9 ნაწილი

50 11 51
                                    

დათომ თემო რასაცქვია დააძინა, ისე ამშვიდებდა ბიჭს ჩაეძინა, მერე კი ეგრევე სამზარეულოში გავიდა და ფიქრი დაიწყო,
-რა ვუშველო ამ ბიჭს...
ჩაფუქრდა და ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, ხოლო იქ, რომ
"ლიკა💗" დაინახა სიხარულისგან გაეღიმა, ტელეფონი აიღო
-გისმენ ლიკა?
-დათო, თემო რატო არ არის, ხო არ იცი?
-ცუდად იყო დაა...
-რა სჭირდა...
-შეუძლოთ იყო და ჩემთანაა ახლაც, ჩაეძინა...
-შეიძლება მოვიდე?
უეცრად კითხა გოგომ, ბიჭი დაიბნა, მაგრამ გაეხარდა, ეგრევე უთხრა
-მოდი! მისამართს მოგწერ!
ტელეფონი ლიკამ გათიშა, ბიჭმა კი მაშინვე ჩაუგდო მისამართი, მერე კი ღიმილით დააჩერდა ტელეფონს, მალე ზარის ხმა გაისმა, დათო ეგრევე წამოფრინდა და ამ გაქცევაში, ფეხი მაგიდას მწარედ მიარტყა, ისე ეტკინა სახე დაჭმუჭნა, მაგრამ ასკინკილით მივიდა კართან და გააღო, გოგომ შიშით შეხედა, ბიჭმა ასე დამანჭული სახით ანიშნა, შემოდიო...
-რა დაგემართაა?!
ხელი მოკიდა გოგომ ძლიერად, ბიჭმა შეხედა
-მაგიდას მივარტყი....
-ვააიიი...გადაგიტრიალდა?! ექიმთან წავიდეთ მოდი...
ანერვიულდა გოგო, ბიჭმა გაიღიმა, გოგოს სახეზე ორივე ხელი შეახო და ლოყებზე ხელებით ნაზად უჩქმიტა, მოეფერა,
-არ ინერვიულო, გამივლის...
-კა...კარგი...თემო სადაა?
-ძინავს...
-მოდი ექიმთან წავიდეთ რა მაინც...
საყავრლად და ნერვიულად შეხედა გოგომ, ბიჭს გულში ისე გაუხარდა გოგო, რომ მასზე ღელავდა, ფეხის ტკივილიც დაავიწყდა, თბილად გაუღიმა
-არა ლიკა, არ მჭირდება ექიმი, ნუ ღელავ...
-კარგი ხო...
ამოიჩურჩულა გოგომ, უცებ ტელეფონზე რაღაცამ დაიწკაპუნა, ლიკამ ამოიღო ტელეფონი და დახედა, უცებ შეეცვალა ხასიათი წამოიწუწუნა და გაბრაზებულმა ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში, დათომ უცნაურად შეხედა, მხოლოდ ის დაინახა, რომ ვიღაცამ მოწერა და სახელსაც მოკრა თვალი, ალექსი ეწერა...
-რა მოხდა?!
-არაფერი...
-კაი რა მითხარი გთხოვ...
-არაფერიათქო!
უთხრა ყვირილისავით და ოთახისკენ წავიდა, ფრთხილად შეაღო კარი, თემო ღვიძარი დახვდა, საწოლში იჯდა, სახე ხელებში მოექცია და ეტყობოდა, რომ ფიქრობდა,
-თემო?
-ლიკა?
ხმით იცნო ბიჭმა და ეგრევე შეხედა
-აქ რა გინდა?!
გოგომ კარი მიკეტა და თემოს გვერდით ჩამოუჯდა
-ცუდად ხარ?!
-კი...
-რა გჭირს მითხარი...
-არაფერი...
-მითხარითქო!
-არაფერითქო ვააა!
-ვიცი, რომ ელეენეს ეხება...
-მოიცა მოგიყვა?!
-კი...
