[11] მოგონებები

1.8K 197 86
                                    


unedited

ჰეი გაიიიზ მომენატრეთ^^ იმედია ელოდებოდთ მოთხობას:333

  ისიამოვნეთ>>>>

_______________________________________________________

"წითელო?" დილით თეჰიონს ნაცნობი ხმა აღვიძებს და თვალებს ნელა ახელს. ძახილი კიდევ რამდენჯერმე მეორდება და ბიჭიც ნახევრად მძინარე მიდის კარისკენ და დაუფიქრებლად აღებს, თუმცა მაშინვე ფხიზლდება როდესაც ჯონგუკის მუქ თვალებს ეჩეხება.

სუნთქვაგახშირებული ნელა იხევს უკან, რაზეც ვამპირი ხმადაბლა ოხრავს.

"ბოდიში გუშინდელის გამო. გეფიცები აღარ განმეორდება, თავს გავაკონტროლებ, კარგი?" ნაზად ამოთქვამს და თეჰიონს სახეზე პატარა ღიმილი ეკრობა.

"უკეთ ხარ?" დილის ბოხი ხმით ეკითხება და ჯონგუკი ფიქრობს, როგორ შეიძლება ასეთი ნაზი გარეგნობის ბიჭს ასეთი ხმა ჰქონდეს.

"ჰო.. არ გინდა ვცადოთ.. გამოვცადოთ ჩემი გამძლეობა?" ეშმაკურად კითხულობს რაზეც თეჰიონი წარბებს კრავს.

"როგორ?"

"ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს" და ვამპირი ელვის სისწრაფით აკრობს წითურს კედელზე, მერე კი სახეს მის კისერში რგავს და კოცნების დატოვებას იწყებს. თეჰიონი არეულ სუნთქვას უშვებს როცა ვამპირი კანზე ენას უსვამს და აქა-იქ სველ კოცნებსა და ჩალურჯებებს უტოვებს. ჯონგუკის მკლავები კანკალს იწყებენ და თეჰიონს შიში იტანს.

"ჯონგუკ.." ჩურჩულებს თუ არა ვამპირი უკან იწევა და ბიჭი ხედავს მის თვალებში აბრიალებულ წითელ ფერს. კანზე ყველა ძარღვი დაჭიმული აქვს, ხელები უკანკალებს. თვალებს მაგრად ხუჭავს, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს და თეჰიონი მოთმინებას კარგავს.

"გუკ.. გთხოვ, უნდა წახვიდე.. ცუდად ხარ.. ნამჯუნს უთხარ-"

"ამას შევძლებ" კბილებს შორის ცრავს და ხელებს მაგრად აყრდნობს კედელზე, თეჰიონს კი მათ შუა იქცევს. "შენს სურნელს გავუძლებ... არ გიკმენ" უფრო მეტად საკუთარი თავის გასაგონად საუბრობდა ვიდრე თეჰიონის და ამას წითურიც  ხვდებოდა.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now