თავი II - ახალი

250 33 0
                                    

მეორე დღეს მისი კვალი გაქრა... გაქრა მისი ნივთები კარადებიდან, მისი ნამუშევრაბი კედლებიდან, თითქოს იქ არც კი ყოფილაო, ყოველი დასაფლავების შემდეგ ქრებოდა ყველაფრეი რაც დაკარგულების გახსენაბაში დაგვეხმარებოდა, თითქოს ასე უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ იყო. ისევ მშვიდობიან ყოფას მიეცნენ საუთ-ბენდის მცხოვრებნი, ცხოვრება გაგრძელდა, ყველას გულში იქნება 4 გარდაცვლილის ნაპერწკალი, მათ მეგობრებში, მათ მშობლებში, მასწავლებლებში. ყველა ამჩნევდა რაღაც საეჭვოს, მაგრამ ხმის ამოღება არავის უნდოდა...

 ყველა ამჩნევდა რაღაც საეჭვოს, მაგრამ ხმის ამოღება არავის უნდოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ახალი გადმოვიდა ზუსტად მეორე დილით. როგორც გითხარით ეს ცოდვილების ქალაქია, ნეტავ რა აქვს ლილი როჯერს ისეთი დასამალი, რომ მოუწია ნიუ-იორკის დატოვება და პატარა ქალაქ საუთ-ბენდის სკოლაში გადმოსვლა ?! თანაც იმ კლასში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ 4 ადგილი გათავისუფლდა?!. პენი ამ კითხვებით მიუახლოვდა დაბნეულ, უცხო გოგონას:

-გამარჯობა, ალბათ პენი. მე ლილი როჯერი ვარ ახლახანს გადმოვედი - თქვა ლილიმ, ლილი ლამაზი გოგო იყო, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ლამაზიც, მწვანე თვალები, ყავისფერი თმა, მოდური კაბა, ელეგანტური გამოხედვა, მისი სილამაზის მიუხედავად იგრძნობდი რომ რაღაცას მალავდა, ეს მის ყალბ ღიმილში და ეჭვიან გამოხედვაში ჩანდა. მანჰეტენის განებივრებულ გოგონას სოფლის სკოლაში არაფერი ესაქმებაო, ფიქრობდა გულში.

-დიახ გამარჯობა! მე პენი ვაითი ვარ, სკოლას დაგათვალიერებინებ! - პენიც ლამაზი გოგონა იყო მაგრამ ლილისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ქერა აწეული თმა, საყვარელი ჩაცმულობა, დიდი ცისფერი თვალები, მიხვდებოდი რომ პენისთან მეგობრობა ბევრად მარტივი იყო, ღია, გახსნილი და მეგობრული ჩანდა, ვერ იფიქრებდით გუშინ ბავშვობის მეგობარი დაასაფლავაო, ეტყობოდა სევდის ჩაკვლა ეხერხებოდა, ახლა კი დიდი და ლამაზი ცისფერი თვალები მთლიანად ლილისკენ იყო მომართული- მითხარი ლილი, რატომ გადმოხვედი საუთ-ბენდის სკოლაში?

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now