თავი XV - კლასშიც რაღაც იმალება

133 24 4
                                    

ორშაბათ დღეს ლილიმ, ბრედმა, ლიზამ და ნიკმა შეტყობინება მიიღეს : ,, მოდი სკოლაში, ორშაბათი, 11 სთ." ორშაბათs მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად, სკოლამ გადაწვიდა დაესვენა, ასერომ სკოლაში არავინ იყო. ადამიანის შიშის და უცნობის ვინაობის გარკვევის სურვილმა მეგობრებს სკოლაში მოსვლისკენ უბიძგა. ოთხივე იქ შეიკრიბა. თავიდან ერთმანეთს გაოცებით დააკვირდნენ.

-თქვენც მიიღეთ მესიჯი?- ბრედი

-კი ყველამ.-ლილი

-პენი სად არის?- ნიკი

-ზუსტად შენს უკან.- გამოჩნდა პენი.- მე გავაგზავნე მესიჯები, რომ აქ მომეყვანეთ.

-რატომ?- ნიკი

-რომ ყველაფერზე გველაპარაკა. სკოლა ხომ ამისთვის შესაფერისია, თან როდესაც არავინ გვიშლის ხელს. კლასში წავიდეთ.

ხუთეული თავიანთ კლასში წავიდნინ. სკოლა სამ სართულიანი იყო, მათი კლასი კი პირველ სართულზე იყო განთავსებული.

-ვერ ვიტან ამ ადგილს- თქვა ლიზამ შესვლამდე- მოდი სხვა კლასში შევიდეთ.

-კარგი რა შემოდი.- თქვა პენიმ და ოთახში შევიდა ცოტა ხნის შემდეგ თქვა -ბავშვებო ხელი მეწვის, თან ძალიან.

პენიმ მკლავზე დაიხედა და ნიშანი, რომელიც მღვიმეში გაუჩნდა ცეცხლისფრად გიზგიზებდა. იგივე განმეორდა სხვებთან, ხუთივეს ნიშანი დამწვარს მოგაგონებდათ.

- ბავშვებო, - თქვა ლილიმ- რაღაც დაგავიწყდათ, რატომ კვდებიან ბავშვები მხოლოდ ამ კლასიდან?

-რას გულისხმობ? - დაინტერესდა ნიკი

-რას და ყოველთვის ის მოსწავლეები კვდებოდნენ რომლებიც ამ კლასში სწავლობენ. ამ კლასს რაღაც სჭირს, მგონი... - ლილის სიტყვა ლიზას კივილმა გააწყვეტინა. ლიზა ჩამუხლულიყო და ხელი იატაკზე მისწეპებოდა. ყველა მას დაესია

-ლიზა რა გჭირს?- ნიკი

-იატავი მითრევს. ხელი ძალიან მეწვის და არ მემორჩილება.

-დამეხმარეთ ჩქარა. - იყვეირა პენიმ და სცადა ლიზა ოთახიდან გაეყვანა, მას სხვებიც მიეშველნენ და ლიზა ოთახიდან გაიყვანეს, საკლასო ოთახის კარამდე, დერეფანში. უეცრად ყველას ჩაუცხრა ტკივილი. 

ლილი ისევ შვიდა კლასში, დანარჩენები კი ლიზასთან დარჩნენ ყველასდა გასაოცრად როცა ოთახში მარტო იყო, მისი ნიშანი არ გიზგიზებდა და ხელიც არ ეწვოდა.

-როცა ოთახში მარტო ვარ, ხელი არ მეწვის.- თქვა ლილიმ. -მხოლოდ მაშინ როცა ოთახში ყველანი ვართ გვეწვის ხელი.

შემდეგ იმ ადგილისკენ წავიდა სადაც ლიზა გახდა ცუდად, ეს კლასის ცენტრში მოხდა, მერხებს შორის, ლილი დააკვირდა იმ ადგილს და შეამჩნია რომ იატაკი ამომწვარი იყო.

- აქ იატაკი ამომწვარია.-თქვა მან, მაგრამ არავინ უსმენდა, ყველა ძალიან შეშფოთებული იყო ამ ამბით.

-კარგით წავიდეთ.- თქვა ნიკმა.- ლიზა სიარული შეგიძლია? 

-კი შემიძლია, აი კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ ვიტან სკოლას.-თქვა მან.

-საშინელებაა, აქ კითხვებზე პასუხების გასაგებად მოვედით, მაგრამ ახლა უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა.- თავისთვის ჩაილაპარაკა პენიმ. 

მეგობრები სკოლიდან გავიდენ და თავ-თავიანთი სახლისკენ გასწიეს. პენი მართალი იყო, პასუხების მაგივრად ისევ დასაწყისში დაბრუნდენ, გაჩნდა მეტი შეკითხვა, პასუხიც მეტი იყო საპოვნელი. იპოვიან პასუხებს, ან ამოხსნიან საქმეს?! მთავარ შეკითხვად კი მაინც ეს რჩებოდა...









სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now