ჰო, მეტი ქრინჯი სახელი ვერმოვიფიქრე^დასაედითებელია ჰოჰო
________________________________________________________
"მადლობა ღმერთს, ცოცხლები ხართ" არის პირველი რაც სახლში შესვლისთანავე ესმით და ჯინის დრამატულ გამოხტომაზე ყველა თვალებს ატრიალებს.როცა ჯონგუკი და თეჰიონი მისაღებში აბიჯებენ, იუნგი უკვე დივანზეა წამოწოლილი, გვერდით კი აწითლებული ჯიმინი უზის.
ჰობი რატომღაც კვლავ ყვავილების მაგიდაზეა შემომჯარი და როცა ჯონგუკის დაბნეულ მზერას იჭერს, ეს ადგილი მომწონსო, თვალების ბრიალით ჩურჩულებს და კვლავ დანარჩენებზე გადააქვს ყურადღება.
თეჰიონი ყველანაირად ცდილობს თვალის კონტაქტი აირიდოს ჯონგუკთან, რასაც უმცროსი ეშმაკური ღიმილით და თავის ქნევით პასუხობს.
"ვინმე რამის თქმას აპირებს?" საბოლოოდ ამოთქვამს ნამჯუნი "რა მოხდა მისიაზე?"
ჯიმინს მთელი სხეული ეძაბება და გვერდულ მზერას აპარებს იუნგისკენ, თუმცა ღრმად ოხრავს როცა ბიჭისგან ხვრინვის მეტს ვერაფერს იგებს. როგორ შეეძლო იუნგის ასე მშვიდად ყოფნა?
*flashback*
*ჯიმინის თვალთახედვა*"იუნგი, ბაზაში შეხვედი? გუკი და თეჰიონი უკვე კარებთან არიან"
"ჰო შევედი" თვალების ტრიალით ამოთქვამს და ცივად აქნევს თავს.
რა ჯანდაბაა? გასაგებია, რომ ვამპირები არ მოსწონს, მაგრამ ხომ შეუძლია თავი მაინც შეიკავოს რომ გული არ მატკინოს?
"კი, კამერები უკვე გათიშულია, შეგიძლიათ შეხვიდეთ" ვჩურჩულებ და ღრმა ოხვრას ვუშვებ.
"იუნგი ასე რატომ იქცევი? ვიცი, რომ ვერ-"
"სხვათა შორის გამაღიზიანებელია ჯონგუკს გუკს რომ ეძახი" მშვიდად ამოთქვამს და ლეპტოპში ქექვას განაგრძობს.
დაბნეული და თვალებგაფართოებული შევყურებ მის გრძელ თითებს, რომლებიც კლავიატურაზე მოძროაბენ, ბოლოს კი თავს ვიქნევ და სიცილნარევ სუნთქვას ვუშვებ.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...