შეთქმულება

83 8 0
                                    

ნიშნობამდე ერთი დღით ადრე:

-პრინცები ტახტზე არ უნდა ავიდნენ!
-ტახტზე ვერ ავლენ თუ არ იქორწინებენ.
-ეს იმას ნიშნავს რომ ქორწილი არ უნდა შედგეს!
-ამაზე მე ვიზრუნებ!
-ვეზირო რა გეგმა გაქვთ?
ვეზირი:ხვალ ნიშნობას გამოაცხადებენ და იქ:
პატარა ჯარით დავესხმებით მათ თავს.ეს მათთვის მოულოდნელი იქნება მაშასადამე იღბალიც ჩვენ მხარესაა.
ვეზირის ცოლი:ამით რისი თქმა გინდა?
ვეზირი:გენერალო,ელენა,ამით იმის თქმა მსურს რომ ხვალ,სამეფო დარბაზი სისხლის ფრად შეიღებება და ყველა ტახტის მემკვიდრე და მათი საცოლე  დაიხოცება.საბოლოოდ კი ქორწილიც გაუქმდება და სამეფო ტახტსაც მემკვიდრე აღარ ეყოლება და ტახტზე მე ავალ.
-ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?-იკითხეს ერთხმად მზარეულმა და მცველმა.
ვეზირი:თქვენ ბატონებო!
თქვენ მთავარი საქმე გევალებათ.
მზარეულო თქვენ მეფეს საჭმელში ამ საწამლავს ჩაუყრით, ნელა მოქმედებს, მაშინ მოკვდება როდესაც ბრძოლა იქნება გაჩაღებული და ვერ გაიგებენ როგორ მოკვდება.-თქვა და მზარეულს საწამლავის ბოთლი გაუწოდა.
აი თქ...
-არ დაასრულებინა გენერალმა ვეზირს და თვითონ გააგრძელა.
გენერალი:თქვენ კი  ბატონო მცველო ჩვენს ხალხს შემოუშვებთ სასახლეში.და დავიწყებთ აჯანყებას!
ელენა: რა სამწუხაროა რომ ყველანი დაიხოცებიან არა?-თქვა და ბოროტული სიცილით გაიცინა.

დღევანდელი დღე:

ნიშნობაზე მართლაც უამრავი წარჩინებული ადამიანი იყო მოწვეული,ჩვეულებრივ ხალხთან ერთად. თითქოსყველა ერთობოდა, ყველა ბედნიერი იყო, და ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა ბედნიერებისთვის. ზოგს უხაროდა რომ დააწინაურეს, ზოგს პრინცების ბედნიერება უხაროდა,ზოგს ის რომ სამეფო მეფის გარეშე არ რჩებოდა და კიდევ სვა ბევრი.
ერთი შეხედვით იფიქრებდი რომ აქ შეკრებილი იყო ყველაზე ბედნიერი ხალხი მთელს ქვეყანაში.
მაგრამ რა იცოდნენ მათ თუ რა საზარელი დღე გათენდა მათთვის.  თურას უმზადებდა მათ ეს სასტიკი სამყარო, და როგორ შეიძლებოდა შემოტრიალებულიყო საპირისპიროდ მათი ბედნიერება ტკივილად.

-------------------------------------------------------------
ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანია არ დამიწერიე.😙😗

REIGN  Where stories live. Discover now