[12] Veronica

320 32 0
                                    

როცა გავიღვიძე, მაშინვე ვიცანი ლუკასის ოთახი. გვერდით გადავტრიალდი, რომ ლუკასი დამენახა მაგრამ გამახსენდა რომ აქ არ იყო და ისევ გადმოვტრიალდი.. მისი მაისური ისევ ხელში მეჭირა.
ავდექი, ჩემი შავი ჯინსის შარვალი, მაისური და კეტები ჩავიცვი. სააბაზანოში შევედი და სახეზე წყალი შევისხი. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავის მეთვითონვე შემეშინდა. თვალები ჩალურჯებული მქონდა. თმები შევიკარი, მაგრამ ამან დასიებული სახე უფრო გამოკვეთა და ამიტომ ისევ გავიშალე. ქვევით ჩავედი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ტელეფონი და ჟაკეტი ლუკასის ოთახში დამრჩა და კიბეებს ავუყევი.
რა გჭირს?! რა აბდაუბდასავით დადიხარ?? ისევ თავი ხოარ გტკივა არაა??!!!
ამის გაფიქრება იყო და თითქოს ჩემმა თავმა მიპასუხა მეც აქ ვარო, საფეთქლებში რაღაცაამ მომიჭირა.
- ჯანდაბააა! უკვე დავიღალე, აღარ უნდა მორჩე?!
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, ჩემი ჟაკეტი მოვიცვი. მაგრამ ისევ გავიხადე და ლუკასის ჟაკეტი ჩავიცვი. ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ხელი ჯიბეში ჩავიყავი და სიგარეტი დამხვდა. გაკვირვებული ვუყურებდი, ლუკასი ჯიბეში არაფერს ტოვებს, მითუმეტეს სიგარეტს. გავხსენი. შიგნით ერთი ღერი და სანთებელა იდო. ამოვიღე და თითებში ავათამაშე. ამ დროს დივანზე დავჯექი. ჩანთა გვერდით დავდე და ტელეფონმაც დარეკა.
- ლეა, როგორ ხარ?
- კარგად ნიკ, შენ?
- რა მიშავს. რას შვები, სახლში ხარ? უფრო სწორად ლუკასის სახლში?
- ხო, სახლში ვარ. რაიყო?
- არაფერი, თუ გინდა გამოგივლი და წამოგიყვან.
- კარგი ოღონდ საავადმყოფოში უნდა წავიდე
- კარგი, როდის მოვიდე?
- ერთი ოცი წუთი მჭირდება რომ მოვწესრიგდე - თან სიგარეტს ვუყურებდი და ჟაკეტის შესაკრავს ვაწვალებდი.
- ოქეი, ოც წუთში მანდ ვარ
- კაი გელოდები
- დროებით
გავუთიშე და ღერი ავიღე.
ლუკას, ვიცი ეს არ მოგეწონება, მაგრამ....
არც მე არ მომწონს საავადმყოფოში რომ წევხარ!!
გონებაში თავი გავიმართლე და მოვუკიდე. იმ დღის მერე არ მომიწევია.
ღერი ჩავათავე და ვიგრძენი რომ ყველანაირი დაძაბულობა გაქრა. ფიქრები დალაგდა და თითქოს თავის ტკივილსაც ეშველა.
ნეტა ძაან ბევრი ხოარაა მეორე ჯერზე ერთი ღერი მთლიანად? იმედია არა.. მარა ეს რომ ლუკასმა გაიგოს
დროს უკან დააბრუნებს და სატვირთოს ჩემ თავს გაატანინებს
- ეჰ, ნეტავ როდის დაბრუნდები? მომენატრე!
საათს დავხედე, ნიკის მოსვლამდე კიდევ ათი წუთი დამრჩა. მერე გამახსენდა რომ ლუდის ბოთლი ლოგინთან დავდე და ისევ ოთახში ავედი. ბოთლი ავიღე და ოთახიდან გასვლამდე სარკესთან მივედი, რომელიც კუთხეში მდგარ მაგიდასთან იყო მიყუდებული. მაგიდას დავხედე, რომელზეც წიგნები და რვეულები იყო მიმოფანტული. ბიოლოგიის წიგნი ავიღე და გადავშალე. მივხვდი, რომ ჩემი შეყვარებული მთელ დღეს ლუდის სმასა და გართობაში არ ატარებს - ზოგ გვერდზე ჩანაწერები ვნახე. მერე ლიტერატურის წიგნი ავიღე და მასაც შევატყვე ლუკასის ხელი. ესეც დავდე ერთი პატარა შავი ბლოკნოტი დავინახე. ყდაზე ლუკასის ინიციალები ეწერა. პირველი რამოდენიმე გვერდი ჩანახატებს ეკუთვნოდა. ხო, ლუკასი კარგად ხატავს. ჩემი აზრით, ნიჭი აქვს. შემდეგ გვერდზე გადავშალე და ჩახუტებული წყვილი დავინახე ზურგით. წარწერაც შევნიშნე:

Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now