[1] New home

1.3K 60 4
                                    

თვითმფრინავის კარი გაიღო. კიბის პირველ საფეხურზე ფეხი დავდგი და ცას ავხედე. მწველი მზე მანათებდა და ნიავი თმებს მირევდა. მთელი მგზავრობის განმავლობაში ვფიქრობდი ახალ ცხოვრებაზე. ის ძალიან მაშინებდა, რადგან არ ვიცოდი ახალ გარემოს როგორ შევეგუებოდი, ან ჩემს ახალ კლასელებს, რადგან ადრე ჩემთან არავინ მეგობრობდა. რათქმაუნდა მყავდა დაახლოებული ადამიანები, მაგრამ ნამდვილი მეგობარი არასოდეს მყოლია..
- დაწყნარდი ლეა, ყველაფერი კარგად იქნება- დედამ ხელი ჩამკიდა და კიბეებზე ერთად ჩავედით...
გარეთ ტაქსი გავაჩერეთ, ბარგი ჩავაწყვეთ და დავიძარით.
ჩვენი სახლი ორსართულიანია. მამამ კარები გააღო და შიგნით შევედით. ზევით ავედი, ჩემი ოთახი ძალიან მაინტერესებდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ზუსტად ისეთი იყო, მე რომ ვოცნებობდი.ჩემი ოთახი მივალაგე. ეტყობა დიდი ხანია რაც აქ არავინ ცხოვრობდა, ყველაფერს მტვერი ედო. ბოლოს ამოლაგება დავიწყე. ყოველი ნივთი რაღაცას მახსენებდა, მაგრამ არც ერთი არ უკავშირდებოდა მეგობრებს. ბოლოს ოთახი მოვათვალიერე და საკუთარი ნახელავით კმაყოფილი დავრჩი.

ერთადერთი საქმე დამრჩა, მუყაოს ყუთები უნდა გადამეყარა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ერთადერთი საქმე დამრჩა, მუყაოს ყუთები უნდა გადამეყარა.
- დე გარეთ გავდივარ ნაგვის გადასაყრელაად.
- კარგი და იჩქარე, შენი დახმარება მჭირდება.
-კაიი
გარეთ გავედი. შემოდგომის ერთი მშვენიერი დღე იყო, ირგვლივ ფოთლები ეყარა და ყველაფერს ალამაზებდა. ჩემი საქმე გავაკეთე და უკან რომ ვბრუნდებოდით ვიღაცის ხმა მომესმა
- ჰეეი! - შევტრიალდი და საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბიჭი დავინახე. შავი ჟაკეტი და თავისუფალი სტილის ჯინსი ეცვა. სხვათაშორის, საკმაოდ სიმპატიური იყო. შევხედე და გავუღიმე, რაღაცის თქმაც დავაპირე, მაგრამ ის ჩემკენ წამოვიდა და...
გვერდით ჩამიარა. უკან მივიხედე და მაღალი, ქერა გოგო დავინახე, რომელმაც ყურსასმენები მოიძრო და იმ ბიჭს ჩაეხუტა.
- ჰეეეეი, ჯეიქობ, აქ არ გელოდი.
- არც მეე.. მათი საუბრის გაგრძელება ვერ გავიგონე, რადგან სწრაფად წავედი სახლისკენ.
დებილი ვარ

მოგესალმებით ყველაას💓ეს ჩემი პირველი ფიკია და იმედი მაქვს მოგეწონებათვიცი, პატარა თავი გამომივიდა, მაგრამ მომავალში ვეცდები რომ დიდი თავები დავამატო. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ ამ ყველაფერს და გთხოვთ დატოვეთ კომენტარი ან დაავოუთეთ. თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია😘

P.S. ანუ ეხლა რო ვკითხულობ პირველი რამდენიმე თავი ძააააალიან უაზრო და იდიოტური მეჩვენება(მგონი 5 წლის ვიყავი თავიდან როცა ვწერდი) მარა შესწორება მეზარება და თავიდან თუ არ მოგეწონათ სორიიი🙁🙁🙁♥️♥️♥️♥️♥️♥️

Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now