-მეგონა გონებიდან ამოშლიდა...
-გიყვარს?!
-არა...
-სიმართლე მითხარი!
-არათქო ვაა!
გოგომ სახე მოაბრუნებინა და თვალებში ჩახედა, თვალებით ანიშნა ვერ მომატყუებო
-მიყვარს...
ამოიჩურჩულა ბიჭმა და თავი ჩაქინდრა...
-მერედა როგორ...
-რამდენი ხანია?!
-2 წელია...
-აქამდე რატო არ მითხარიიიი?!
-მისი დაქალი ხარ...ეტყოდი...
-და რაიცი, რომ იმას არ უყვარხარ?!
ამის გაგონებაზე ეგრევე აყირადვა ბიჭი და საწოლიდნა გადავარდა
-რააა?!
წამოიყვირა და ოთახში დათო შემოვარდა, თემოს დანახვაზე სიცილი აუტყდა, ლიკაც იცინოდა
-თქვენ რანაირი მეგობრები ხართ, არ უნდა ამაყენოთ?!
თვითონაც ევინებოდა ბიჭს, ნელა ადგა
-ლიკა რას მეუბნები ანუ?!
-არ იცის თვითონაც მარა ფიქრობს...შენზე ფიქრობს...
-ვაიმეეეეე! დათო გაიგონე?! ფიქრობსო!
წამოიყვირა ბიჭმა და ძმაკაცს ეგრევე ჩაეხუტა, დათომ გოგოს შეხედა და  მასზე აკრულ თემოზე ანიშნა, ეს ვერააო
-კაი დამშვიდდი...
-ვაიმეე წავედი მეე!
წამოიყვირა ეგრევე
-სად მიდიხარ?!
-არვიცი! სადმე! ემოციებისგან უნდა დავიცალო!
ამოიყვირა ბიჭმა და ეგრევე გავარდა, დათომ კი ლიკას შეხედა
-ვინ მოგწერა წეღან?!
შეხედა გოგომაც და თვალებში შეატყო ბიჭმა, რომ არ ესიამოვნა ეს კითხვა...გოგომ ხელების წვალება დაიწყო და ჯერ, რომ არავისთვის მოუყპლია, ისეთი ისტორიის მოყოლა დაიწყო...
-2 წლის წინ ქუთაისში ვიყავი ჩასული...იქ ერთი ბიჭი გავიცანი...აალექსი...მე...რავი მე მეგონა, იმის მერე კონტაქტი აღარ გვექნებოდა....და ისე გაქრებოდა ვითომ არც ყოფილა....ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, ცხოვრებაში...მაგრამ მალე თბილისში, რომ ჩამოვედი ისე ქნა, რომ მიპოვა...სახლში მომაკითხა...და...და მითხრა, რომ ვუყვარვარ...ეს ყველაფერი არაა, კოცნა დააპირა და ისე ამოვცხე...
-ლიკა დამშვიდდი მოიცა...
გვერდით მიუჯდა ბიჭი და თავზე ხელი დაუსვა გოგოს, გოგომ მხარზე მიაყრდნო თავი
-მეზიზღება ეგ ბიჭი...ახლა მწერს, რომ მოვენტრე...მას შემდეგ ბევრჯერ შემხვდა და მითხრა, ბოლოს ჩემი გახეებიო...მეშინია დათო...
ისეთი თვალებით ახედა გოგომ, დათომ მაშინვე შუბლზე აკოცა...
-ჩუუუ ყველაფერი კარგად იქნება...მაგ ბიჭის ნომერი მომეცი...
-შანსი არააა შენ ვერ გაგრევ...
-არ მიკითხავს გამრევ თუ არა, მე ნომერი გთხოვე...ამიტომ მომეცი მე მივხედავ...აღარ ინერვიულო...დამპირდი, რომ არ იდარდებ...
-გპირდები
-ჩემი დამჯერი...
ამოიჩურჩულა და გოგოს ისევ აკოცა შუბლზე

ჩემი გოგო ხარ!💗Where stories live. Discover now