[29] You are not dead fish

141 21 3
                                    

შინაგანად განადგურებული ვიყავი. ჩემთვის იმის გაგება რომ ამერიკაში, სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი სიკვდილის ტოლფასი იყო.

საწოლზე დავწექი და ჭერს მივაჩერდი.

მათი ნათქვამიდან გამომდინარე, თუ გამოვჯანმრთელდებოდი უკან დაბრუნებას შევძლებდი. რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მაგრამ თუ სიმსივნეს ვერ დავამარცხებდი სიკვდილამდე აქ მომიწევდა ყოფნა.

აქ დარჩენა კი არ იყო პრობლემა. არა! საქართველოში ჩემთვის ძვირფასი ადამიამები ცხოვრობენ.

მაგრამ ლუკასისაგან შორს ყოფნას ვერ გავუძლებ. ძლივს ვიპოვე ადამიანი, რომელიც მთელი არსებით მიყვარს. და მასაც ვუყვარვარ. ონლაინში ურთიერთობას გავაგრძელებთ რათქმაუნდა, მაგრამ მილიონობით კილომეტრი მაინც დაგვაშორებს ერთმანეთს, ათი წელიც რომ გავიდეს, მაინც მოსპობს ის ყველაფერს.

თან ჩემი მეგობრებიც ძალიან მენატრებიან. როგორც იქნა, საბოლოოდ ნამდვილი მეგობრები გავიჩინე და ამ კიბოს უნდა რომ ისევ დამაკარგინოს ისინი!!

სახლიც მომენატრება, სკოლაც, ალექსაც კი ( გოგო რომელიც სკოლაში ამწარებდა)... სიეტლის მოღუშული ქუჩები და ის კლდე, რომელიც ყოველთვის მზად იყო დავემშვიდებინე.

ახალ მანქანასაც ვერ ვნახავ. ერთხელაც კი არ მეღირსა საკუთარი ავტომობილით სეირნობა.

ჯანდაბა

- ჰეი, ლეა - პალატაში თომასმა შემოყო თავი

- ჰეი - გადავწყვიტე მათთვის დამემალა რომ ყველაფერი ვიცოდი და ჩემი მსახიობობის მაქსიმუმი გამოვიყენე რომ ჩანაფიქრი ამესრულებინა

- ექიმს ველაპარაკე და თქვა ხვალ დილით სახლში წასვლა შეგეძლებათო

- კარგია

- რა გჭირს კარგად ხარ?

- რა უნდა მჭირდეს იმის გარდა რაც იცით თომას - გავიცინე - უბრალოდ მეძინება

Oh, This New Life (✓)Where stories live. Discover now