[36] მებრძოლი სულის ანგელოზი

1.2K 155 62
                                    


უკვე ორი თავი მაქვს დაწერილი და ვერ გადავასწორებ, უბრალოდ იცოდეთ, რომ შაინის ჯონჰიონი არ მოისაზრება ამ პერსონაჟში. უბრალოდ თავად წარმოიდგინეთ ეს პერსონაჟი. მადლობა^.^


________________________
სიცივე ერთადერთია რასაც გრძნობს. ისე შემაძრწუნებლად ეხვევა მთლიან სხეულზე ეს გრძნობა, რომ აღარ იცის რეალობაშია თუ საზარელ კოშმარში.

თვალებს გაჭირვებით ახელს. მხოლოდ ის უნდა, რომ პირველი რასაც დაინახავს თავისი მეწყვილის თვალები იყოს, თუნდაც სიბნელით შთანთქმული, მაგრამ მაინც მისი.

ყველაფერს, ყველაფრის დანახვას ელოდა ჯონგუკი თვალების გახელის შემდეგ, სრულიად ყველაფერს, მაგრამ არა მის მომღიმარ სახეს. ვამპირი წამოდგომას ცდილობს, თუმცა ახლაღა ამჩნევს, რომ მთლიანი სხეულით სკამზეა მიბმული.

"შენ?" უემოციოდ ამოთქვამს და გოგონას სახეზე დაბნეულობა ესახება.

"გუკი..." ჯონგუკს უსიამოვნო გრძნობა უვლის ტანში, ასე ჰგონია ახლა გული აერევა მისი ბაგეებიდან ამ სახელის გაგონების შემდეგ.

"ასე ნუ მეძახი, ეს მხოლოდ ერთ პიროვნებას შეუძლია და ეს შენ არ ხარ" ბიჭის ტონი ცივია, ცივი და სასტიკი. ისეთი ძლიერი ჩანს.. ისეთი უემოციო.. მხოლოდ თვითონ იცის როგორი დაუნდობელი ემოციური შტორმი მძვინვარებს მასში.

"ოჰ.. შენს სათამაშოს გულისხმობ?" დამცინავად ამოთქვამს გოგონა და მასთან ახლოს სკამზე გამომწვევ პოზაში ჯდება. "კარგი რა.. ყველამ იცის, რომ მხოლოდ მე გინდივარ გუკ.. ყველამ იცის, რომ ნებისმიერ რამეზე ხარ წამსვლელი ჩემთან ყოფნისთვის"

"ვიყავი, ვიყავი ჯოი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა"

"შენი არ მჯერა" ტუჩებს პრუწავს გოგონა და ჯონგუკისკენ ნელა იწევს, მერე კი მის კალთაში ეშვება.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now