თავი 2

127 19 2
                                    

დღეები გადიოდა. მინსოკი თავს ირწმუნებდა, რომ უმცროსის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი არ ანაღვლებდა, მაგრამ გონებება და მარტოობა უფლებას არ აძლევდა მასზე ფიქრი შეეწყვიტა.
სეჰუნი ყველგან ჩნდებოდა...
მოჩვენებასავით..
მომღიმარი მაკნე ხელს უქნევს უფროსს და სიცილით მორბის , მინსოკს ეღიმება, ხელებს შლის ჩასახუტებლად, მაგრამ მისი სხეული შეხებამდე ქრება..
ახლა ის სამზარეულოში გაჩნდა...
შიშველ სხეულზე წინსაფარი აუკრავს და ღიღინით ჩაჰკირკიტებს რეცეპტების წიგნს.
აი შეამჩნია მასზე მიშტერებული თვალები და ყურებამდე გაღიმებული ორთქლდება..
ახლა კი...
ის საწოლზე წევს..
აწითლებული და აცრემლებული თვალებით, სწრაფად დგება და ლასლასით კარებში უჩუნარდება..
მინსოკმა ხელი გულზე ძლიერად მოიჭურა.
-რა ჯანდაბა მჭირს...

ტუჩზე ძლიერად იკბინა, საწოლზე მოწყვეტით დაეცა და ხელი ადგილზე გადაატარა, სადაც რამდენიმე წამის წინ აცრემლებული სეჰუნი იწვა..

-დაბრუნდი...მე მარტო ვარ..

შიუმინმა ჩაიჩურჩულა და ათრთილებული ხელი თვალებზე აიფარა.

-ისევ მარტო ვარ...
სულ მარტო...

ქუთუთოები ნელნელა დამძიმდნენ.
სხეულმა თრთოლვა შეწყვიტა.
მინსოკის აფორიაქებული გონება კი თითქოს და სიმშვიდეს მიეცა..

სიბნელე...
'რა ხდება?..
სად ვარ..'
და ვიღაცის სულისშემძვრელი ყვირილი...
'ეს ეა იყო!!'
მინსოკს სისხლი გაეყინა.
ეს ხმა..
ეს ხმა!!
ფეხები აუკანკალდა და მთელი სისწრაფით ხმისკენ გაიქცა.

-აქ არის ვინმე?!

ირგვლივ სიჩუმე ჩამიწვა.

-ჰეიი!!!

მინსოკი ბოლო ხმაზე ღრიალებს და სირბილს არ წყვეტს.

ჩიხი.

გზა აქ ჩერდება.

სიბნელეა...
არაფერი ჩანს..

ბიჭმა თვალები მოჭუტა რამის გასარკვევად, მაგრამ უშედეგოდ...

BreathWhere stories live. Discover now