თავი XIII - ისევ შაბათი

138 22 0
                                    

ისევ მოვიდა შაბათი, ალბათ მიხვდით ეს რასაც ნიშნავს, თუ არა და რატომ კითხულობთ ამ მოთხრობას?! დიახ ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი განმეორდება, ისევ მოკვდება ვიღაც. ლილის, ბრედს, პენის, ლიზას და ნიკს სწორედ ეს ფიქრები არ აძინებდათ ღამით და მოსვენებას არ აძლევდა დღისით. მეგობრები დილიდან შეუდგნენ გეგმის შემუშავებას, რა უნდა ეღონათ კლასელების გადასარჩენად.

-დღეს ყველა ერთად შევიკრიბოთ, იქნებ ასე მაინც ვერ მოგვწვდეს. - თქვა ლილიმ და მუქი ყვაისფერი თმა ყურზე გადაიწია.

-არა კარგი იდეაა, თუ ყველანი ერთად ვიქნებით იქნებ არავინ მოკვდეს, ყველას ერთად ხომ ვერ მოგვკლავს. ყველა ერთად შევიკრიბოთ დღეს და არამგონია რამე მოხდეს. -პენი

-სულაც არა, ებიგეილმა სარა პარკერი ალისას თვალწინ უმოწყალოდ მოკლა. -ნიკი

-სხვა იდეა მაინც არ გვაქვს, ესეც რომ არ ვცადოთ, ხვალ მეექვსე გასვენებაში მოგიწევს წასვლა. დღეს მარტო ვიქნები, აქ შეგვიძლია ყველას დაპატიჟება, ნიკ შეგიძლია ყველას დაურეკო?

-და რა ვუთხრა, რატომ გეძახითო?!

-რაც გინდა ის მოიფიქრე მთავარია ყველა მოვიდეს, ათ საათზე თქვენც აქ იყავით.

ალბათ ყველას გაქვთ კვირის ისეთი დღე რომლის გათენება განსაკუთრებით არ გსიამოვნებთ, ზოგჯერ იმიტომ რომ ბევრი გაკვეთილი გაქვთ სამეცადინო, ან იმიტომ, რომ რომელიმე კლასგარეშე აქტივობაზე წასვლა გეზარებათ. იმ დღეზე რაღას იტყვით, როცა თქვენი მეგობარი უნდა გარდაიცვალოს?! დაფიქრდით იმ დღეზე როცა თქვენი საყვარელი ადამიანების რაოდენობა მცირდება და ეს ხდება არა წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველ ერთ კვირის დღეს. ყველაზე რთული ჩვენი ხუთეულისთვის იმის გაანალიზება იყო, რომ მათ ზუსტად იცოდნენ დრო, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ, არ შეეძლოთ მეგობრების დახმარება და უსმენდნენ მათ ბოლო ამოსუნთქვას. 

სიკვდილის მუსიკაWhere stories live. Discover now