თავი IV- გულისწასვლა

179 32 6
                                    

მეზობლებმა სასწრაფოსა და პოლიციაში დარეკეს, პენი გონს განყოფილებაში მოვიდა, მხოლოდ ის ახსოვდა , რომ თავქუდმოგლეჯილი მირბოდა და შემდეგ, შემდეგ სრული სიბნელე, ახლა კი მას თითქოს ვერავინ ამჩნევს, ტირის, კივის, ყვირის, მაგრამ თითქოს ის არც არსებობს, ჯერ კიდევ ამ ფიქრებში იყო როცა ბოლოს და ბოლოს გამოერკვა ილუზიებიდან და გამოფხიზლდა, მაგრამ ახლა ხომ სიკვდილი ერჩივნა სიცოცხლეს, მას ხომ ჯერ არ გაეანალიზებინა, რომ ადამიანი, ვინც ყველაზე ძალიან უყვარდა, ახლა მკვდარი იყო. პენი კი იჯდა განყოფილებაში მომლოდითეთათვის განკუთვნილ სკამზე და სრულ პარალიზში მყოფი ვერც ინძრეოდა და ვერც რამეს ამბობდა, არადა რა კარგი იქნებოდა ახლა ბოლო ხმაზე რომ დაეყვირა, თითქოს ეს ყველა პრობლემას მოუხსნიდა, თუმცა ის მხოლოდ თავში სისხლის ჩაქცევას და ძარღვების ადუღებას გრძნობდა ორგანიზმში,  გარედან კი კინულის დიდი ლოდი ედო და სულ მთლად იყინებოდა. პენი ჯერაც შოკში იყო, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეეძლო. ასეთ მდგომარეობაში ერთი წუთი მთელ საუკუნეს უდრის, ასე რომ ვერ გეტყვით რამდენი ხანი გაატარა პენიმ ამ მდგომარეობაში, თუმცა სანამ დასაკითხ ოთახში შეიყვანდნენ ეს დრო მარადისობად გაიწელა.

-პენი რამე გახსოვს? - ეკითხება შერიფი პენის ერთი და იგივე შეკითხვას უკვე მეხუთედ მაგრამ პასუხი მაინც დუმილი რჩებოდა.

-მან დამირეკა. - როგორც იქნა თავს ძალა დაატანა და ლურჯი ტუჩები ოდნავ გაამოძრავა

-რაზე გელაპარაკებოდა? - ახლა სხვა შეკითხვის ჯერი დადგა, მაგრამ შერიფი ისევ უსარგებლოდ ტკეპნიდა ერთ ადგილს და აქეთ იქით ამა თუ იმ სიტყვას ისროდა.

- არ, არ მახსოვს. - ისევ წაილუღლუღა პენიმ და ჩვეულ მდგომარებოდას დაუბრუნდა, უეცრად გონებაში რაღაც ამოუტივტივდა, ეს იყო ემას უსულო სხეული, რომელიც სასტუმრო ოთახში უგონოდ ეგდო, სახლიდან კი მისი კივილის ექო ჯერაც არ გასულიყო. ამ მომენტის გახსენებაზე პენიმ დაიკივლა, და შემდეგ ისევ ის სიცარიელე დაუბრუნდა, გამოღვიძებამდე რომ დაეუფლა.

 ამ მომენტის გახსენებაზე პენიმ დაიკივლა, და შემდეგ ისევ ის სიცარიელე დაუბრუნდა, გამოღვიძებამდე რომ დაეუფლა

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.


პენი საკაცით გაიყვანეს, მეგობრები კი, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს და გაურკვევლები ერთმანეთს უყურებდნენ, პენის დანახვისას შეკრთნენ

- პენი კარგად ხარ? რა მოხდა?!- წამოიძახა ოთხივემ, ლიზამ, ნიკიმ, ლილიმ და ბრედმა, მაგრამ პენი სასწრაფოს მანქანაში დააწვინეს და საავადმყოფოში გააქანეს. ახლა კი ვიღაცას უნდა ეთქვა დანარჩენი ბავშვებისთვის სიმართლე: თუ რა დაემართა პენის, სად არის ემა, ან რატომ მოთქვამს ემას დედა გვერდით ოთახში და რატომ ნატრობს სიკვდილს?! და აი დარეკეს საავადმყოფოდან, ექიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ემას გულის ამუშავებას საბოლოოდ დანებდა - სიკვდილის დრო 11 საათი და 33 წუთი, ემა საბოლოოდ დავკარგეთ, და მაშინ ყველაფერი გაირკვა, ვინ ამბობს რომ მწარე სიმართლე სჯობს ილუზიას? იმ მომენტში, მართლაც არავის გახარებია სიცოცხლე, რადგან ასეთი სიცოცხლე რამდენიმე წუთის წინ სამუდამოდ დაიკარგა...

არავის არაფერი უთქვამს, გარდა შერიფისა რომელიც ყველაფრის ახსნას შეეცადა, იმ ღამეს ყველა ერთიანად გაიტრუნა, იმ ღამეს თითქოს საუთ-ბენდიც ემასთან ერთად მოკვდა. იმ ღამეს მხოლოდ ოთხნი დარჩნენ. თითოეული მათგანი მიხვდა, რომ თუნდაც ემასთვის ეს საქმე მათი მოსაგვარებელი იყო...


გამარჯობა მეგობრებო! იმედია მოგწონთ ჯერჯერობით საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. თუ მოგწობთ სიუჟეტი : 1. comment 2.vote 3.follow me :) და დამიწერეთ კომენტარებში თუ ღირს გაგრძელება :)

სიკვდილის მუსიკაTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang