქვა.
-კაით თქვენ კიდე სულ, რომ ჩხუბობთ რა იყოთ...
-თვითონ მეჩხუბება!
-მე მეძახდით ვინმე?!
გამონარნარდა სიცილით ელენე და თემო, რომ დაინახა თვალები აატრიალა.
-ეს უმაქნისიც აქაა...
-არ დაჭამოთ ახლა ერთმანეთი...რაღაც უნდ ამოვყვე...
-მიდი ხო...
თქვა ელენემ და ჩამოჯდა თემოს გვერდით, ლიკას წინ, ლიკამ კი მოყოლა დაიწყო.
-დღეს სახლიდან გვიან გამოვედი, მაგვიანდებოდა რა სამსახურში, ხოდა გამოვვარდი და რომელი მარშუტიც დავინახე იმაში ჩავჯექი, არც შემიხედია ნომრისთვის, ანუ მარშუტი ამერია, იქ კიდე ბიჭი გავიცანიი...მაგან გადამარჩინა სამსახურის დაკარგვას, ერთმანეთს სახელები ვუთხარით და ორივეს დაგვავიწყდა ნომერბის გაცვლა, ასეთი სიშტერე დაგვემართა...
-შტერები ხართ!
დაასკვა ნერვებაშლილმა ელენემ
-მეთქი მეშველა და ლიკამ გულის სწორი იპოვათქო...
თვალები აატრიალა, ლიკა კი გადაბჟირდა
-რა გულის სწორი გოგო, ისე იყო კარგი ბიჭი, მადლიერი ვარ მისი, და ისე მოხდა ხალხო, რომ კაფეში ერთმანეთს შევასკდით და ამჯერად გავცვალეთ ნომრები...
-ბედია გოგო ბედიიი!
წამოიკივლა ელენემ და რომ გაახსენდა კომპანიში იყვნენ, უცებ გაჩუმდა, თემოს გაეცინა თავი გააქნია
-რას დამცინის ეს გაკუწული?!
წამოიკივლა ელენემ და ბიჭს თმაში ეცა.
-აუუუ კაი გოგო, გეყოფაა შენკიდე!
წამოიწუწუნა ბიჭმა,
-კაით ხალხო, მოისვენეთ ახლა, მე მუშაობა უნდა გავაგრძელო...
-რა გემუშავება გოგო დაგადგა საშველი!
-ნუ წიკვინებ გოგო!
თქვა თემომ და ელენემ საიდაი გაუკეთა.
-შენ ბიჭო!
-რას მიზამ?
თვალებჭი ჩახედა და ზემოდან დაუწყო ყურება, ღიმილი ეპარებოდა, გოგოსაც ეღიმებოდა
-გაგპუტავ...
-ჯერ მომწვდი...
თვალი ჩაუკრა ბიჭმა ჩაიცინა,
-კაით წავედი ხალხო მე, ძმაკაცს უნდა შვხვდე...
-აუუუ კაი არ მიმატოვოო!
წამოიწუწუნა ლიკამ და ელენეც, რომ წავიდა კარისკენ, მთლად ახტა
-ორივე მიდიხართ?!
-მეჩქარება მეე...
წამოიწუწუნა ელენემ, ლიკამ კი თვალები აატრიალა და დარჩა მარტო ოფისში.

*...*
დათო ჩაფიქრებული იჯდა დივანზე, და ვერც შეამჩნია კარზე ზარი, რომ იყო ისეთი ჩაფიწრებული იყო ვერაფერი გაეგო, მალე კი თემო გამწარებული, რომ შევარდა სახლში ამდენი ზარის რეკვის შემდეგ და დათო ასე ჩაფიწრებული დაინახა, გაეცინა კიდეც, თავი გააქნია და ბიჭს წინ დაუდგა, ხელები აუქნია ვერ გამოაფხიზლა,
-დათუჩიიი!
-მჰმ...
ძლივს გამოფხიზლდა ბიჭი და შეხტა.
-როდის მოხვედი შენ?!
-სანამ შენ გამოშტერებული ჩაფიქრებული იყავი!
-აუ თემოო...გოგო გავიცანიი...
-ვაიმეეე არ გამააგიჟო?! გოგო გაიცანიიი?!
-ოოო ნუ მეღადავები ბიჭოო!
-რას გეღადავები, შენ რა გოგო გაიცანი, კიდე მე გეღადავებიი?!
-მართლა გეუბნები და რაღაცამ გაიელვა...
ამოიჩურჩულა დათომ ამის თქმის მერე კი, თემომ პირი დააღო, უცებ ჩამოჯდა...
-არ მითხრა, რომ...ანამარიას შემდეგ...
-ანამარია არ მიყვარს...
ამოიჩურჩულა ბიჭმა
-ახლა კი, მაგრამ...ანამარიას შემდეგ, გოგოს არც გაკარებიხარ...
-მაშინ ბავშვი ვიყავი...ვერ ვხვდებოდი...
-ანუ რას ამბობ გატაცება იყო?
-კი...მაგრამ ახლა ეს გოგო ლიკა...არა არ ვამბობ, რომ მომეწონა უბრალოდ, რაღაც იყო...
-ანამარიაზე რას გრძნობ?
-მეზიზღება!
-მან არც იცოდა, რომ გიყვარდა...
-და მე შტერი ვიყავი ეგეთი გოგო რომ შემიყვარდა...
-კი შტერი ახლაც ხარ...
-მოკეტავ?
-არა! ახლა მითხარი ის გოგო სად, როგორ, რნაირად, გაიცანი...

ჩემი გოგო ხარ!💗Donde viven las historias. Descúbrelo ahora