[2] მაცდუნებელი

2K 197 106
                                    


ჯსჯაჯდჯჯს

იდკ რასვაკეთებ!!!

_______________________

2018წ. იანვარი.

"უფრო ძლიერად!" ყვირის იუნგი და დაბურული თვალებით ათვარიელებს თეჰიონს. "თეჰიონ უფრო ძლიერად! მიდი! მოინდომე!"

ოთახი ბიჭის ქშენის ხმითაა სავსე, წითურის მთელი სხეული ოფლში იწურება და მთლიანად კანკალებს. გრძნობს როგორ წყვეტენ მისი კუნთები მუშაობას.

"კარგი, დაისვენე, წითელთავავ" ჩაიცინა იუნგიმ და ძალა გამოცლილი ბიჭიც იქვე იატაკზე გაიშხლართა.

თეჰიონი დაბინდული თვალებით აჰყურებდა მის ზემოთ აღმართულ ტომარას, რომელსაც ბოლო ოთხი საათი გაუჩერებლად ურტყავდა.

"მიხარია, რომ უფრო და უფრო ძლიერდები თე, აღარ მინდა, რომ იგივე გამეორდეს და შენი სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდეს" ღიმილით დაწყებულ წინადადებას შესამჩნევი ღელვით ამთავრებს უფროსი

"ნუ იღელვებ ჰიუნ, ხომ არ დაგავიწყდა რომ დაუმარცხებელი დუეტი ვართ" ამაყად ამოთქვამს სუნთქვებს შორის

"აჰ, ეს ბავშვი" თვალებს ატრიალებს უფროსი და იქვე კუთხეში მიმდგარ საწოლზე ხტება.

"მაინც ვერ ვხვდები სავარჯიშო ოთახში საწოლი რატომ დადგი"

"იმიტომ, რომ დავიძინო, დაჰ!" სარკაზმით გაჟღენთილი ხმით ამოთქვამს ბიჭი და თეჰიონი პასუხის გაცემასაც ვერ ასწრებს, რომ უკვე ძილში ეშვება.

"ვერ ვხვდები ასე მალე როგორ იძინებს" დუდღუნებს და ახურებულ სახეს იატაკს აწებებს.

***

"ვი! გამოადგი ფეხი!" სიცილით იძახის იუნგი და ნაყინის დახლზე აკრულ ბიჭს ბარისკენ მიათრევს

ალბათ გასაკვირია ის, რომ უფროსი ხან 'ვიდ' მოიხსენიებს წითურს და ხან 'თეჰიონად'. ეს იმიტომაა, რომ თავიანთი ნამდვილი ვინაობა დამალონ, რათა ზედმეტი საფრთხე არ შეიქმნან. ამისთვის კი გამოგონილი ზედმეტსახელები იდეალურია.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now