თავი XII- სალაზარი

126 22 0
                                    

პენის სახლი.დილის 8საათი, სკოლაში წასვლამდე. ლილი, ბრედი, ლიზა, ნიკი და პენი პენის ოთახში არიან:

-ხვალ შაბათია.- თქვა პენიმ, მაგრამ მას პასუხი არავინ გასცა.

-ხვალ შაბათია, ვინმე მოკვდება.- თქვა პენიმ და თავი ხელის გულს ჩამოაყრდნო, თვალები დახუჭა და იფიქრა იქნებ გამომეღვიძოსო.

-გავიგე პენი, ვიცი, გავიგე, რომ ვიღაც მოკვდება, თან სული მოკლავს, ეგ ყველაფერი უშნოდაც ვიცი. - ბრედი.

-მერე რომ იცი რაღაც უნდა ვქნათ, ვერ მივცემთ იმ რაღაცას უფლებას კიდევ ვინმე მოკლას.-პენი

-და რას ითხოს ჩემგან? სულებზე მონადირე კი არ ვარ!

-კარგით, გეყოთ!-შეაჩერა ლიზამ ლიზა- ჩვენ არც ის ვიცით ეს ნიშანი რას ნიშნავს და არც ,,სალაზარი", ჩვენ არაფერი ვიცით...

-ამიტომაც უნდა გავარკვიოთ.-პენი.

-ბავშვებო, გუშინ ბიძაჩემის კაბინეტში ვიყავი და გავარკვიე ვინ არის სალაზარი.-ნიკი

-რა გეჩქარებოდა ნიკ, კიდევ დიდხანს არ გეთქვა ეს უმნიშვნელო ამბავი.- სარკასტულად გადახედა პენიმ.

-ჰე თქვა იქნებ.-ლილი

-მოკლედ, ადრე საუთ-ბენდთან ახლოს, ერთ ტიპს მამული ჰქონდა, ეგდარ სალაზარი ერქვა, ქვრივი იყო, ერთი ქალიშვილი ჰყავდა ავრორა, მგონი მეორე ქალიშვილიც ჰყავდა, ვეღარ მოვასწარი მეტის წაკითხვა.-ნიკი

-ცოცხალია?-ლიზა

-არა, მოკვდა მაგრამ, ავრორა ცოცხალია და ქუალით-სითიში მუშაობს.

-იმ საგიჟეთში ხომ არა ჩვენ რომ მოვინახულეთ?

-ხო, როგორ მიხვდი?

-ჩემი სუპერძალებით -ლიზამ გაიღიმა და წამოდგა. - კარგი, ხომ გახსოვთ როგორ მიყვარს საგიჟეთები, როდის გავდივართ?

-ასე უცბად ვერ წავალთ, ისედაც რამდენიმე დღე გავაცდინეთ თან დღეს მათემათიკის გამოცდაა, ვერ წავალთ.-ნიკი

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now