[38] Pregnancy

199 19 12
                                    

ორი წლის შემდეგ

ტკბილად მძინავს. ძალიან ტკბილად. სიზმარსაც კი ვხედავ მაგრამ რაღაც მაიძულებს თვალები გავახილო. ვერ ვხვდები ეს რითია გამოწვეული მაგრამ ვაიგნორებ და ვცდილობ ძილი შევიბრუნო. თითქმის გამომდის, აი თვალებს ძლიერად ვხუჭავ იმის იმედით რომ კვლავ დამეძინება მაგრამ - *კრრრ... კრრრ.. კრრრ * ჩამესმის ყურებში და საბოლოოდ ვფხიზლდები. ამ მაღვიძარას ხმა უნდა შევუცვალო თორემ ერთ დილით ნერვები მიმტყუვნებს და ამ ტვინის მბურღველი მელოდიის გამომწვევ ტელეფონს კედელს შევაფხშვნი!!! სერიოზულად ვამბობ!

და აი კიდევ ერთი უაზრო დღე იწყება. საათს დავხედე და აღმოვაჩინე რომ ოცი წუთით გადავაცილე დილის რუტინას. ამის მიუხედავად, საზაფხულო პიჟამოების ამარა(რადგან ივნისია) თვალის ფშვნეტით გავდივარ ოთახიდან და დერეფნის ბოლოსკენ მივზოზინებ. სააბაზანოს კარი გავაღე და უცებ გიორგიმ გზა ჩამიჭრა

- დილამშვიდობისა ძილისგუდა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე მოდი, მანამდე კი ძალიან მეჩქარება და მე შევალ თუ წინააღმდეგი არ იქნები - ისე მიაყარა, კიდევ ნახევარი წუთი ვიაზრებდი მის ნათქვამს. ოთახში შევედი და ლოგინზე დავემხე მუცლით.

- ააუჩ - ამოვიგმინე და თვალები დავხუჭე. რა ვქნა! მეძინება! ამ დროს კი ტელეფონმა დარეკა. ბალიშისკენ ავცოცდი და დაუხედავად ვუპასუხე

- დილამშვიდობისა პატარავ

- შენც

- გეძინა ხო? - ჩაიცინა

- მმჰმმ

- ადექი მერე ძილისგუდა

- მმჰმმ

- მჰმ კი არა საათს დახედე, უკვე ვანიდან გამოსული უნდა იყო

- კაი კარგად - გავთიშე და ისევ დავხუჭე თვალები. ტელეფონმა ისევ დარეკა. არ ვუპასუხე. კიდე დარეკა

- კაი კაი მღვიძავს ხოოო უუუფ! - ჩავძახე ტელეფონში და პასუხის მოუსმენლად გავუთიშე. საზიზღარი. სპეციალურად გააკეთა ასე. უნამუსო!!

Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now