თავი 1

265 23 7
                                    

ტკივილი.
აი რა ვიგრძენი შენი სახელის გაგებისას.
ცრემლები.
რომლენიც არასდროს გამოჩენილამ ჩემს თვალებზე, ახლა შენი სიტყვების გამო იკვალავენ გზას ღაწვებისკენ.
და თვალები, რომლებიც ბავშვური უმანკოებით იყო სავსე, უშენობით ახლა ისინი სამუდამოდ ჩაამქვრალნი არიან...
-----------------------------------------------------------

ჩვენი ისტორია?..

ის განსხვავებულად დაიწყო.

ჟინი.

უცნაურია არა?

მინსოკი, რომელსაც სიყვარულის არ სწამდა და სხვის ვითომდა გრძნობებს გულში აბუჩად იგდებდა.

რატომ?

რადგან მისი მხოლოდ გართობის მიზნით ნათქვამი 'მიყვარხარ', საკმარისი ხდებოდა მაშინათვე მისი მსხვერპლის გრძნობებს ასაღვივებლად.

სასაცილოა არა?

შეგიყვარდეს პირველივე გამვლელი ვინც ამ ერთ უბრალო სიტყვას გეტყვის.

ეს ყველაფერი უბრალოდ თამაში გახდა მისთვის.

გრძნიბებით თამაში.

გაეხადა ყველა მისი, ვინც მის ინტერესს გააღვივებდა.

ის ადამიანია, რომელიც არ გრძნობს და მუდამ მარტოა..

მეორე მხრივ კი სეჰუნი.
ადამიანი, რომელიც სერიოზულად არაფერს აღიქვამდა და რომლისთვისაც მისი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა ყოველთვის წინა პლანზე იდგა.

ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთის ამოუცნობი ფიქრებით დატვირთულ გონებაში დაიკარგნენ.

მათი პირველი უხეში კოცნა, რომელსაც არანაირი გრძნობა ედო საფუძვლად, ნელ-ნელა ინტერესში გადაიზარდა.

'ის განსხვავებულია..'

ინტერესიდან კი ვნებაში.

მათი მთრთოლვარე სხეულები ერთმანეთს ვერ სწყდებოდნენ.
მათი გონება კი მოგუდული ხმით ყვიროდა:
'ის არის!'
მაგრამ ამ ყვირილს ორივე მათგანის ჩუმი კვნესა ფანტავდა ღამის სიჩუმეში.

BreathWhere stories live. Discover now